ღონისძიებები

დროებით ღონისძიებები არ ტარდება, საიტი დამუშავეს პროცესშია.
ჩვენ მალე დაგიბრუნდებით.
შეისწავლეთ მედიტაცია ჩვენი საიტის მეშვეობით >>>

მედიტაციის შესწავლის კურსები, ტრენინგები და მასტერკლასები საქართველოს მასშტაბით. ძველი ტრადიციის თანახმად ღონისძიებებზე დასწრება უფასოა.

ხშირად დასმული კითხვები:

რა ღირს სემინარზე დასწრება?

უფასოა. ჩვენ არ ვუყურებთ ტრენინგს, როგორც ფულის მოპოვების წყაროს. ჩვენ ვუყურებტ ტრენინგს, როგორც მსახურებას. სიბრძნით ვაჭრობა შეუძლებელია. ის არ არის დამოკიდებული სოციალურ მდგომარეობაზე ან ბანკის ანგარიშზე.

რა ენაზე ტარდება სემინარი და რამდენხანს გრძელდება?

სემინარები ქართულ ენაზე ტარდება და დაახლოვებით 1,5 – 2 საათამდე გრძელდება.

რატომაა ეს სემინარები უფასო?

ამის რამოდენიმე მიზეზი არსებობს:

პირველი, რაზედაც უკვე ბევრჯერ იყო საუბარი ჩვენი საიტის ბევრ გვერდზე ისაა, რომ შინაგანი სიმშვიდე, სიხარული, სიბრძნე და სინათლე არ წარმოადგენს ვინმე ადამიანის საკუთრებას, მონოპოლიას ან რაიმე ნივთს. თვითჩაღრმავების საშუალებით, თქვენ იძენთ გასაღებს თქვენში მყოფ სილამაზისა და ჰარმონიისკენ, რომელიც ყოველთვის თქვენში იყო.

ასევე, ჩვენს სემინარებზე ჩვენ ვცდილობთ ლამაზი და სუფთა ატმოსფერის შექმნას, სადაც ადამიანს შეუძლია თავი მოხერხებულად იგრძნოს და სადაც მისგან არაფერს ელოდებიან სანაცვლოდ.

და ასევე ჩვენ, ვინც ვატარებთ სემინარებს, ამას ჩვენი შინაგანი პრაქტიკის გაფართოებად მივიჩნევთ. როდესაც შინაგან გამოცდილებას და შთაგონებას ვუწილადებთ, ჩვენ ეს კმაყოფილების გრძნობას გვჩუქნის, რომელსაც ფულით ვერ იყიდი.

რას ასწავლით სემინარებზე?

იოგის თვითჩაღრმავების ტექნიკები პირველი და მთავარი საგანია, რაც ყველამ თავად უნდა განიცადოს საკუთარ თავზე. ჩვენ ვასწავლით ბევრ პრაქტიკულ ვარჯიშებს – სუნთქვით სავარჯიშებს, ვიზუალიზაციებს, მანტრებს, კონცენტრაციისა და გულის ცენტრში ჩაღრმავების პრაქტიკებს. ასევე ამის ამხსნელი თეორიული მასალაცაა. თქვენ ისწავლით შინაგანი პრაქტიკების ინტეგრაციას თქვენს ყოველდრიურ ცხოვრებაში იმდენად, რომ სახლში დამოუკიდებლად ვარჯიშს შეძლებთ.

რა უნდა ვიქონიოთ თან?

ღია ფერის, სუფთა და მოსახერხებელი ტანსაცმელი. თქვენთვის შეგიძლიათ თან წამოიღოთ მინერალური წყალი. და ასევე დიდი თხოვნაა, გამორთოთ მობილური ტელეფონები სემინარისა და პრაქტიკული ვარჯიშების დროს, რადგანაც მოულოდნელი ზარი არა მხოლოდ თქვენ გიშლით ხელს, არამედ სხვებსაც. გააფრთხილეთ ოჯახის წევრები, ან ვის ზარსაც ელოდებით, რომ ამ დროს მიუწვდომელნი იქნებით, რათა არ ანერვიულოთ ისინი. :)))

რას გვთავაზობთ?

არც ისე იშვიათი მოსასმენია გარშემო სამყაროს მიმართ კრიტიკის მოსმენა – რაც არ არის სწორი, ას არა სრულყოფილებაა…
ჩვენ გთავაზობთ სამყაროს შეცვლა თქვენი საკუთარი თავის შეცვლით დაიწყოთ. ეს არ არის ადვილი, მაგრამ ცხოვრების უკეთესობისაკენ შეცვლის ძალიან ეფექტური ხერხია. სანამ გლობალური პრობლემების დაძლევას დავიწყებთ, მოდით უფრო სრულფასოვანი ცხოვრებით ცხოვრება ვისწავლოთ: ჯანმრთელები გავხდეთ, არ დავეცეთ სულით, საკუთარ ძალებში ეჭვი არ გვეპარებოდეს, ვისწავლოთ პატიება, გავნთავისუფლდეთ შიშებისაგან, ვიოცნებოთ და ჩვენი ოცნებები ავისრულოთ, გვიხაროდეს ცხოვრების ყოველი წამი, ვიგრძნოთ ერთობა სხვებთან, გავაცნობიეროთ ჩვენი როლი და გავხდეთ ადამიანები. ნუთუ ამისკენ არ მიისწრაფვის ყველა? ჩვენ ხშირად გვესმის “კარგი” რჩევები, და რომ ვიღაცამ იცის თუ როგორ მოაგვაროს ყველაფერი. მაგრამ, რომ დავაკვირდეთ, იმ ადამიანს, ვიზეც იმედს ვამყარებთ, ხშირ შემთხვევეში თვითონ ვერ პოულობს გამოსავალ საკუთარი პრობლემებიდან. 🙂

ყველა ჩვენი ქმედება დაფუძნებულია შინაგან თვისებებზე და ცნობიერებაზე: სამყაროს მთლიანობაში დანახვაზე, ნებისყოფაზე, ინტუიციაზე, გონების სიცხადეზე, აზრების და ემოციების სისუფთავეზე, შინაგან წონასწორობაზე… ჩვენი პოზიცია ამ დადებითი თვისებების განვითარებაში მგომარეობს, რათა ჩვენი ცხოვრება უფრო სრულფასოვანი და ბედნიერი გახდეს. ეს ტრენინგი ამას ემსახურება.

