ჯნანა იოგა

ჯნანა იოგა ეს ცოდნის და გამჭრიახობის იოგაა. პირობითი სამყარო წარმოიშვება გონის და ენერგიის ძალის შედეგად. სწორი და ჭეშმარიტი ცოდნის ძიებისას, ჩვენ ვერთიანდებით იმ პირველად მასალასთან, რომლისგან შედგება არსებობა. შრი ჩინმოი კარგად ხსნის პრობლემას, რომელიც დგება ჭეშმარიტი ცოდნის მაძიებლის წინაშე: “თუ ჩვენ გვინდა დავინახოთ რაიმე გარე სამყაროში, და ამასთან ერთად ჩვენი თვალები ფართოდ იყოს გახელილი, ჩვენ სინათლე გვჭირდება – ან მზის სინათლე, ან ელექტრო სინათლე ან სხვა რიმე სახის სინათლე. მაგრამ შინაგან სამყაროში ჩვენ საერთოდ არ გვჭირდება არანაირი სინათლე. ჩვენი დახუჭული თვალებითაც ჩვენ შეგვიძლია ვხედავდეთ ღმერთს, თვითმანათობელ სინათლეს. ღმრთი არ არის ის, რისი მიღება გარედან შეიძლება. ღმერითი არის რამ, რაც შეიძლება გახსნილი იქნას შენაგანიდან. ჩვეულებრივ ცხოვრებიში ყოველ ადამიანს აქვს საკითხავი მილიონობით და მილიონობით კითხვა. სულიერ ცხოვრებაში თენდება დღე, როდესაც ის გრძნობს, რომ არსებობს მხოლოდ ერთი კითხვა, რომლის კითხვა ღირს: “ვინ ვარ მე?” პასუხთა პასუხი ასეთია: “მე არ ვარ სხეული, არამედ შინაგანი მესაჭე ვარ.”

საუკუნეების მანძილზე სულიერი მასწავლებლები მიმართავდნენ მაძიებლებს “შინაგანში”.

შრი ჩინმოი განმარტავს ამ იდეას: “ჩვენი მიზანი ჩვენშია. ამ მიზნის მისაღწევად ჩვენ სულიერი ცხოვრება უნდა მივიღოთ. სულიერ ცხოვრებაში ის რაც ყველაზე საჭიროა – შეგნება ან ცნობიერება. ამის გარეშე ყველაფერი ცარიელი უდაბნოა. როდესაც ჩვენ შევდივართ ბნელ ადგილას, ჩვენ თან მიგვაქვს ფანარი ან სხვა რაიმე სინათლის წყარო, რომ ვიცოდეთ საით წავიდეთ. თუ გვინდა გავიგოთ რამე ჩვენს უსინათლო ცხოვრებაზე, ჩვენ ჩვენი ცნობიერების დახმარება უნდა მივიღოთ. მოდით საკითხს უფრო ჩავუღრმავდეთ. ჩვენ ვიცით, რომ მზე მსოფლიოს ანათებს. მაგრამ ამას როგორ შევიგნებთ? ჩვენ ამას შევიგნებთ ჩვენი ცნობიერების მეშვეობით, რომელიც თვითგამომჟღავნებელია. მზის ფუნქცია თვითგამომჟღავნებელი არ არის. ეს ჩვენი ცნობიერება გვაგრძნობინებს იმას, რომ მზე მსოფლიოს ანათებს. ეს ჩვენი თვითგამომჟღავნებელი ცნობიერებაა, რომელიც ყველაფერშია. და ეს ცნობიერება აღტაცების უსასრულო ზღვაა. როდესაც წყლის ერთ წვეთს ვიგემებთ მიწიერი ზღვიდან, მისი გემო მარილიანია. ასევე ჩვენი მედიტაციის დროს, თუ ჩვენ შევძლებთ პატარა წვეთის გასინჯვას აღტაცების ზღვიდან, ჩვენ აუცილებლად ვიგემებეთ აღტაცებას. ეს აღტაცება ნექტარია. ნექტარი კი უკვდავებაა”.

გამჭრიახობა გონების უდიდესი ძალაა. როგორც ადამიანებს ჩვენ შეგვიძლია გარჩევა იმას შირის თუ რა არის მარადი და მუდმივი და რაა წამიერი და წარმავალი. ღვთის მაძიებელმა უნდა ისწავლოს იმის გარჩევა სულსა, რომელიც უკვდავი და მარადია,  და იმას შორის, რაც დინების მდგომარეობაშია. გამჭრიახობით ჩვენ აღმოვაჩენთ და განვიცდით არსებობის მთავარ სუბსტანციას: ღმერთს. ცოდნის გზა ასევე ითვალისწინებს ამ სუბსტანციის აღიარებას ყველა გარდამავალ ფორმებში, რომელსაც ვხდებით. ბრძენი ქალი ხედავს ღმერთს თავის ბავშვებში და ქმარში. უვიცი ადამიანი თაყვანს სცემს ფულს და საკუთრებას, როგორც ღმერთს. იესოს სიტყვები გამჭრიახობის სიბრძნით სავსეა: “რა სარგებელი არის კაცისა შეიძინოს მთელი მსოფლიო, ხოლო სული თვისი დაკარგოს?” (მათე 16:26).

ერთერთი ჯნანა იოგის თანამედროვე უდიდესი მასწავლებლებიდან რამანა მაჰარში იყო. მისი წიგნები შეუფასებელი განძია წინ წაწეული მაძიებლისთვის. მისი მედიტაციის ძირითადი მეთოდი იყო ჩაღრმავება, იოგის ღრმა კონცენტრაციის გამოყენებით, კითხვაში: “ვინ ვარ მე?”

ჩვენ დროს უნდა ვატარებდეთ ფიქრებსა და იმის აღმოჩენაში, თუ რა არის ყველაზე მთავარი ჩვენთვის და რისი გაკეთება გვინდა სამყაროსთვის და საკუთარი თავისთვის. ეს საკუთარი თავის აღმოჩენა არ მოვა ტელევიზორის ყურებით ან ყოველდღიურად გაზეთების კითხვით.


<<< გვერდზე “იოგა”