1897 წელს სვამი ვივეკანანდა ჩავიდა ამერიკაში, როგორც ყველასთვის უცმობი და უკაპიკო სანიასინი (მოხეტიალე ბერი). ის ამერიკასი ჩამოვიდა, როგორც ინდუიზმისა და უძველესი ინდური ვედანტას ტრადიციის წარმომადგენელი. თუმცა ვივეკანანდა არ ყოფილა რაიმე კონკრეტული ფორმალური რელიგიით შეზღუდული; რელიგიების მსოფლიო პარლამენტზე მან შესთავაზა საყოველთაო სულიერებისა და მსოფლიო რელიგიების ჰარმონიის გზავნილი. ამ უნივერსალურმა გზავნილმა და მისმა დინამიურმა სულიერმა პიროვნებამ ბევრი მაძიებლი გონება და გული მოიგო; და მის ხილვას დღემდე აფასებენ.
“მე ვამაყობ რომ ვეკუთვნი იმ რელიგიას, რომელიც მსოფლიოს შემწყნარებლობასა და საყოველთაო ურთიერმიღებას ასწავლის. ჩვენ გვწამს არა მხოლოდ საყოველთაო შემწყნარებლობისა, არამედ ჩვენ ვიღებთ ყველა რელიგიას, როგორც ჭეშმარიტს.”
– სვამი ვივეკანანდა 1893 წლის 11 სექტემბერი, რელიგიათა მსოფლიო პარლამენტი.
ადრეული წლები
ვივეკანანდა დაიბადა 1863 წელს ბენგალიაში მართმადიდებელი ინდოელების ოჯახში. ადრეული წლებიდან ის ავლენდა შებრალებისა და ლიდერად დაბადებულის ნიშან-თვისებებს. ვივეკანანდას გამჭრიახი გონება ჰქონდა, და ის როგირც აღმოსავლურ, ასევე დასავლურ (მათ შორის დასავლეთის ფილოსოფოსებისა და ინგლისელი პოეტების) ლიტერატურას შთანთქავდა. ვივეკანანდას განსაკუთრებულად მოსწონდა დასავლეთის რაციონალური აზროვნება, და შეშფოთებული იყო მრავალი რელიგიური ცრურწმენით და კულტურული დაცემით, სადაც ინდოეთის საზოგადოება აღმოჩნდა. ამის ფონზე ვივეკანანდა დაინტერესდა ბრაჰმო სამაჯით (Brahmo Samaj). ბრაჰმო სამაჯი იყო თანამედროვე ინდუისტური მოძრაობა, რომელიც ცდილობდა გამოეცოცხლებინა ინდური ცხოვრება და სულიერება რაციონალისტური მიდგომის საშუალებით და უარს იძახდა სურათების (ხატების) თაყვანისცემაზე.
თუმცა ბრაჰმო სამაჯის რაციონალურობამ ვერ დააკმაყოფილა ვივეკანანდას სულიერი შიმშილი. ადრეული ასაკიდან მას დაეწყო სულიერი გამოცდილებები და 18 წლის ასაკში მან დაუოკებელი სურვილი იგრძნო “ეხილა ღმერთი”. პირდაპირობით, რომელიც ვივეკანანდას ახასიათებდა, ის ყველას ეკითხებოდა, თუ უნახავთ ღმერთი. ყვალა უარზე იყო. დევენდრანათ თაგორმა (Devendranath Togor) – რაბინდრატ თაგორის მამამ ასევენაირად უპასუხა. თუმცა დევენდრანათმა უთხრა, რომ მან ვივეკანანდაში დაინახა იოგას თვალები და, აუცილებლად, ამ ცხოვრებაში მას უნდა შეეცნო ღმერთი. იმისდა მიუხედავად, რომ კითხვაზე ვერავინ გასცა პასუხი, ვივეკანანდა მივიდა შრი რამაკრიშნზე რომ მოესმინა, რომელსაც მიიჩნევდნენ დიდ სულიერ პიროვნებად, რომელმაც ღმერთი შეიცნო.
