კითხვა: ერთხელ თქვენ თქვით, რომ ტრანსცენდენტალური აღტაცება ერთ-ერთი ღვთიური თვისებაა, რომელიც არაა გამოვლენილი დედამიწაზე. რატომ არის ასე?
შრი ჩინმოი: უმაღლეს პლანზე არსებობს არსებობა-ცნობიერება-ნეტარება; ჩვენ ამას სათ-ჩით-ანანდას (Sat-Chit-Ananda) ვუწოდებთ. სათ – არსებობაა; ჩით – ცნობიერებაა; ანანდა – აღტაცებაა. ცნობიერება ყველაფრის წყაროა, მაგრამ ცნობიერება ვერ დარჩება აღტაცებისა და არსებობის გარეშე. თუ არ არის არსებობა, ვერ იქნება ცნობიერება. თუ არის არსებობა და ცნობიერება, აუცილებელია ნეტარება თვითასრულებისათვის.
უძველესი დროიდან უდიდეს სულიერს მასწავლებლებს სათ და ჩით ასპექტები ჩამოჰქონდათ. მაგრამ ანადნდის ჩამოტანა რთულია. ზოგიერთს საერთოდ ვერ ჩამოჰქონდა ის. ზოგს ჩამოჰქონდა ის, მაგრამ ის რჩებოდა რამოდენიმე წამს ან რამოდენიმე წუთს და შემდეგ კვლავ უკან ბრუნდებოდა. სიმშვიდე ხელმისაწვდომია; ჩვენ შეგვიძლია სიმშვიდის ჩამოტანა. სინათლის და ძალის ჩამოტანა ადვილად შესაძლებელია. მაგრამ აღტაცება, რომელიც უკვდავყოფს ჩვენს შიდა და გარე ცნობიერებას, ჯერ კიდევ არ განმტკიცდა დედამიწაზე. ის მოდის და უკან ბრუნდება, იმიტომ რომ ხედავს ამდენ არასრულყოფილებას დედამიწის ატმოსფეროში, რომ ვერ ჩერდება.
სულიერად წინწაწეული ადამიანებიც კი ხშირად დაბნეულები არიან. ისინი შინაგან ექსტაზს გრძნობენ, რომელიც მოდის ვიტალური სამყაროდან, და ფიქრობენ, რომ ეს ნამდვილი აღტაცებაა. მაგრამ ეს ასე არ არის. ნამდვილი აღტაცება გადმოდის უმაღლესი სამყაროდან სულში, სულიდან კი ის გამსჭვალავს მთელს არსებას.
ეს ანანდა, ფიზიკური აღტაცებისაგან განსხვავებით – ანუ რასაც ვუწოდებთ სიამოვნებას ან გართობას, სხვანაირად შთაინთქმება. სუპრამენტალური აღტაცება სრულიად განსხვავდება სამყაროს სიამოვნებისაგან და გართობისაგან. ერთხელ მისი წვეთიც თუ მიიღეთ, იგრძნობთ თუ როგორ მთელი თქვენი შიდა არსება სიხარულით ცეკვავს, როგორც ბავშვივი, უდიდესი სისუფთავით, თქვენი გარე არსება კი უკვდავებას გრძნობს მის გარე არსებობაში. თუ კი თქვენ განიცადეთ ამ აღტაცების მხოლოდ წამი, თქვენ გემახსოვრებათ ის მთელი თქვენი ცხოვრება. ყველგან ჩვენს ირგვლივ კოსმოსური თამაშია, კოსმოსური პიესაა. სამყარო სავსეა სიხარულით, შინაგანი სიხარულით და გარე სიხარულით. როდესაც რეალიზაციას აქვს ადგილი, ჩვენ აუცილებლად ვიგრძნობთ ჩვენი გულის მუდმივი აღტაცების გამოვლენის აუცილებლობას. აღტაცება ვარვარებს, მაგრამ არ წვავს. მას უდიდესი ინტენსიურობა აქვს, მაგრამ ის თვით სინაზეა და აბსოლუტურად ტკბილი, დინებადი ნექტარია.