რა გარდაქმნის მსოფლიოს?
არც რეზოლუცია,
არც რევოლუცია –
მსოფლიოს გარდაქმნის
სულიერი ევოლუცია.
– შრი ჩინმოი
კითხვა-პასუხები
რას ფიქრობთ გარემოს დაბინძურებაზე?
შრი ჩინმოი: ძალიან სამწუხაროა, ბუნებას რომ ანადგურებენ, გარემოს ანგრევენ. ბუნება ხომ სილამაზეს და ზეშთაგონებულობას ინარჩუნებს ჩვენში. როდესაც განადგურდება ბუნება, როდესაც ბუნებრივ სილამაზეს შეცვლიან ხელოვნური საგნები, განადგურდება ყველა ის კარგი თვისება, რაც ჩვენ, ადამიანებს გაგვაჩნია.
საუბედუროდ, ადამიანებს მოსწონთ ხელოვნური, ეფექტური. ბევრს არ მოსწონს ბუნებრივი. მაგრამ ბუნებრივს აქვს თავისი სილამაზე, სიწმინდე და ღვთაებრიობა. მე ძალიან გულს მტკენს, რომ გარემოს აბინძურებენ და ანადგურებენ. მე ვგრძნობ, რომ უნდა ვილოცოთ ბუნების შენარჩუნებისთვის. ბუნება, ბუნებრივი უნდა დარჩეს. ბუნების სილამაზე ყოველთვის ისეთივე უნდა დარჩეს, როგორიც არის, ჩვენ კი უნდა შეგვეძლოს ყველაზე სუფთა სიხარულის, სიყვარულის და ერთობის შეძენა მისგან.
გადაიტანს თუ არა კაცობრიობა იმ ეკოლოგიურ კატასტროფებს, რაც ემუქრება? როგორ შეიძლება ვასწავლოთ ჩვენ ტექნოკრატიულ საზოგადოებას პატივი სცეს საკუთარ სახლს, დედამიწას?
შრი ჩინმოი: კაცობრიობა ნამდვილად გადაიტანს ყველაფერს, რადგანაც ღმერთი თავისი სრულყოფილების გამოვლენას დედამიწაზე წაგების უფლებას არ მისცემს. მაგრამ ძალიან რთულია სხვების დარწმუნება, რომ პატივი უნდა ვცეთ და შევინარჩუნოთ დედამიწა. თუ შევეცდებით ვაიძულოთ ვინმე, ჩვენ არაფერი გამოგვივა. არავის უნდა რაიმეს სწავლა გარე ძალის ზემოქმედების ქვეშ. ყველამ უნდა ისწავლოს შიდა დარწმუნებით და გარე მაგალითებზე.
შინაგანი დარწმუნება კი უნდა ემყარებოდეს ჩვენს ლოცვებსა და მედიტაციებზე. ის, ვინც აცნობიერებს უფრო მაღალ იდეალებს, უნდა ილოცოს ღმერთზე და მედიტირებდეს ღმერთზე, რათა გაასხივოსნოს იმათი გონება, ვისაც სურს სამყაროს განადგურება და გარდაქმნას იმათი გონება, სრულყოფილებისაკენ მისწრაფებულ გონებად. ასევე ჩვენ უნდა ვლოცულობდეთ ღმერთზე და ვმედიტირებდეთ ღმერთზე, რათა შევქმნათ და განვავითაროთ ადამიანთა ცხოვრებაში ჭეშმარიტი საყოველთაო მისწრაფება ერთიანობისაკენ.
ტექნოლოგიის განვითარება თავისთავად არ არის ცუდი. მაგრამ ჩვენ უნდა ვხედავდეთ, ეს ტექნიკა გამოიყება კაცობრიობის ღვთაებრივი დაკმაყოფილებისთვის თუ ადამიანების ერთმანეთის თვითგანადგურებისათვის. ჩვენი პლანეტა დედამიწა, რომელიც ღმერთმა აირჩია თავისი სრული გამოვლენისათვის, აივსება სინათლის და აღტაცებით, როდესაც ჩვენ ყველანი ვიცხოვრებთ სუფთა გულის ბაღში და არა ჩვენი უსუფთაო გონების ჯუნგლებში.
ამ თვალსაზრისით, თითოეული მაძიებელი განსაკუთრებულ როლს თამაშობს ჩვენი პატარა პლანეტის დაცვაში. ყოვლის გონების და სამშვინველის ინდივიდუალურად გასხივოსნება წინ უძღვის კოლექტიური ცნობიერების გამოღვიძებას. ყველასი პირადი დამოკიდებულების შეცვლა – საწინდარი იქნება სახელმწიფო და საზოგადო პოლიტიკის შეცვლისა, ამის შედეგად მივიღებთ უფრო მეტ პატივისცემას და სიყვარულს ჩვენი პლანეტის დედამიწის მიმართ.
ღმერთი თავად სიყვარული და თანაგრძნობაა. თუ მისცემს ნებას კაცობრიობას, მისი ქედმაღლურობით და სიხარბით, გაანადგუროს მსოფლიო?
შრი ჩინმოი: რადგანაც ის თავად სიყვარულია და თავად სიკეთეა, ღმერთი არასოდეს არ მისცემს ნებას კაცობრიობას გაანადგუროს ეს მშვენიერი ღვთაებრივი სამყარო. ის დაუსრულებლად გვეუბნება, რომ ჩვენ დავამყაროთ მისი სამყარო როგორს საკუთარი და ვემსახუროთ მას ამ სამყაროში, სისუფთავისა და ღვთაებრიობის ზრდით ჩვენს ცხოვრებაში. ყვალა ვხედავთ, რომ ცოტა ხნის წინ მსოფლიომ მიაღწია უზარმაზარ პროგრესს. ღმერთმა წარმატებით შთააგონა ადამიანთა გონება და გული უფრო ჰარმონიული მსოპლიოს სწრაფვისკენ. ის ავსებს დედამიწის ცნობიერებას უფრო მეტი ერთიანობის სინათლით, რათა გადალახულ იქნას ნაციონალური საზღვრები და სხვა სახის დაყოფა. მაგალითად, გასულ წელს მთელს მსოფლიოში ბევრი მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადაიდგა მშვიდობასა და ჰარმონიისაკენ, განსაკუთრებით სსრკში და აღმოსავლეთ ევროპაში. ადრე ჩვენ ვერც წარმოგვიდგენია, რომ ეს ცვლილებები შეიძლება მომხდარიყო და ეს დაბრკოლებები მოსპობილიყო. ზოგიერთი ადამიანი უწოდებს ამ დრამატულ და მოულოდნელ მოვლენებს ღვთიურ სასწაულებს, კაცობრიობაში და კაცობრიობის მეშვეობით ჩადენილს. ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რომ შემოქმედი ყოველთვის უფრო ძლევამოსილია ვიდრე მისი ქმნილება. შემქმნელს ადვილად შეუძლია ზეგავლენა უარყოფით და დესტრუქციულ ძალებზე მსოფლიოში ან მათი შეცვლა. ჩვენი საყვარელ უზენაესს შეეძლო გაეჩერებინა მოსალოდნელი ბირთვული კატასტროფა, მაგალითისთვის, ზეგავლენა მოეხდინა პილოტის გონებაზე, რომელსაც სურდა ბომბის ჩამოგდება, სიცოცხლის განადგურებისათვის. ამიტომ, ჩვენ უნდა ვენდოთ ჩვენ შემქმნელს და იმის იმედი გვქონდეს, რომ ის ნამდვილად ყველაფერს საჭიროს გააკეთეს თავისი ქმნილებისათვის.
შრი ჩინმოის წიგნიდან “სამყაროს განადგურება: არასოდეს არის შესაძლებელი!”
კითხვა: გურუ, თუ იქნება მსოფლიოს დასასრული?
შრი ჩინმოი: მსოფლიო ძალიან დიდია. სამყარო ძალიან დიდია. არაფერს შეუძლია მისი სრული დანგრევა. ადამიანური ცნობიერების დანგრევა ატომური ბომბითაც კი შეუძლებელია.
ბმულები:
შვეიცარიელ მეცნიერებათა ჯგუფმა შექმნა გარემოს ენერგო-ინფორმაციული დაბინძურებისგან გასუფთავების ტექნოლოგია, რომელსაც “OJAS” (“ოჯასი”) უწოდეს. ეს მოწყობილობები ასუფთავებენ ენერგიებს დახურულ სივრცეებში, სტრუქტურიზაციას უკეთებენ წყალს, იცავენ ადამიანს და ანეიტრალებენ გეო-პათოგენურ ზონებს. ეს დღესდრეობით უნიკალირი ტექნოლოგიაა და ამის ანალოგები, ფაქტიურად არ არსებობს.
- “Ojas-Harmony”-ის მოწყობილობებს წარმოების ინგლისურ-ენოვანი საიტი, პროდუქციის გარდა ნახავთ უამრავ საინტერესო მასალას, დედამიწის ენერგიებზე, წყლის სტრუქტურიზაციაზე, რა არის სასიკეთო და საზიანო ჩვენთვის… >>>
- შვეცარიული ფირმის “ოჯასის” ფილიალი რუსეთში “Ождас-Гармония” აწარმოებს წყლის სტუქტურიზაციის მოწყობილობებს და იცავენ ადამიანის გოე-პათოგენური ზეგავლენისგან. >>>
“ვასტუ” (ინდოეთი) და “ფენ-შუი” (ჩინეთი) – ეს ორი უძველესი სულიერი ცოდნაა იმაზე, თუ როგორ გავაჟანსაღოთ ჩვენი გარემო, გავაწონასწოროთ ენერგიები, ბუნების სტიქიები; და ჰარმონიულად მოვაწყოთ ჩვენი საცხოვრებელი სახლი თუ ოფისი.
ლიტერატურა “ვასუზე” რუსულ ენაზე >>>
წიგნები “ფენ-შუიზე” (რუს.) >>>
ჩვენი კეთილღეობა 5 ფაქტორზეა დამოკოდრბული:
1. შინაგან ცხოვრებაზე: თვით შეცნობა, შინაგანი გამოცდილება წარმოადგენს ჩვენი ცხოვრების საფუველს და როგორც შედეგი ჩვენში ვითარდება ღვთაებრივი სიყვარული ადამიანთა მიმართ და უანგარო ზრუნვა ღვთის ქმნილებაზე.
2. ფიზიკური ვარჯიშები (მზეზე და სუფთა ჰაერზე)
3. კარგი ენერგეტიკა დაძინების , საცხოვრებელ და სამუშაო ადგილზე.
4. სუფთა და ჯანსაღი კვება და სუფთა წყალი
5. ჰარმონიული ურთიერთობები ოჯახში, სოციუმის ჯგუფში და გარე სამყაროს მიმართ.
დედამიწაზე არის რამოდენე ადგილი სადაც სრული ჰარმონიაა, ასენია:
ამ ადგილებში იგრძნობა უფრო ჰარმონიული ვიბრაციები და უფრო ჯანსაღი ატმოსფერო.
საკულტო რეჟისორის ლუკ ბესონისა და მსოფლიოში ცნობილი ველური ბუნების ფოტოგრაფის იან არტიუს-ბერტრანის ერთობლივი ნამუშევარი – 2009 წლის დოკუმენტური ფილმი “სახლი” (ინგ. “HOME”). ფილმში ნაჩვენებია დედამიწის ულამაზესი ხედები და ნაჩვენებია თუ რა ეკოლოგიური კატასტროფა შეიძლება ეწვიოს დეამიწას. მეცნიერების აზრით ჩვენ დაგვრჩა სულ რაღაც 10 წელი…. იმისთვის რომ გავერტიანდეტ და რამე შევცვალოტ ჩვენში და ჩვენს ირგვლივ.
“წყლის უდიდესი საიდუმლო” – დოკუმენტური ფილმი წყალზე