ბჰაკტი იოგა

 

ბჰაკტი იოგა არის ერთგულების და უმაღლესი ემოციების იოგა. ამ იოგაში სამი ნაბიჯია – სიყვარული, ერთგულება და მინდობა. პირველად ჩვენ ვსწავლობთ სიყვარულს ღვთის მიმართ; შემდეგ ღვთის ნების ერთგულები ვხდებით და ვცდილობთ ჩვენს ცხოვრებაში ვემსახუროთ უზენაესს და ვაკეთოთ ეს მაქსიმალურად კარგად. და ბოლოს ჩვენ შემოსაზღვრულ არსებობას ვაბარებთ ღვთის სუნთვას. ეს მინდობა არის ჩვენი: ადამიანისა და ღმერთის ერთობის რეალიზაცია. ბჰაკტიში ჩვენ ვანვითარებთ ამ ემოციებს და ვცვლით მიწიერ ემოციებს ღვთიერი ემოციებით. ეს მიიღწევა ასეთი ემოციების გამოღვიძება-განვითარებით, როგორებიცაა: გულწრფელობა, სიმარტივე, სიწმინდე, სისპეტაკე და მადლიერება. ეს გრძნობები ამზადებენ ჩვენ არსებობაში ღვთისრეალიზაციის ნიადაგს. და მაშინ სიყვარული, ერთგულება და მინდობა აჩქარებს ჩვენ მიზანთან მიმავალ სვლას.

ბჰაკტის გზაზე მთავარია ღვთის მიმართ სიყვარულის განვითარება,  მაგრამ რთულია გიყვარდეს ის ვისაც ვერ აღიქვავ. და ამ შემთხვევაში გურუ, ანუ მასწავლებელი თამაშობს გადამწყვეტ როლს. გურუმ მიაღწია გაცნობიერებულ და სრულ ერთიანობას უზენაესთან და ამიტომ ღმერთი მაძიებლისათვის ავლენს საკუთარ თავს გურუში და გურუს მეშვეობით. მოწაფე შეიცნობს ღმერთს გურუსთან ურთიერთქმედებით. რა თქმა უნდა, ჩვენ  ჭკვიანები უნდა ვიყოთ, როდესაც ვირჩევთ და ვმუშაობთ სულიერ მასწავლებელთან.

აქ შრი ჩინმოი კარგად  ხსნის მოწაფის და მასწავლებლის ურთიერთობას: “სულიერ ცხოვრებაში წინსვლა დამოკიდებულია ურთიერთმიღებაზე. მასწავლებელმა უნდა მიიღოს მოწაფე, და მოწაფემაც უნდა მიიღოს მასწავლებელი. ინიციაციის დროს, გურუ აძლევს მნიშვნელოვან დაპირებას ცალკე მაძიებელს და უზენაეს, რომ ის მაძიებლისთვის ყველაფერს საუკეთესოს გააკეთებს მის სულიერ ცხოვრებაში დასახმარებლად და შესთავაზებს საკუთარ სულს და გულს, რომ შეიყვანოს მოწაფე  უმაღლეს ამოუცნობში. მასწავლებელი ეუბნება უზენაესს: “სანამ მე არ მოვიყვან ამ ბავშს შენთან, მე მას არ მივატოვებ; და ჩემი თამაში არ დასრულდება.”  მოწაფეს კი ის ეუბნება: “დღეიდან შენ შეგიძლია ჩემი იმედი გქონდეს. შენ შეგიძლია ჩემზე იფიქრო, როგორც შენ საკუთარზე.” ინიციაციის მთავარი მიზანი სულის წინა პლანზე გამოყვანაშია.”

 

<<< გვერდზე “იოგა”