აშრიტა ფურმანმა (ადამიანი, ცნობილი იმით, რომ დაამყარა ყველაზე მეტი რეკორდი გინესის წიგნისათვის) დღეს კიდევ ერთი გინესის რეკორდი დაამყარა. ის წყლით სავსე ბუშტებს ხეთქავდა, რომელსაც მას ესროდნენ.
ედინბურგის ცდა ახალი რეკორდების კატეგორიას განეკუთვნება: წყლით გაბერილი ბუშტებისთვის დარტყმების რაოდენობა ერთი წუთის განმავლობაში. გინესის წიგნის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რეკორდი რომ ჩათვლილიყო, აშრიტას 15 დარტყმაზე მეტი უნდა განეხორციელებინა.
ეს აშრიტას 133-ე რეკორდი იყო. 1979 წლიდან მან 365 გინესის რეკორდი დაამყარა. აქედან 132 რეკორდში გადაულახავი რჩება: აშრიტა პირველობას იკავებს იმ რეკორდის ჩათვლით, როგორც “ადამიანი, რომელსაც ყველაზე მეტი რეკორდი აქვს დამყარებული.”
ვრცლად აშრიტაზე შეგიძლიათ აქ წაიკითხოთ: www.ashrita.com
აშრიტამ დაიწყო რეკორდების მოხსნა მას შემდეგ, რაც მედიტირება დაიწყო თავის მასწავლებელთან შრი ჩინმოითან. და გაყვა მის თვით-დაძლევის ფილოსოფიას. მისი მედიტაციის და სულიერი გზის წყალობით აშრიტამ აღმოაჩინა გზა უსასრულო ენერგიის ნაკადისაკენ, რომლისგანაც ის ამ საოცარ უნარს და გამძლეობას იღებს.