რამაკრიშნა – ვივეკანანდა
რამაკრიშნა ბევრად განსხვავდებოდა ვივეკანანდასგან. რამაკრიშნა გაუნატლებელი და უბრალო გლეხი იყო, რომელიც ადგილობრივ კალის ტაძარში მსახურობდა. თუმცა მისი უბრალო გარეგნობის მიღმა იმალებიდა განსაკუთრებული სულიერება. რამაკრიშნამ მრავალი წელი გაატარა ინტენსიურ სულიერ პრაქტიკაში, ის რეალიზაციისთვის დედა კალის ინტენსიურად შესძახოდა. მაგრამ რეალიზაციის შემდეგ, რამაკრიშნა არა მხოლოდ აგრძელებს ინდუისტურ რიტუალებს, არამედ ყველა ძირითადი რელიგიების სულიერი გზები განვლო. შრი რამაკრიშნა მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ყველა რელიგია ერთსა და იმავე მიზნისკენ მიდის, უსასრულობასთან ერთობისკენ. ნათელი იყო, რომ მისი უახლოესი მოწაფე, ვივეკანანდა, შემდგომში მჭერმეტყველურად გაავრცელებდა ამ გზავნილს – მსოფლიო რელიგიების ჰარმონიის გზავნილს. როგორც მოგვიანებით შრი აურობინდო იტყვის:
“მასწავლებელმა (შრი რამაკრიშნამ) გამოარჩია ვივეკანანდა, როგორც გმირი სული, რომელიც განკუთვნილი იყო იმისთვის, რომ მსოფლიო ორივე ხელს შუა აეყვანა და შეეცვალა ის.”
რამაკრიშნამ მაშინვე გამოიცნო ვივეკანანდას სულიერი პოტენციალი და დიდ ყურადღებას უთმობდა ვივეკანანდას, რომელსაც თავიდანვე ეს არ ესმოდა. დასაწყისში ვივეკანანდა მსჯელობის მოყვარე გონების გამო სკეპტიკურად უყურებდა ამ ღმერთით დათრობილ წმინდანს, და ვივეკანანდა ხშირად იკამათებს მის სწავლების ირგვლივ. თუმცა შრი რამაკრიშნას სულიერმა მაგნეტიზმმა მალე დაადნო ვივეკანანდას გული და მან დაიწყო იმ ნამდვილი სულიერების გამოცდილების შეძენა, რომელსაც რამაკრისნა ასხივებდა. ასე გაქრა ვივეკანანდას სულიერი ოპოზიცია და შეიცვალა ინტენსიური ღვთიური დედისთვის მინდობით და ძლიერი ვედრებით ღვთის რეალიზაციისთვის.
მოკლე, მაგრამ ინტენსიური პერიოდის დროს, დაახლოვებით 5 წლის განმავლობაში, ვივეკანანდა უშუალოდ მისი მასწავლებლისგან, შრი რამაკრიშნასგან, სწავლობდა. შრი რამაკრიშნას შეეძლო გამოეღვიძებინა მის საყვარელ მოწაფეში სულიერი ცნობიერება და ვივეკანანდამ მალევე დაიწყო ცნობიერების ღრმა დონეების და სამადჰის განცდა. მას შემდეგ, რაც სამადჰის ნეტარება განიცადა, ვივეკანანდამ სთხოვა თავის მასწავლებელს მუდმივად ნირვანის ექსტაზში ყოფნის მადლი. მაგრამ რამაკრიშნამ უპასუხა: “ვფიქრობდი, რომ შენ რაღაც უფრო დიდისთვის დაიბადე, ჩემო შვილი!”
რამაკრიშნას წასვლის შემდეგ, სხვა მოწაფეები ვივეკანანდაში ლიდერს ხედავდნენ, და მან დაეხმარა შრი რამაკრიშნას პირველი სამონასტრო ორდენის ჩამოყალიბებაში. ის მუდმივად წინამძღვრობდა თავის მეგობრებს ძმებს მოწაფეებს და მოუწოდებდა მათ განდგომოდნენ სამყაროს და მოეპოვებინათ ერთობა ღმერთთან.
