რა განსხვავებაა სურვილსა და მისწრაფებას შორის?
შრი ჩინმოი: სურვილი გააფთრებული ალია, რომელიც ვარვარებს და ვარვარებს და საბოლოოდ გვწვავს ჩვენ. მისწრაფება გამასხივოსნებელი ალია, რომელიც იდუმალად და წმინდად აამაღლებს ჩვენს ცნობიერებას და საბოლოდ გვათავისუფლებს ჩვენ. უმაღლესის წყურვილი მისწრაფებაა. უმდაბლესის წყურვილი განადგურებაა. სურვილი მოლოდინია. არ არის მოლოდინი – არ არის იმედგაცრუება. ჭეშმარიტ ბედნიერებას ვერ ააშენებ, სანამ სურვილს არ უარყოფ. მისწრაფება – ეს განდგომაა. განდგომა – ეს ადამიანის შეგნებული ერთობაა ღმერთთან.
სურვილი ნიშნავს შფოთს. ეს შფოთი პოულობს კმაყოფილებას მხოლოდ მაშინ, როცა შეუძლია ძლიერ მიჯაჭვულობაში აღასრულოს საკუთარი თავი. მისწრაფება სიმშვიდეს ნიშნავს. ეს სიმშვიდე კმაყოფილებას პოულობს მხოლოდ მაშინ, როდესაც შეუძლია გამოავლინოს საკუთარი თავი ყოვლის მჭვრეტელი და ყოვლის მოყვარე არამიჯაჭვულობაში.
როგორ გავაძლიეროთ ჩვენი მისწრაფება, ანუ, როგორც უწოდებთ, “ღმერთის წყურვილი”?
შრი ჩინმოი: ყველაზე მთავარია ვეცადოთ, განვავითაროთ ნამდვილი ღვთის სიყვარულის, ღვთის შებრალებისა და ღვთის კურთხევის წყურვილი. ამ შინაგანი წყურვილის გაძლიერების ორი გზა არსებობს. ერთი გზა ღმერთს შევძახოთ, როგორც უბიწო ბავშვი ტირილით ეძახის დედამისს. მეორე გზა შევთავაზოთ ჩვენი საქმეები ღმერთს, სასიხარულო დამოკიდებულების შენარჩუნებით. ამ ორი გზის გამოყენებით, მაძიებელი ნამდვილ პროგრესს მიაღწევს.
შეცვალე სურვილი მისწრაფებით
ერთ დღეს მოწაფე მოვიდა მასწავლებელთან და თქვა: “მასწავლებელო, გონება საშინელებაა, საშინელებაა, საშინელებაა. ამის ატანა აღარ მაქვს. ის მთლად სისაძაგლეა, ეჭვობაა, ფარისევლობა და უმდაბლესი ვიტალის აზრები.”
მასწავლებელმა უთხრა: “ჩემო შვილო, რატომ ამბობ ცუდს შენს გონებაზე? გონება არ არი ცუდი; ეს მხოლოდ სურვილი შემოდის შენს გონებაში და აღელვებს მას. გონება არ გაწამებს; ეს შენ აწამებ გონებას. სურვილი მოდის და სურს ეთამაშოს გონებას ან ჩაარტყას გონებას, რომ ხმა ამოაღებინოს. აქედან გამომდინარე, გონება იწყებს თავდაცვას და ცდილობს შენ მოგკლას. გველი ჩვეულებრივ მშვიდათ არის, მაგრამ თუ მიხვედი გველთან და უჩხვლიტე მას, მაშინ, ბუნებრივა, გველი მოცოცდება და გიკბენს ან მოგკლავს. სხვა შემთხვევაში ძალიან იშვიათად თუ შეგაწუხებს გველი. ასე რომ ნუ დაადანაშაულებ გონებას. დაადანაშაულე სურვილი რომელიც ურტყავს გონებას.
მოწაფემ თქვა: “როგორ მოვიშორო სურვილი?”
მასწავლებელმა უთხრა: “სურვილი უნდა შეიცვალოს, და ეს მხოლოდ მისწრაფებითაა შესაძლებელი. დააცარიელე სურვილის ჭურჭელი და აავსე ის მისწრაფებით. ეს როგორც, დააცარიელო ჭურჭელი ჭუჭყიანი, ბინძური წყლისგან და აავსო ის სუფთა, გამჭვირვალე წყლით.”
“როგორ გავაკეთო ეს, მასწავლებელო?” – კითხა მოწაფემ.
მასწავლებელმა უპასუხა: “შენ შეგიძლია ეს გააკეთო მხოლოდ იმ ხალხზე დაკვირვებით, ვინც არ დააცარიელა თავისი ჭურჭელი. ისინი აუტანლად და წარმოუდგენლად იტანჯებიან. და ვინც დააცარიელა შიდა ჭურჭელი უვიცობისგან-სურვილისგან და აავსო ჭურჭელი სიბრძნით-მისწრაფებით, არა მხოლოდ თავად გააბედნიერა საკუთარი თავი, არამედ საყვარელ უზენაესსაც მოუტანა ბედნიერება. ამათმა არა მხოლოდ ასრულება მოუტანეს თავის ცხოვრებას, არამედ თავად ღმერთიაა ასრულებული მათში და მათი მეშვეობით.
ასე რომ ნუ დაადანაშაულებ გონებას. დაადანაშაულე სურვილი, რომელიც მოდის და აწამებს მას. სიმართლე გითხრა, სურვილის დადანაშაულება ასევე არ არის სწორი გზა. ადამიანმა უნდა შემოიტანოს თავის სისტემაში ისეთი რამ, რაც ნელა, მტკიცედ შეუცდომლად მას მოაცილებს ცხოვრებას-სურვილს და შეცვლის სურვილს თავისი საკუთარი რეალობით. ეს კი მისწრაფებაა. შეცვალე სურვილი მისწრაფებით. მაშინ შენ მოიპოვებ გასხივოსნების გულს და სრულყოფილების ცხოვრებას.”
შრი ჩინმოის წიგნიდან ” დიადი ინდური კერძები: ღვთაებრივად გემრიელი და უზენაესად ნოყიერი”