გთხოვთ, მოყევით აურაზე, რომელსაც მედიტაციაში ვხედავთ.
შრი ჩინმოი: ყველა ადამიანს აქვს აურა, რომლის დანახვაც შეუძლია მედიტაციის დროს, ასევე კონცენტრაციის დროს და სიზმარშიც კი. არ არსებობს პირდაპირი კავშირი მედიტაციასა და აურას შორის. მაგრამ როდესაც მედიტირებთ, თქვენ სრულ სიმშვიდეში იმყოფებით, და აურის დანახვა თქვენთვის უფრო მარტივი ხდება. მაგრამ პირდაპირი კავშირი მედიტაციასა და აურას შორის არ არსებობს.
თუ აურას ხედავთ, ამაში არაფერია ცუდ, ეს შთაგონებას გაძლევთ და გახარებთ. მაგრამ სისულელეა დროს დახარჯვა აურას ძებნაზე.
სხვადასხვა დროს მე ვხედავდი წითლის, თეთრის, ცისფწრის და ყვითლის ელფერის ნათებას. ვერ ამიხსნიდით მათ მნიშვნელობას?
შრი ჩინმოი: წითელი ღმერთის დინამიური ასპექტია, ღვთაებრივი ძალაა, რომელსაც საკუთარ თავში ხედავთ. როდესაც თქვენში შედის ღვთაებრივი ძალის წითელი ფერი, თქვენ ენერგიით ივსებით, თქვენი გავლით ძალა მოედინება.
თეთრი სისიფთავის ფერია. როდესაც თქვენს ირგვლივ და თქვენს ზევით თეთრ ფერს დაინახავთ, თქვენ იგრძნობთ, რომ მთელი თქვენი არსება სისუფთავითაა სავსე. თქვენ არ ხართ უსუფთაო, მაგრამ როდესაც თეთრ ფერს ხედავთ, მთელი თქვენი არსება – თავიდან ტერფებამდე – სისუფთავით ივსება. როდესაც ცისფერს ხედავთ, ეცადეთ იგრძნოთ, რომ უსასრულობა შედის თქვენს მისწრაფებულ ცნობიერებაში. ნუ ფიქრობთ, რომ უსასრულობა უბრალოდ გონების ტერმინია. გონებას შეუძლია წარმოიდგინოს დიდი მანძილი, ცოტათი გააფართოვოს ის, შემდეგ კი გაჩერდება. უსასრულობა კი უსაზღვროდ ფართოვდება. როდესაც ცისფერს ხედავთ, ეცადეთ იგრძნოთ, რომ თქვენი ცნობიერება უსასრულობაში ფართოვდება, უსასრულობა კი შედის თქვენს მისწრაფებულ ცნობიერებაში. ეს ცისფერი ინდოეთის უდიდესი სულიერი მასწავლებლის შრი კრისნას საყვარელი ფერია.
ის, რასაც ყვითელს უწოდებთ, თუ შინაგანი ხილვას მიმართავთ, სინამდვილეში ოქროსფერია. ეს ოქროსფერი მოდის უმაღლესი ცნობიერების სამეფოდან. ეს ოქროსფერი გამოვლენის ფერია, რომელიც უმაღლეს პლანზე იწყება. შემდეგ, როდესაც ის მიწას ეხება, ის წითელი ხდება.
ფერების ხილვა ორი მიზეზით ხდება: ნამდვილი მისწრაფება და ღვთაებების ან უმაღლესი აბსოლუტის წყალობა. ინდოეთში ჩვენ გვყავს ქალღმერთი, რომელსაც კალის, მაჰაკალის ვუწოდებთ. როდესაც ის ადამიანების ვიტალურ, ემოციებით და შფოთით სავსე, სამყაროში შედის, მისი ოქროსფერი ფერი წითლად იქცევა იმიტომ, რომ ის ანადგურებს ყველა არასრულყოფილებას, შეზღუდულობას და უარყოფით ძალას ჩვენს ცხოვრებაში. ის რასაც ფსიქიურ სამყაროში სუფთა ოქროსფერს ხედავთ, ვიტალურ სამყაროში წითლად დაინახავთ.
შრი ჩინმოის წიგნიდან “ძალა ჩვენშია”