თუმცა ვივეკანანდასთვის პირადი გათავისუფლება საკმარისი არ იყო. მას გული შესტკივოდა ინდოეთის დაბეჩავებული მასების გამო, რომლებიც სიღარიბისგან იტანჯებოდნენ და გაჭირვებაში იყვნენ. ვივეკანანდამ იგრძნო, რომ უმაღლესი იდეალი – ღმერთისთვის მსახურება კაცობრიობისადმი მსახურებაში იყო. ამგვარად ვივეკანანდა დაამატებს სოციალურ მუშაობას, როგორც შრი რამაკრიშნას გზის წესის მნიშვნელოვან ელემენტს.
“თქვენ ფიქრობთ, რომ ეს სანიასინები, რამაკრიშნას შვილები, იბადებიან უბრალოდ ჯდომისთვის დჰუნის ცეცხლით განათებული ხეების ქვეშ? როგორც კი რომელიმე მათგანი გარკვეული სამუშაოთი დაკავდება, ხალხი გაოგნებული დარჩება, როცა მათ ენერგიას დაინახავს. ამათგან ისწავლიან თუ როგორ უნდა იმუშაონ.”
– სვამი ვივეკანანდა
ამგვარად, მედიტაციაში გატარებული ბევრი წლის შემდეგ, ვივეკანანდა იწყებს მთელ ინდოეთში მოგზაურობას, ის ეწვია ბევრ წმინდა ადგილს. ინდოეთში მოგზაურობისას და ბევრ გავლენიან პირთან შეხვედრის შემდეგ, ვივეკანანდას შესთავაზეს, როგორც იდეალურ კანდიდატს, მსოფლიო რელიგიათა პარლამენტზე ინდუიზმი წარედგინა, რომელიც ჩიკაგოში (აშშ-ში) უნდა ჩატარებულიყო. გამგზავრებამდე ვივეკანანდა მივიდა შარადა დევისთან, შრი რამაკრიშნას მეუღლესთან, კურთხევისათვის. მისი გამხნევებისა და კურთხევის მიღების შემდეგ მან ისტორიული მნიშვნელობის მოგზაურობას შეასრულებს ამერიკის შეერთებულ შტატებში. ის ყვითელი ფერის მოსასხამში და სანიასინის აღთქმის შემნახველი ჩადის ამერიკაში.
ვივეკანანდა – მსოფლიო რელიგიათა პარლამენტი
გახსნის ცერემონიაზე ვივეკანანდას გომოსვლა ერთ-ერთი უკანასკნელი იყო. წინა მომხსენებლები თავისი რელიგიის ღირსებებზე საუბრობდნენ, მაგრამ ვივეკანანდამ მთელ აუდიტორიას მიმართა თავისი ღვთის მიმართ ერთობისა და თანასწორობით ხილვით.
მან ამ სიტყვებით დაიწყო :
“ამერიკის ძმებო და დებო…” სპონტანურად აუდიტორია ფეხებზე წამოდგა და ტაში დაუკრა, და ასე დააფასეს ის ერთსულოვნების განწყობა, რომელსაც ვივეკანანდა სთავაზობდა. ის აგრძელებდა: “ეს ჩემს გულს აუწერელი სიხარულით ავსებს საპუსუხოდ იმ თბილი და გულითადი მიღებისა, რომელიც თქვენ აქ შემომთავაზეთ…”
სვამი ვივეკანანდა აირჩიეს იმისთვის, რომ წარედგინა ინდუიზმი. მაგრამ ვივეკანანდა არ ცილობდა ნებისმიერი გზებით თავისი რელიგიის უპირატესობა დაემტკიცებინა. ამის მაგივრად, ვივეკანანდა დიდი გულწრფელობით საუბრობდა მსოფლიო რელიგიების ჰარმონიის შესახებ და ადამიანის საერთო სულიერ ფასეულობებზე. ზუსტად ამ ერთობის უნივერსალურმა გზავნილმა დაიპყრო აუდიტორია.
