მოკლე ფილმმა “ზღვის ბერი” (Ocean Monk), რეჟისორი სანჯეი რეველისგან (Sanjay Rawal), გაიმარჯვა სანტ-ლუისის საერთაშორისო კინოფესტივალზე, ფესტივალის ონ-ლაინ კონკურსში.
“ზღვის ბერი” – სულიერი მასწავლებლის შრი ჩინმოის სტუდენტთა ჯგუფის ცხოვრების ქრონიკებია, მათი შინაგანი სიმშვიდის ძიება სერფინგსა და ნიუ-იორკის ქალაქური გარემოს შორის მიმდინარეობს. ფილმი იკვლევს დამოკოდებულებას სერფინგსა, მედიტაციასა და თვითგასხივოსნებისკენ სწრაფვას შორის.
ეს ფილმი მოკლე დროში მაყურებელთა საკმაოდ დიდმა რიცხვმა ნახა. კომენტარებიდან ჩანს, რომ ბევრ ადამიანზე, ვინც ცდილობს აღმოაჩინოს ცხოვრების აზრი, ძლიერი ზეგავლენა მოახდინა.
ეხლა თავის მე-19 წლისთავზე, სტელა არტუას სანტ-ლუისის საერთაშორისო კინოფესტივალი (SLIFF) – ერთერთი უდიდესი ფილმების საერთასორისო ფესტივალია ამერიკის შეერთებულ შტატებში. 70 მეტი ცნობილი კინო მწარმოებელი სტუმარი დაესწრება ფილმების ჩვენებას, და SLIFF-ის მთავარ ჯილდოებს გამარჯვებულებს გადასცემენ სტეისი ქიჩი, ჰარი შიფერი, რობ ნილსენი და ჟენე ფიშერი.
“სიმტკიცე შენს გმირულ ძალისხმევაში
აავსებს შენს გონებას და გულს
იმის შემდეგაც კი, როცა შენი წარმატება თუ მარცხი
დავიწყებას ჩაბარდება.”
ფილმი “ზღვის ბერის” ტრაილერი
“…როდესაც გადავსებული ხარ უსასრულო ენერგიით, მაშინ არ აქვს მნიშვნელობა რის წინაშე დგახარ, შენ არ შეგეშინდება. როცა ღვთაებრივი ენერგია უსაზღვრო ოდენობით გაქვს, შენი ღვთაებრივი ენერგიოა შედის ტალღაში მანამ, სანამ ამ ტალღას შეეხები…”
– შრი ჩინმოი იან კეირნსთან (ცნობილი პროფესიონალი სერფინგისტი, ჩემპიონი) საუბრის დროს.