“ნუ გადააქცევთ თქვენს კუჭებს ცხოველთა გვამების სამარედ”
– ერთ-ერთი მუსულმანი ხალიფი
ბუდა და ლაო ძი, პლატონი და მაჰათმა განდი, დიოგენე და სოკრატე, ფინკი და ალისია სილვერსტოუნი, ბრუკ შილდსი, კლინტ ისტვუდი და დენზელ ვოშინგტონი, ენშტეინი და ლევ ტოლსტოი, ბერნარდ შოუ და მაიკლ ჯექსონი, ლეონარდო და ვინჩი, ვან გოგი, ისააკ ნიუტონი, ემერსონი, ნიკოლო ტესლა, ბენჟამინ სპოკი, ბენჟამინ ფრანკლინი, ბრიჯით ბარდო, პამელა ანდერსონი, ჩარლს დარვინი, წმ. ფრანცისკი, რიჩარდ გირი, პრინცესა დიანა და უამრავი სხვა – ვეგეტარიანელები არიან.
ცნობილი ადამიანები ვეგეტარიანელობაზე:
“ძალიან საეჭვოა, რომ სიცოცხლის შენარჩუნების მიზნით ჩვენ გვჭირდება მოკლული ცხოველების ხორცი. ბოსტნეული და მარცვლეული, რძე, ყველი, კარაქი გვაძლევენ სრულფასოვან, უხვ, ნოყიერ, კალორიულ საკვებს. არანაირი გონივრული არგუმენტი არ მოითხოვს ადამიანისგან იმას, რომ ის მკვდრებით იკვებებოდეს.”
– ადამ სმიტი, ეკონომისტი
“ცხოველები ჩემი მეგობრებია… და მე ჩემს მეგობრებს არ ვჭამ. ეს საშინელებაა!
ჩვენ შევთხოვთ უფალს გაგვინათოს გზა:
“სინათლე გვიბოძე, კეთილო უფალო!”
ომის კოშმარი ჩვენ არ გვასვენებს,
მაგრამ კბილებზე მკვდარი ცხოველების ხორცი გვაქვს მიკრული.”
– ბერნარდ შოუ, მწერალი და დრამატურგი
“ჭამის გულისთვის ცხოველების მოკვლით, ადამიანი საკუთარ თავში თრგუნავს უმაღლეს სულიერ გრძნობებს – შებრალებასა და სინანულს სხვა თავის მსგავს ცოცხალი არსებების მიმართ, – და ამით გულს ასასტიკებს.”
“ცხოველის მოკვლიდან ადამიანის მოკვლამდე – ერთი ნაბიჯია.”
– ლევ ტოლსტოი, მწერალი
“ადრეული ასაკიდან მე ხორცის ჭამას თავს ვარიდებდი და მწამს, რომ დადგება დრო, როდესაც ჩემი მსგავსი ადამიანები შეხედავენ ცხოველების მკვლელობას ისე, როგორც ახლა ისინი ადამიანის მკვლელობას უყურებენ.”
– ლეონარდო და ვინჩი, იტალიერი მხატვარი
“იქონიეთ გამბედაობა, გახდი ბრძენი! შეაჩერე ცხოველების მოკვლა! ის ვინც აყოვნებს მართლმსაჯულებას მომავლისთვის, გლეხს ემსგავსება, რომელიც იმედოვნებს, რომ მდინარე გათავთხელდება, სანამ ის მას გადაკვეთავს.”
– ჰორაციუსი
“ჩემი აზრით, ვეგეტარიანული ცხოვრების წესი, თავისი სუფთა მოქმედებით ადამიანის ტემპერამენტზე, საუკეთესო ზეგავლენას მოახდენდა კაცობრიობის უდიდეს ნაწილზე.”
– ალბერტ აინშტაინი, ფიზიკოსი
“ყველანაირი ფილოსოფოსები და რელიგიური ლიდერები ცდილობენ დაარწმუნონ თავიანთი მოწაფეები და მიმდევრები, რომ ცხოველები სხვა არაფერია, თუ არა უსულო მანქანები. მაგრამ ვისაც ოდესღაც ყოლია ცხოველი სახლში, იტყვის რომ ეს მტკნარი სიცრუეა, გამოგონილი იმისთვის, რომ გაამართლონ სისასტიკე.”
– სინგერი
“ცხოველების საკითხი ჩემთვის უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე შეშბოთება იმაზე, დამცინებენ თუ არა.”
– ემილ ზოლა, ფრანგი მწერალი
“მე ვეგეტარიანელი ვარ და ალკოჰოლის წინააღმდეგი ვარ, ამიტომაც შემიძლია უკეთესი გამოყენება მოვუნახო ჩემს გონებას.”
– ტომას ედისონი, ნათურის, მიკროფონის და გრამაფონის ამერიკელი გამომგონებელი
“მთელი ანტიკური ფილოსოფია ორიენტირებული იყო ცხოვრების უბრალოებაზე და ასწავლიდა გარკვეულ მოკრძალებულობას. ამ თვალსაზრისით ზოგი ფილოსოფოსი-ვეგეტარიანელი უფრო მეტი სამსახური გაუწიეს კაცობრიობას, ვიდრე ყველა ერთად აღებული ახალი ფილოსოფოსი. და მანამ სანამ ეს ფილოსოფოსები არ მოიკრებენ სიმამაცეს და არ გაემგზავრებიან სულ სხვა ცხოვრების წესის საძებნელად, და საკუთარ მაგალითზე ამას არ დაგვანახებენ, ისინი ცარიელ ადგილად დარჩებიან.”
– ფრიდრიჰ ნიცშე, გერმანელი ფილოსოფოსი