თქვენთან მხოლოდ თეორიაა?

ჩვენთან პირველ რიგში პრაქტიკაა. იმის პრაქტიკაა, რასაც მხოლოდ წიგნებით ვერ გაიგებთ. ჩვენს ტრენინგზე ჩვენ შემოგთავაზებთ სავარჯიშოებს ვიზუალიზაციაზე და კონცენტრაციაზე, სუნთქვით ვარჯიშებს, მანტრებს გონების დამშვიდებისთვის, შინაგანი წონასწორობის მოპოვებისათვის და სულიერი გულის (ანახატა ჩაკრის) განვითარებისათვის.
ჩვენი სულიერი გული უფრო ამთვისებელია იმ გზავნილებისა, რომლებიც სიღრმიდან და უმაღლესიდან მოდის. სულიერი გული ბევრად უფრო გაცნობიერებულია, ვიდრე ეჭვებით სავსე, პირველობაზე მეოცნებე გონება.
პასუხი როგორც ყოველთვის ოქროს შუალედშია. ჩვენ უნდა მყარად ვიდგეთ, როგორც შინაგან სამყაროში, სადაც ყველაფერი იღებს დასაბამს, ასევე ამ მატერიალურ სამყაროში, რომელიც ჩვენი შინაგანი სამყაროს ანარეკლს წარმოადგენს.

რატომ ატარებტ ტრენინგს?

ადამიანის ბუნებაშია გაუზიაროს სხვას შთაგონება და ის საუკეთესო, რაც მას გააჩნია. ჩვენ მიზნად არ ვისახავთ თქვენ გადაგარწმუნოთ რამეში ან რაიმე დაგიმტკიცოთ. და არც მოგიწოდებთ დადგეთ ჩვენს თვითგანვითარების გზაზე. თვითშეცნობაში არ არის კონკურენცია – არის უბრალოდ თქვენი გზა და გზა, რომელიც თქვენი არაა. ყველა გზა ერთნაირად მნიშვნელოვანია…

დროთა განმავლობაში, სულიერი გულის განვითარება გვაგრძნობიინებს უსასრულოდ უფრო ღრმა კავშირს გარშემო მყოფ ხალხთან და ერთი იდეალებისაკენ სწრაფვას. რაღაც მომენტში მოდის შეგრძნება, რომ არ არსებობს ბედნიერება რომელიღაცა “ცალკე აღებულ ჯგფში”. ესე თუ ისე თითოეული ადამიანის მისია დაკავშირებულის სხვა ადამიანებისათვის უანგაროდ მსახურებაში ფიზიკურად, ინტელექტუალურად თუ სულიერად. რის გაკეთებასაც ჩვენ ვცდილობთ.

რამე რელიგიასთან ხომ არ არის დაკავშირებული ტრენინგი?

არა. რასაც შემოგთავაზებთ ტრენინგზე გასაგებია ყველა რელიგიის, კულტურის თუ მსოფლმხედველობის ადამიანებისათვის. როდესაც მოდის გრო ადამიანი გამოდის იმ “ნაჭუჭიდან”, რომელიც მას ზღუდავდა, და სწავლობს სხვადასხვა ადამიანებთან ცხოვრებას და ურთიერთობას. ის ხედავს რომ ყველა ადამიანი სიყვარულისათვის და სიხარულისათვის არის დაბადებული. და ყველას აქვს უსაზღვრო შინაგანი პოტენციალი და თვითშეცნობის უნარი.

საშიში ხომ არაა ეს სავარჯიშოები?

რა თქმა უნდა! :)))) თქვენ რისკავთ გახდეთ ნორმალური ადამიანი. რომელსაც აქვს თავისი საკუთარი აზრი, და არა უბრალოდ დინებას მიყვება. თქვენ რისკავთ გამოაღვიძოთ რეალური სამყაროს აღქმა, რისკავთ გამოაღვიძოთ ნამდვილი გრძნობი და გიხაროდეთ ცხოვრების ყოველი წამი და გაჰყვეთ თქვენი ოცნების ვარსკვლავს. თქვენ რისკავთ იმით რომ გამოვარდებით “მარტიციდან” 🙂
თქვენზეა დამოკიდებული, რომელ აბს აირჩევთ.

სხვათა შორის წინააღმდეგობა მატრიცის მხრიდან გარანტირებულია! 🙂

რა მოგველის ტრენინგის შემდეგ?

არჩევნის თავისუფლება. თქვენს წინაშე უსასრულობაა. და გზები თქვენს წინ არის. გნებავთ გააგრძელებთ ჩვენს სხვადასხვა პროექტებში მონაწილეას. ან უბრალოდ შეიძენთ ახალ გამოცდილებას და სიბრძნეს და გამოიყენებთ თქვენს ცხოვრებაში.

ხშირად თუ ჩატარდება ესეთი ტრენინგები?

რამოდენიმე თვეში ერთხელ.

ღონისძიებები