შრი ჩინმოი: ჭეშმარიტი თავისუფლება – ეს უსასრულო სიხარულია, უსაზღვრო სიხარული ჩვენში, ჩვენს ირგვლივ, ყველგან. ამ უსაზღვრო სიხარულს ჩვენ მოვიპოვებთ მაშინ, როცა ვხედავთ საკუთარ თავში ჭეშმარიტ თავისუფლებას. სად მოვიპოვოთ ეს ჭეშმარიტი თავისუფლება? ის მოიპოვება მაშინ, როდესაც სულში ცხოვრობენ, როდესაც შეგვიძლია ვისარგებლოთ ჩვენი სულის ნებისყოფით, როდესაც შეგნებულად ერთიანნი ვართ ღმერთის ცნობიერებასთან. რაც ნიშნავს, როდესაც ჩვენ ვაცნობიერებთ ჩვენ ერთიანობას ღმერთთან, ჩვენ შეგნებულად ვხდებით ჭეშმარიტი თავისუფლების მესაკუთრენი.
ჯერ კიდევ მიწიერზე მიჯაჭვულ ადამიანებს ადვილად შეუძლიათ ამ თავისუფლების მოპოვება. გათენდება ის დღე, როდესაც დედამიწაზე მცხოვრები ყოველი ადამიანი კურთხეულ იქნება ამ თავისუფლებით. ახლა თითოეული ადამიანი დროის უდიდეს ნაწილს ცხოვრობს სხეულში, ესე წოდებულ ფიზიკურ არსებაში. სხეული შეზღუდულია, ფიზიკური შეზღუდულია. ის ციხის საკანივითაა; მაგრამ სხეულის შიგნით არის რამ რასაც სულს ვუწოდებთ; ეს სული უსასრულობის ნაწილია. თუ ადამიანი სულში ცხოვრობს, ის აცნობიერებს უსასრულობას საკუთარ თავში.
როდესაც ჩვენ ვამბობთ, რომ ის ჩვენში არსებობს, ჩვენ უნდა ვაგრძნობინოთ საკუთარ თავს, რომ ჩვენი საკუთარი არსებობა დამოკიდებულია სულის ნებაზე, სულის მიღწევაზე და ასრულებაზე. თუ სულში ვცხოვრობთ, აუცილებლად მოვიპოვებთ ჭეშმარიტ თავისუფლებას, ეს თავისუფლება კი – უსასრულო სიხარული, სიმშვიდე, ძალაა. იმისთვის რომ მოვიპოვოთ ეს უსასრულო სიხარული, ჩვენ უნდა ვიცხოვროთ სულში და არა სხეულში.
შრი ჩინმოის წიგნიდან “დედამიწის ვედრება და ზეცის ღიმილი”