“როგორც სხვადასხვა მდინარეები, რომლების სხვა ადგილებში იღებენ დასაბამს, და მათი წყლებს ზღვაში ირევა, ასევე, ო უფალო, სხვადასხვა გზები, რომლებსაც ადამიანები ირჩევენ, თავისი სხვადასხვა მიდრეკილებისდა გამო, და როგორებიც არ უნდა იყვნენ ისინი, მრუდნი თუ სწორნი, ყველა შენამდე მოდის.”
ვივეკანანდა აღმოჩნდა ვედანტის მჭერმეტყველი და ასევე ყველა რელიგიის იდეალების წარმომადგენელი. გარდა ამისა, ადამიანები გრძნობდნენ ამ ლამაზ და საოცარ ბერში მშვიდ მიუკერძოებლობას, მანათობელ პიროვნებასა და მოკაშკაშე სულიერებას. მოულოდნელად ვივეკანანდა მსოფლიო რელიგიათა პარლამენტის ვარსკვლავად იქცა.
The New York Herald-ი წერდა ვივეკანანდაზე:
“ის უდავოდ უდიდესი ფიგურაა რელიგიათა პარლამენტზე. მისი მოსმენის შემდეგ ჩვენ ვგრძნობთ, რა სისულელე იყო მისიონერების გაგზავნა იმ სწავლურ ერთან.”
Boston Evening Post-მა განაცხადა:
“თუ ის (ვივეკანანდა) უბრალოდ ბაქანსაც კვეთს, მას ტაშს უკრავენ; და ეს ათასობით ადამიანის მოწონება, მან ბავშვური კმაყოფილებით მიიღო, რაიმე საკუთარ თავზე დიდი წარმოდგენისა და თვითკმაყოფილების გარეშე…”
მთელი კონფერენციის მანზილზე ვივეკანანდა, უდავოდ, ვარსკვლავი იყო, ორგანიზატორებმა ბოლოსკენ გადაწიეს მისი გამოსვლა, რათა თავი დაეზღვიათ აუდიტორიის ნაადრევი დაშლისგან.
კონფერენციამ ვივეკანანდას უბიძგა საზოგადო გამოსვლებისთვის, მრავალი თვის განმავლობაში ის მთელ ამერიკაში მოგზაურობდა და ატარებდა საუბრებს ვედანტას უძველეს ტრადიციაზე და თავის იმედებზე აღმოსავლეთის სულიერებისა და დასავლეთი მატერიალიზმის შერწყმისა.
ამერიკაში ვივეკანანდამ დაიწყო რამოდენიმე ახლო მოწაფის მომზადება, იმისთვის რომ მათ შეეძლოთ ვედანტის სწავლების გავრცელება. მას შეეძლო ეს მისია პატარა ცენტრების გახსნით დაეწყო ამერიკასა და დიდ ბრიტანეთში. ვივეკანანდამ აღიარა, რომ მას ბრიტანეთში შესვლის ეშინოდა, რადგანასც მისი გული ჯანყდებოდა ბრიტანული იმპერიის უსამართლობაზე მისი საყვარელი სამშობლოს მიმართებაში. თუმცა ის აღფრთოვანებული დარჩა იმით, რომ მონახა რამოდენიმე ადამიანი, ვისაც გულწრფელად იზიდავდა ვედანტას სწავლება. ერთ თვალსაჩინო მაგალითს წარმოადგენდა მის მარგარეტ ნობლი (Miss Margaret Noble) (შემდგომში მას ნივედიტას (Nivedita) უწოდებდნენ), წარმოშობით ირლანდიელი, ნივედიტა ერთგული მოწაფე ხდება, რომელმაც თავისი ცხოვრება ინდოეთის ხალხს მიუძღვნა.
დასავლეთში გატარებული რამოდენი წლის შემდეგ, ვივეკანანდა დაბრუნდა ინდოეთში, სადაც მას აღტაცებით შეხვდნენ. კერძოდ, მისი ძმები ბერები, ვივეკანანდით ძალიან ამაყობდნენ, რომელიც დიდი ქება-დიდებით დაბრუნდა. მიუხედავად ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებისა ვივეკანანდა საქმიანობის მორევში ჩაეშვა: ის იწყებს მონასტრების რეორგანიზაციას და მოუწოდებს თავის თანამოძმე ინდიელებს დაუბრუნდნენ ვედანტის პრინციპების ჭეშმარიტებას. მაგრამ ასევე ვივეკანანდა ცდილობდა ინდურ ცნობიერებაში განახლებული დინამიზმი შემოეტანა მათი მატერიალური ცხოვრების გაუმჯობესებისთვის. ხშირად ამბობდა ვივეკანანდა, რომ უსარგებლოა რელიგია ასწავლო იმათ, ვისაც ცარიელი კუჭები აქვთ. სვამი ვივეკანანდას დიდი სიყვარული ჰქონდა ინდოეთის მიმართ.
“მე ჩემი სამშობლო მიყვარდა, სანამ ამერიკასა და ინგლისში წავიდოდი. დაბრუნების შემდეგ, ამ მიწის მტვერის თითო ნაწილაკიც კი წმინდად მეჩვენება.”
უანგარო მსახურების და დინამიზმის წახალისების მიუხედავად, ვივეკანანდა მხედველობიდან არასოდეს კარგავდა ცხოვრების საბოლოო მიზანს, რომელიც ღმერთთან ერთობაში იყო.
„ეძიებდით პირველად სასუფეველსა ღმრთისასა და სიმართლესა მისსა, და ესე ყოველი შეგეძინოს თქუენ“ (მათე 6,33). ეს ერთი უდიდესი ვალია, ეს გონდგომაა. იცხოვრეთ სრულყოფილებისთვის, და სხვა არაფრისთვის დოტოვოთ ადგილი გონებაში. მოდით მთელი ძალები მოვახმაროთ იმის მოპოვებას, რაც არასოდეს განიცდის მარცხს – ჩვენს სულიერ სრულყოფილებას.”
-სვამი ვივეკანანდა.
ვივეკანანდა ახალგაზრდა გარდაიცვალა, 39 წლის ასაკში. მაგრამ მან შესანიშნავ რამეს მიაღწია დედამიწაზე თავისი ცხოვრების მოკლე პერიოდების განმავლობაში. მან გააერთიანა ინდოეთის უძველესი სულიერი ტრადიცია და დასავლეთის დინამიზმი. ბევრმა ინდოელმა პოლიტიკოსებმა თავისი მადლიერება შესთავაზეს ვივეკანანდას იდეალებსა და გავლენას. ბევრისთვის ვივეკანანდა თანამედროვე ინდოეთის მფარველად ითვლება.
ჯავაჰარლალ ნერუ წერდა:
“მთელმა მისმა ცხოვრებამ და სწავლებამ ჩემი თაობა შთააგონა .”
მაჰათმა განდი ვივეკანანდაზე:
“მას შემდეგ, რაც (მის შემოქმედებას) გავეცანი, ჩემი სიყვარული, რომელსაც ჩემი ქვეყნის მიმართ ვგრძნობდი, გაატასმაგდა.”
შრი ჩინმოი ვივეკანანდაზე:
“შრი რამაკრიშნას მოწაფე სულიერი ძალის ცოცხალ წყაროს წარმოადგენდა. ჰიპერბილის გარეშე, ის გამომაჯანმრთელებელი და მაცოცხლებელი იყო ჩაძირული ინდოეთის სულისა. მისი მასწავლებლის სწავლებასთან ერთად, მან გამოაცოცხლა ინდოეთის ძარღვებში სიციცხლე და გაასხივოსნა ინდოეთის დაბნელებული სული.”
ავტორი: Tejvan Pettinger
ბმულები სხვადასხვა საიტებზე:
- ისტორიები სვამი ვივეკანანდაზე, ავტორი შრი ჩინმოი
- სვამი ვივეკანანდას ბიოგრაფია, დაწერილი სვამი ნიჰილანანდას მიერ
- ვივეკანანდას ნაშრომების სრული კრებული
- vivekanandahome.org
- ვივეკანანდას პოეზია Poet Seers-ის საიტზე
- ვივეკანანდას ფოტოები Vivekananda.net-ზე
- სვამი ვივეკანანდა საუბრობს ქრისტეზე (ინგ.)