წამის მშვიდობა

Created Updated

წამის მშვიდობა შთამაგონებელი პროექტია, რომელიც აერთიანებს დღევანდელი დღის მშვიდობაზე მეოცნებეებს მომავალი თაობის მეოცნებეებთან.

შრი ჩინმოის ქანდაკება, ლონდონი
მსოფლიო მშვიდობაზე მეოცნებე ადამიანის ქანდაკების წარდგენა

28 ივლისის შაბათის ცერემონიაზე “მსოფლიო მშვიდობაზე მეოცნების” ქანდაკება იყო წარდგენილი, როგორც “ოლიმპიელთა ხელოვნების” პროგრამის ნაწილი, – კულტურული და მხატვრული წვლილი 2012 წლის ლონდონის ოლომპიადისთვის.

ლონდონი
საყვირები აღნიშნავენ გახსნის ცერემონიას

მსოფლიო მშვიდობაზე მეოცნების ქანდაკება გამოსახავს მსოფლიო ჰარმონიის გარბენის დამფუძნებელს შრი ჩინმოის მშვიდობის ჩირაღდნით ხელში, რომელიც მორბენლებს ეჭირათ ბოლო 25 წლის განმავლობაში მშვიდობისა და ჰარმონიის მისიაში.

“მშვიდობა არ არის უბრალოდ ომის არარსებობა. მშვიდობა ჰარმონიის, სიყვარულის, კმაყოფილების და ერთობის დინამიური და ენერგიული არსებობაა. მშვიდობა ნიშნავს სიყვარულის ნიაღვარს მსოფლიო ოჯახში”
– შრი ჩინმოი [1]

კარლ ლიუისი ხსნის შრი ჩინმოის ქანდაკებას
კარლ ლიუისი ხსნის შრი ჩინმოის ქანდაკებას
მსოფლიო ჰარმონიის მორბენლები
მსოფლიო ჰარმონიის მორბენლები
მსოფლიოს მსვიდობის მორბენლები ცეცხლს ანთებენ
მსოფლიო ჰარმონიის მორბენლები ცეცხლს ანთებენ
მშვიდობის წამი
მშვიდობის წამი
ცერემონიის სტუმრები
ცერემონიის სტუმრები

ამ პროექტის გახსნაზე ბევრი განსაკუთრებული სტუმარი ჩამოვიდა, რათა გამოეხატა თავისი კეთილი ნება და მისწრაფება მშვიდობიანი სამყაროს შექმნაში. ცერემონიას ესწრებოდნენ ლონდონის მერები და ბევრი ყოფილი ოლიმპიელები, რომლებიც ჩამოვიდნენ ამ უნიკალურ ღონისძიებაში მონაწილეობის მისარებად.

ცერემონიის სტუმრები

ამ პროექტის თემა იყო მშვიდობის კვერთხის გადაცემა შთამომავლობიდან შთამომავლობას. ცერემონიამ პატივი სცა ჩვენი დროის უდიდეს მშვიდობის მეოცნებეებს, მათ შორის: არქიეპისკოპოსს დესმონდ ტუტუს, ნელსონ მანდელას, დოქტორ მარტინ ლუთერ ქინგს, ჯესი ოუენს, მუჰამედ ალის და შრი ჩინმოის.

განსაკუთრებული სტუმრები
სიტყვით გამოსული განსაკუთრებული სტუმრები

განსაკუთრებულ სტუმრებს შორის იყვნენე:

  • დოქტორ ბერნის ქინგი – King Center-is გენერალური დირექტორი მარტინ ლუთერ ქინგის (უმცროსის) და კორეტა სკოტ ქინგის ქალიშვილი;
  • რევერენდი მფო ტუტუ – ტუტუს სახელობის ლოცვისა და პილიგრიმობის ინსტიტუტის დამფუძნებელი და აღმასრულებელი დერექტორი, არქიეპისკოპოსის დესმონდ ტუტუს ქალიშვილი;
  • ხალია ალი – ფილანტროპი და მუჰამედ ალის ქალიშვილი
  • მარლინ ოუენს-რანკინი – ჯესი ოუენსის ფონდის გენერალური დირექტორი და ოლიმპიელი ლეგენდის ჯესი ოუენსის ქალაშვილი;
  • სიბონგილი მხაბელა -ნელსონ მანდელას ბავშთა ფონდის გენერალური დირექტორი

ყველა სიტყვით გამომსვლელმა შესთავაზა თავისი გულითადი სიტყვები თავიანთ საერთო მისწრაფებაზე უფრო უკეთესი და მშვიდობიანი სამყაროს შექმნისა.

ქანდაკება ლონდონს შესთავაზეს ყოფილმა ოლიმპიურმა სპორტსმენებმა – კარლ ლიუისმა, ტეგლა ლორუპმა და ტატიანა ლებედევამ.

წამის მშვიდობა
წამის მშვიდობა

სხვა მოწვეულთა შორის იყვნენ ბობ ბიმონი, ოლიმპიელთა ხელოვნების ფონდის გენერალური დირექტორი და უკვდავი სიგრძეში ხტომების რეკორდსმენი.

დოქტორ დევიდ ჰეპბერნი იუნესკოს გენერალური კონფერენციის პრეზიდენტი და ერიკ პეტერსენი “სინათლის და თავისუფლების” წიგნის ავტორი.

ბორის პურუშოტამა გრებენშიკოვი

ცერემონიის დასასრულს რუსმა მომღერელმა ბორის პურუშოტამა ბორის გრებენსიკოვმა შეასრულა სპეციალურად ამ ცერემონიისთვის დაწერილი სიმღერა ახალგაზრდთა საეკლესიო გუნდთან ერთად.

ბავშთთა მომრერალთა გუნდი

 ცერემონია ასევე აღინიშნა ჯარნა-კალას ხელოვნების ნამუშევართა გამოფენის გახსნით – შრი ჩინმოის ხელოვნების ჩვენება ლონდონის კოლიჯის უნივერსიტეტში.

ჯარნა-კალას გამოფენა
ჯარნა-კალას გამოფენა
ჯარნა-კალას გამოფენა
 ჯარნა-კალას გამოფენა

ვიდეო ღონისძიებიდან: