აბსოლუტი
არც აზრი, არც ფორმა, ვარ მხოლოდ მე;
ყველა აზრი და სურვილი გაქრა.
შეწყდა ბუნების ცეკვა-თამაში,
მე ვარ ის ვისაც ვეძებდი მარად.
ნეტარებამ თავისი კარი გამიღო,
მცოდნესა და ცოდნის მიღმა;
უსაზღვრო სიმშვიდით ვტკბები
და ვჭვრეტ ერთს, მხოლოდ ერთადერთს.
სიცოცხლის იდუმალი გზები განვლე,
და მიზნად ვიქეცი.
ჭეშმარიტებას აეხადა ფარდა;
მე თვითონ ვარ გზა და სული – უფალი.
სულით შევიცნე ყველა მწვერვალი,
ვდუმვარ მზის გულში.
არ გავცვლი ამას დროსა და საქმეზე,
დასრულდა ჩემი კოსმიური თამაში.
მედიტაცია ეს თვალია ჭეშმარიტების მჭვრეტი, გულია ჭეშმარიტების შემგრძნებელი და სული ჭეშმარიტების შემმეცნებელი.
მედიტაციის წყალობით სამშვინველი(*) მთლიანად აცნობიერებს საკუთარ ევოლუციას თავის მარადიულ მოგზაურობაში. მედიტაციის წყალობით ჩვენ ვხედავთ თუ როგორ გარდაიქმნება ფორმა უფორმოში, სასრული – უსასრულოში და თვალს ვადევნებთ იმას, თუ როგორ იძენს უფორმო ფორმას და უსასრულო ხდება სასრული.
მედიტაცია მეტყველებს. ის მეტყველებს მდუმარებაში. ის გვიხსნის. ის მისწრაფებულს უხსნის იმას, რომ მატერია და სამშვინველი, რაოდენობა და თვისობრიობა, იმანენტური და ტრანსცენდენტალური ერთიანია. მედიტაცია ხსნის, რომ ცხოვრება არ შეიძლება იყოს უბრალოდ არსებობა, სამოცდაათი ან ოთხმოცი წლის განმავლობაში, დაბადებასა და გარდაცვალებას შორის; სიცოცხლე ეს თვით მარადიულობაა. ჩვენი დაბადება, ისე როგორც ჩვენი გარდაცვალება – მნიშვნელოვანი მოვლენაა ღმერთის არსებობაში. დაბადების შემდეგ ცხოვრება მიედინება სხეულში. გარდაცვალების შემდეგ კი – სულში(*).
(*) შენიშვნა:
აქ – სამშვინველი ინდივიდუალური სულია – soul; სული კი – უნივერსალური, უმაღლესი “მე”-ა, რომელიც ყველგან და ყველაფერშია და ამავე დროს ყველაფრის მიღმაა – spirit
* * *
მედიტაცია ნიშნავს საკუთარი თავის შეგნებულ გაფართოებას. მედიტაცია ნიშნავს საკუთარი ჭეშმარიტი “მე”-ს შეცნობას, ან გახსნას. სახელდობრ მედიტაციის წყალობით ვლახავთ შეზღუდვების, ნაკლულობის, დამოკიდებულების ტვირთს.
მედიტაცია – ესაა დინამიზმი ცნობიერების შიდა პლანებზე. რა ხდება სინამდვილეში, როდესაც ჩვენ ვმედიატირებთ? ვიძირებით ჩვენი არსებობის უფრო ღრმა ნაწილში; ამ დროს წინა პლანზე შეგვიძლია გამოვიტანოთ ის სიმდიდრე, რომელიც სადღაც ღრმადაა ჩაბუდებული. მედიტაცია გვაჩვენებს, თუ როგორ მივისწრაფოთ რაღაცისაკენ და როგორ მივაღწიოთ მას. თუ ყოველდღიურად აკეთებთ მედიტაციას, მაშინ ღრმად იყავით დარწმუნებულნი, რომ თქვენი შიდა და გარე ცხოვრებისეული პრობლემები გადაჭრილი გექნებათ.
სულიერი გული – ეს მარადიული და ყოვლის მომცველი სიყვარულის ცენტრია. ღრმად გულში იმყოფება სული, ჩვენი შიდა ღვთაებრიობა. სულიერ გულში მედიტაცია მაქსიმალური თვითგახსნის ყველაზე უსაფრთხო გზაა, ასეთი მედიტაციის დროს, ჩვენ მთელ ყურადღებას მოვიკრებთ გულზე, გონების დამშვიდებით და ვიძირებით შიგ სიმშვიდის, ნეტარებისა და უფრო და უფრო ღრმა დონეებზე ან ჩვენ შეგვიძლია მოვიხმოთ საშველად წარმოსახვა და წარმოვიდგინოთ, როგორ იფურჩქნება ჩვენს გულში ყვავილი. ჩვენ შევიგრძნობთ იმას, რომ როდესაც იფურჩქნება ყვავილის ფურცლები, მთელი ჩვენი არსება იწყებს ჩვენი შიდა ღვთაებრიობის ნათების გამოსხივებას; ჩვენ შეგვიძლია ჩავიძიროთ ჩვენი გულიდან ამომავალ ნაკადში და მივცეთ მას ნება ჩაიღვაროს ჩვენს შიგნით, და უშორესი უსაზღვროებისაკენ წარიტაცოს ჩვენი ცნობიერება. გულზე ყველაზე ღრმა მედიტაციის დროს ჩვენ გავდივართ აზროვნების საზღვრებს მიღმა და შთანთქმულები ვართ მდუმარე ურთიერთობით ჩვენს ღვთაებრივ არსებასთან, მედიტაციას მივყავართ ჩვენს უზენაეს “მე”- სთან შეგნებულ გაიგივებამდე.
მედიტაცია ზღვის ფსკერზე დაშვების მსგავსია, სადაც სიმშვიდე და სიწყნარეა; ზედაპირზე შეიძლება უამრავი ტალღა იყოს, მაგრამ ისინი ზღვაზე ვერანაირ გავლენას ვერ ახდენენ. ზღვის ფსკერზე – თვით მდუმარებაა. როდესაც ვიწყებთ მედიტირებას, ჩვენ პირველ რიგში ვცდილობთ მივაღწიოთ საკუთარი თავის შიდა არსს, ანუ ზღვის ფსკერს. თუ გარე სამყაროდან ტალღები მოიყრიან თავს, ისინი ჩვენზე ვერანაირ გავლენას ვერ მოახდენენ. შიში, ეჭვი, შეშფოთება და ყველა მიწიერი ალიაქოთი უბრალოდ ამოირეცხება, რადგან ჩვენში ურყევი სიმშვიდეა. აზრები ჩვენ არ გვეხებიან, იმიტომ, რომ ჩვენი გონება – თვით სიმშვიდე, სიწყნარე, ერთიანობაა. აზრები, როგორც თევზები ზღვაში, ამოხტებიან და მიცურავენ, მაგრამ კვალს არ ტოვებენ. უზენაეს მედიტაციაში ყოფნისას ჩვენს თავს ზღვად ვგრძნობთ და ზღვის ბინადარნი ვერ გვაწუხებენ. თავს ცად ვგრძნობთ და ყველა ფრინველი ირგვლივ მფრინავი ვერ გვაწუხებს; ჩვენი გონება იქცევა ცად, გული კი უსაზღვრო ზღვად. აი რა არის მედიტაცია. როდესაც მედიტაციაში გვინდა მაღლა ავიდეთ, ჩვენი მისწრაფება ადის, უშიშრად ადის უმაღლესისკენ. ჩვენს აღმავლობას ზღვარი არ აქვს, რადგან ჩვენ უსასრულობაში ვმოგზაურობთ. ჩვენ ავდივართ მუდამ საკუთარი თავის გადამლახავ ზეზღვრულში. მანძილის თვალსაზრისით – მოძრაობა ზემოთ და მოძრაობა სიღრმისკენ, ეს არის უსასრულო მოგზაურობა ერთი მიზნისკენ: უზენაესისკენ. მაგრამ გონების დახმარებით ჩვენ მაღლა ვერ ავალთ. გონებას უნდა დავსძლიოთ, გავიდეთ მის ფარგლებს გარეთ, და კიდევ ერთხელ შევიდეთ სულიერი გულის სამეფოში. სულიერი გულის არე უსასრულოდ მაღლა მდებარეობს და უფრო ფართოა, ვიდრე უმაღლესი გონების არე. გონების მიღმა, გონებაზე უფრო შორს იმყოფება სულიერი გულის სამფლობელო. გული უსაზღვროა ყველა მიმართულებით, ამიტომაც შიგ გულში მდებარეობს უმაღლესი სიმაღლეც და უღრმესი სიღრმეც.
რაც უფრო შეგვიძლია ჩვენ ზევით ასვლა, მით უფრო შეგვიძლია ღრმად ჩაძირვა და პირიქით, რაც უფრო ღრმად შეგვიძლია ჩაძირვა, მით უფრო შეგვიძლია მაღლა ასვლა. ეს ხდება ერთდროულად. თუ ჩვენ შევძლებთ ინტენსიურ მედიტირებას, უთუოდ შევიგრძნობთ, რომ ერთდროულად კიდევაც ავდივართ ძალიან მაღლა და კიდევაც ვეშვებით ძალიან ღრმად. სიმაღლეცა და სიღრმეც თანმხლებია ერთმანეთისა, მაგრამ ისინი მიეკუთვნებიან ორ სხვადსხვა განზომილებას. მაგრამ თუ ადამიანს შეუძლია ძალიან მაღლა ასვლა მედიტაციაში, მაშინ მას ასევე აქვს უნარი ძალიან ღრმად ჩაღრმავებისა.
სანამ ჩვენ ვერ შევიცნობთ უზენაესს, ჩვენ ვგრძნობთ, რომ სიმაღლე და სიღრმე სხვადასხვა რამაა. ზევითკენ ასვლისას ჩვენ ვგრძნობთ, რომ მივაღწიეთ გარკვეულ სიმაღლეს და შიდა სიღრმეში უფრო ღრმად დაშვებისას, ჩვენ ვგრძნობთ, რომ მივაღწიეთ გარკვეულ სიღრმეს. მაგრამ სიმაღლე და სიღრმე ეს ყოველივე, მენტალურ ცნობიერებაში არსებული კატეგორიებია, გონების ბარიერის გადალახვით, უნივერსალურ ცნობიერებაში ჩვენ ვხედავთ, რომ ყველაფერი არის ერთიანი და განუყოფელი არის ერთიანი და განუყოფელი. ამ დროს ჩვენში მღერის და ცეკვავს მხოლოდ რეალობა და ჩვენც ვიქცევით რეალობად. მას არა აქვს არც სიმაღლე, არც სიღრმე და არც სიგრძე – ხანგრძლივობა. ეს არის რაღაც მთლიანი. ამავდროულად, ის თავის საკუთარ საზღვრებს მუდამ სცილდება.
მედიტაციაში მუდმივი მისწრაფების ალი ანთია. ჩვენი მოგზაურობა მარადიულია. ჩვენი პროგრესი და ჩვენი რეალიზაცია ასევე მუდმივი და უსასრულოა იმიტომ, რომ საქმე გვაქვს უსასრულობასთან, მარადიულობასა და უკვდავებასთან.
მედიტაცია ეს არის ადამიანის წყურვილი უსასრულო რეალობაზე, მარადიულ რეალობაზე და აბსოლუტურ რეალობაზე. მედიტაციის საიდუმლო იმაში მდგომარეობს, რომ მიაღწიო ღმერთთან შეგნებულ და მუდმივ ერთიანობას. მედიტაციის უმაღლესი საიდუმლოა – შეიგრძნო, რომ ღმერთი მთლიანად ჩვენ გვეკუთვნის, და ბოლოს შევიცნოთ ღმერთი თვით მისი გულისათვის, გავხსნათ იგი და ასრულება მოვუტანოთ მას.
მედიტაცია – საკუთარი თავის გადალახვაა. საკუთარი თავის გადალახვა – ეს ზეზღვრულის გზავნილია. ეს ზეზღვრულის გზავნილი – არის ღმერთი, როგორც მარად განვითარებადი სული, და ღმერთი, როგორც მარად ასრულების მომტანი მიზანი.
მედიტაცია ამბობს მხოლოდ ერთს: ღმერთი არის.
მედიტაცია გვიხსნის მხოლოდ ერთ ჭეშმარიტებას: თქვენ იხილავთ ღმერთს.
* * *
მედიტაცია – მდუმარებაა ენერგიით შემავსებელი და ასრულების მომტანი. მდუმარება – მჭერმეტყველი გამოთქმაა გამოუთქმელისა.
პირველ რიგში რას ველით ჩვენ მედიტაციისაგან? სიმშვიდეს. სიმშვიდეს და არაფერს სხვას.
სიმშვიდე დასაწყისია სიყვარულისა. სიმშვიდე ჭეშმარიტების დასრულებაა. სიმშვიდე წყაროსთან დაბრუნებაა.
მედიტაცია ფრინველის ფრთების მსგავსად ყოველთვის ფართოვდება სიმშვიდეში, სინათლესა და აღტაცებაში.
მხოლოდ მედიტაციას შეუძლია დაბადება მისცეს სრულყოფილებას. მედიტაციას მივყავართ ჩვენი გრძნობების იმედგაცრუების მიღმა, გონივრული გონების შეზღუდულობის მიღმა. ბოლოს, მედიტაციას შეუძლია დაგვასაჩუქროს სრულყოფილების სუნთქვით.
მედიტაცია ჩვენ გვეხმარება წუთიდან წუთამდე ვიცხოვროთ. სხვა მხრივ, წუთებს შორის არესბობს მარადიული ახლა. არცერთი წუთი არ შეიძლება განვაცალკევოთ მარადიულობისაგან. აი, ეს წუთი, და აქ ყველგან ირგვლივ მარადიულობაა. მარადიულობა მოიცავს აწმყოს, წარსულს და მომავალს.
მარადიულობის შიგნით წუთია და პირიქით წუთში იმყოფება მარადიულობა. ეს ოკეანის მსგავსია. ოკეანეში უთვალავი პაწაწინა წვეთის რაოდენობაა. მეორე მხრივ, ყოველი პაწაწინა წვეთი თავის თავში ინახავს უდიდესი ოკეანის არსს. ჩვენ ვიღებთ წვეთს და უცებ ვიძენთ უკიდეგანო ოკეანის შეგრძნებას იმიტომ, რომ წვეთი შეიცავს უდიდეს ოკეანეს. ამიტომ არცერთი წუთი არ შეიძლება გამოყო მარადიულობისა და უსასრულობისაგან. მედიტაცია – ეს ერთადერთი გზაა სასრულის და უსასრულობის ერთიანობის შეგრძნებისა.
გვიბიძგებს თუ არა მედიტაცია რეალობიდან წასვლისაკენ? არა! პირიქით მედიტაცია ჩვენ შთაგვაგონებს მივიღოთ ღმერთის ქმნილება, როგორც უთუო რეალობა, რომელიც ჯერ კიდევ გარდაქმნისა და სრულყოფილების მოლოდინშია. ჩვენ შევძლებთ გავხდეთ უსასრულო ჭეშმარიტებისა და უსასრულო სინათლის ნამდვილ სათავსოდ მხოლოდ მაშინ, როდესაც გარდაიქმნება მიწიერი ცნობიერება და გარდაიქმნება სხეულის ცნობიერება. ის ვინც მედიტირებს, ვალდებულია კაცობრიობაში მოქმედებდეს, როგორც ღვთაებრივი გმირი. კაცობრიობა ღმერთის განუყრელი ნაწილია. როგორ ვაპირებთ მივაღწიოთ ღვთაებრივობას კაცობრიობისაგან გამიჯვნით? უნდა მივიღოთ სამყარო ისეთად, როგორიც ის ახლა არის. როგორ შეიძლება რაიმე გარდაქმნა, თუ შენ მას არ ღებულობ? თუ მეთუნე არ აიღებს ხელში თიხას როგორ გამოძერწავს ქოთანს? სამყარო ჩვენს ირგვლივ სრულყოფილია, მაგრამ ჩვენც ხომ არასრულყოფილები ვართ. სრულყოფილი სრულყოფილება ჯერ არ შობილა ქვეყანაზე. უნდა გვესმოდეს ის, რომ სრულყოფილებისაგან კაცობრიობა ჯერ შორსაა, ძალიან შორს. მაგრამ ჩვენც ხომ ამ კაცობრიობის ნაწილი ვართ. როგორ ვაპირებთ ჩვენს და-ძმებზე უარის თქმას, როდესაც სინამდვილეში ისინი ჩვენი სხეულის ნაწილებია? მე არ შემიძლია მოვიგლიჯო ჩემი ხელი, ეს შეუძლებელია. და ამნაირად, როდესაც ჩვენ გასულიერებულად, ერთგულად ვმედიტირებთ, ჩვენ უნდა მივიღოთ კაცობრიობა ისე, როგორც ჩვენი პირადი, მთლიანად განუყოფელი და ღვიძლი ნაწილი. ჩვენ უნდა ავიყვანოთ კაცობრიობა თავისთან. თუ შეგვიძლია შთავაგონოთ სხვები, თუ ჩვენ ერთი ნაბიჯით წინ ვართ, მაშინ ჩვენ გვაქვს შესაძლებლობა ვემსახუროთ ღვთაებრივობას მათში, ვინც ჩვენ მოგვყვება.
ასე რომ, ჩვენ არ უნდა წავიდეთ ჰიმალაის გამოქვაბულებში. უნდა მივიღოთ მსოფლიო აქვე და ახლავე. უნდა გარდავქმნათ მსოფლიოს იერი, ჩვენი ერთგულების ძალაზე დაყრდნობით. მედიტაცია – სინამდვილისაგან გაქცევა არ არის. მედიტაცია – ეს არის სიცოცხლის მიღება მთელი თავისი სისავსით, მისი გარდაქმნის განზრახვით, იმისათვის რომ ღვთაებრივმა ჭეშმარიტებამ მოიპოვოს აქ ადედამიწაზე უმაღლესი გამოვლინება.
შრი ჩინმოის წიგნიდან “სწავლება მდუმარედ”
შემდეგი “თეორია: კონცენტრაცია, მედიტაცია, ჭვრეტა” >>>
ვიდეო ეპიზოდი “მედიტაციის მდუმარებიდან” – შრი ჩინმოი ყვება მედიტაციაზე და შემდეგ მედიტირებს: