ყოველ წელს ივლისში-აგვისტოში ნიუ-იორკში, ქვინსში, ჯამაიკაზე იმართება მსოფლიოში ყველაზე გრძელი გარბენი – “თვითდაძლევის 3100-მილიანი გარბენი” – “Self-Transcendece 3100 Mile Race”. 3100-მილიანი (5.000 კმ.) დისტანცია 51 დღეში მამაკაცებისთვის, მანდილოსნებისთვის კი 54 დღეში უნდა იქნას დაფარული. დღეში გამოდის 100 კილომეტრამდე! ჯერჯერობით მსოფლიოში მხოლოდ 13 ადამიანმა შეძლო, მათ შორის ერთმა მანდილოსანმა.
რამოდენიმე მორბენალი სხვადასხვა ქვეყნიდან ცდილობენ შეუძლებელის გაკეთებას, რასაც გაზეთი New York Times-ი უწოდებს “ულტრამარათონების ევერესტის მთას”. მორბენალებმა უნდა გაირბინონ 5649 წრე, თითო წრე შეადგენს 883 მეტრს, 52 დღის განმავლობაში. დაახლოვებით მორბენალებმა უნდა გაირბინონ დღეში 60 მილი. ამჟამინდელი რეკორდი 3100 მილში (5100 კმ.) ეკუთვნის მადჰუპრანს ვოლფგან შვერკს გერმანიიდან, რომელმაც 2006 წელს ეს მანძილი (3100 კმ.) დაფარა 41 დღეში 8 სათში, დაახლოვებით 75 მილი დღეში.
გარბენა დაარსებული იყო სულიერი მასწავლებლის, შრი ჩინმოის მიერ, რომელიც ხელს უწყობდა სპორტის, ჯანსარი ცხოვრების წესისა და ინდივიდუალური თვითდაძლევის განვითარებას.
“თვითდაძლევა ჩვენ გვაძლევს სიხარულს უსასრულო ოდენობით.როდესაც ვძლევთ საკუთარ თავს, ჩვენ არ ვეჯიბრებით სხვებს. ჩვენ არ ვეჯიბრებით დანარჩენ მსოფლიოს, მაგრამ ყოველწამს ჩვენ ვეჯიბრებით საკუთარ თავს”
– შრი ჩინმოი.
იტალიის ტელევიზიის სიუჟეტი 3100-მილიან გარბენაზე:
2010 წელს ამერიკელმა რეჟისორმა ჯესი ბირს-ალტმანმა 3100-მილიან მარათონზე გადაიღო დოკუმენტური ფილმი “მორბენალის სული” (The Spirit of a Runner). ეს ფილმი ქალბატონ შუპრაბა ბეკიორდზეა, შრი ჩინმოის მოწაფეზე, ერთადერთ ქალზე, რომელმაც 13 ჯერ ზედიზედ გაირბინა 3100 მილი (5000 კილომეტრი).
2018 წელს კი მეორე ამერიკელმა რეჟისორმა სანჯაი რევალმა გადაიღო დოკუმენტური ფილმი ამ მარათონზე: