გარე დამხმარე საშუალებანი მედიტაციისათვის

გარე დამხმარე საშუალებანი მედიტაციისათვისკარგია თუ მედიტაციის დაწყებამდე შეძლებთ შხაპის ან აბაზანის მიღებას. ცნობიერების გასუფთავებისათვის საჭიროა სხეულის გასუფთავება. თუ თქვენ საშუალება არა გაქვთ მიიღოთ შხაპი ან აბაზანა, სანამ დაიწყებთ მედიტაციას, უკიდურეს შემთხვევაში დაიბანეთ პირი და ფეხები. სასურველია აგრეთვე სუფთა და ღია ფერის ტანსაცმლის ჩაცმა.

აგრეთვე დაგეხმარებათ, თუ დაანთებთ საკმეველს და დაიდგამთ წინ ყვავილებს. არის ხალხი, რომლებიც ამბობენ, რომ არ არის აუცილებელი მედიტაციის დროს ყვავილების დადგმა. ისინი ამბობენ: „ყვავილი ჩვენშია, ათასფურცლიანი ლოტოსი ჩვენს შიგნითაა“. თუმცა ცოცხალი ყვავილი, რომელიც თქვენს წინაა, გაგახსენებთ შინაგან ყვავილს. მისი ფერი, მისი არომატი და მისი სუფთა ცნობიერება მოგცემთ თქვენ ცოტაოდენ შთაგონებას. შთაგონებიდან თქვენ მიიღებთ მისწრაფებას და მისწრაფებიდან – რეალიზაციას.

იგივე ეხება სანთლების გამოყენებას მედიტაციის დროს. ალი თავისთავად ვერ მოგვცემს ჩვენ მისწრაფებას; მისწრაფებას მოგვცემს მხოლოდ შინაგანი ალი. მაგრამ როდესაც გარე ალს ხედავთ, დაუყოვნებლივ გრძნობთ იმას, რომ ალი თქვენს შინაგან არსებაში მიიწევს მაღლა, უფრო მაღლა, ყველაზე მაღლა. და როდესაც შეისუნთქავთ საკმევლის სურნელებას, მიიღებთ ალბათ იოტის ოდენა შთაგონებას და განწმენდას, მაგრამ ეს იოტი შეემატება თქვენს შინაგან განძეულობას. თუ ადამიანი იმყოფება ღვთის რეალიზაციის ზღვარზე ან უკვე შეიცნო იგი, მაშინ ამ გარე ნივთებს არანაირი მნიშვნელობა არ ექნება. მაგრამ თუ თქვენ იცით, რომ ღვთის რეალიზაციისაგან ჯერ კიდევ ძალიან შორს ხართ, მაშინ ისინი უთუოდ გაზრდიან თქვენს მისწრაფებას.

შრი ჩინმოის წიგნიდან “სწავლება მდუმარედ”

 

<<< წინა “მედიტაციის ანბანი” 

შემდეგი “მედიტაციის დრო” >>>