მაძიებილი და მოწაფე

თქვენ ამბობთ “მაძიებელი”. როდის ამთავრებს ძებნას მაძიებელი და ხდება მოწაფე?

შრი ჩინმოი: ჩვენ ყველანი მაძიებლები ვართ. მიუხედავად იმასა, რომ მე მივაღწიე სიმაღლეს, ჩემს უმაღლესს სიმაღლეს, მეც მაძიებელი ვარ. ჩვენს შინაგან გახსნას არა აქვს ბოლო, ჩვენს შინაგან შეცნობას არა აქვს ბოლო. ჭეშმარიტება შეცნობილი რომც გქონდეთ, მინდა ვთქვა, რომ დღევანდელი შეცნობა ხვალინდელი გახსნის ამოსავალი წერტილია მხოლოდ.

როდესაც გვინდა, რომ განვასხვაოთ მაძიებელი და მოწაფე, ჩვენ ვგრძნობთ, რომ მოწაფემ მიიღო შინაგანი ვალდებულება გაჰყვეს კონკრეტულ მასწავლებელს, გაჰყვეს კონკრეტულ გზას, როდესაც მაძიებელი თავისუფალია იაროს ყველა მასწავლებელთან და ყველასგან ცოტ-ცოტა ისწავლოს. ზოგჯერ მაძიებელი ძალიან ხარბი ხდება. მას ეჩვენება, რომ, თუ ის ათ მასწავლებელს მოინახულებს, ის დაუყოვნებლივ მიიღებს კმაყოფილებას. მაგრამ ეს ასე არაა. ყველაზე ნოყიერი საკვები იმ ერთადერთ მასწავლებელს ექნება, რომელიც მისთვისაა განკუთვნილი. მაძიებელი ხდება მოწაფე, როდესაც აცნობიერებს, რომ იოგა მხოლოდ ერთი საგანია და მხოლოდ ერთი მასწავლებელია საჭირო.

ყოველ მასწავლებელს მოწაფის სული გამოჰყავს წინა პლანზე განსაკუთრებული, მხოლოდ მისთვიის დამახასიათებელი გზით. ყოველი მასწავლებელი მედიტაციას სთავაზობს მოწაფის გარე არსებას, მხოლოდ მისთვის დამახასიათებელი გზით. თუ ადამიანი ყოველთვის გადადის ერთი მასწავლებლისგან მეორისკენ, ის ბევრ დროს ფუჭად კარგავს. და ამასთან ერთად, მას შეუძლია აღმოაჩინოს, რომ მისი მისწრაფება მცირდება. როდესაც მიძიებელი მოწაფე ხდება, ეს იმას ნიშნავს, ის აცხადებს, რომ მან თავისი სახლი მონახა: “ეს ჩემი მამაა, ეს ჩემი დედაა, ეს ჩემი ძმაა, ეს ჩემი დაა.” მოსწავლე, რომელიც გარკვეულ გზას მიჰყვება , იტყვის: “აგერ ჩემი სულიერი ძმები და დებია, აი ჩვენი სულიერი ოჯახია.”

შრი ჩინმოი, “შრი ჩინმოი საუბრობს”, ნაწილი 6

 

<<< წინა “როგორ მივაღწიოთ უფრო ღრმა მედიტაციებს?”

შემდეგი “გურუ – სულიერი მასწავლებელი” >>>