გონება და გული – ზოგიერთი ვარჯიში

გამიჯნეთ საკუთარი თავი თქვენივე გონებისაგან და შეხედეთ გონებას გვერდიდან. თქვენ შეგიძლიათ წაიკითხოთ ასობით წიგნი ან დაილაპარაკოთ უამრავ ადამიანთან, მაგრამ არ მიაღწიოთ გასხივოსნებას. ასე რომ იმაზე ფიქრისას თუ რა მოგცათ თქვენ გონებამ, გაიფიქრეთ ამავდროულად იმაზე რა გინდათ სინამდვილეში ყველაზე მეტად და დაინახავთ, რომ გონებამ ეს მოთხოვნილება არ დააკმაყოფილა. თუ გონებამ თქვენ გულგატეხილი და იმედგაცრუებული დაგტოვათ, რისთვის უნდა მოახდინოთ მასზე კონცენტრირება?

თუ თქვენ იმედიტირებთ გონებაში, თქვენ შეძლებთ მედიტირებას, შესაძლოა, ხუთ წუთს და ამ ხუთი წუთიდან, სავარაუდოდ, განსაკუთრებით ენერგიულად იმედიტირებთ მხოლოდ ერთ წუთს. თავიდან თქვენ შეიგრძნობთ სიხარულს და დაკმაყოფილებას, მაგრამ მერე შესაძლოა გაჩნდეს შეგრძნება უნაყოფო უდაბნოსი. თუ კი თქვენ მედიტირებთ გულში, მაშინ მოვა დღე, როდესაც კმაყოფილების მიღებას დაიწყებთ. გულში მედიტირებისას თქვენ მედიტირებთ იქ, სადაც იმყოფება სული. ცხადია სინათლე, სულის ცნობიერება გამსჭვალავს მთელს სხეულს, მაგრამ არის განსაკუთრებული ადგილი, სადაც სული იმყოფება უმეტესი დროის მანძილზე და ეს არის გული. მე ვსაუბრობ არა ადამიანის გულზე, ფიზიკურ გულზე – ის უბრალოდ ერთ-ერთი ორგანოა. მე ვლაპარაკობ წმინდა გულზე, სულიერ გულზე. სულიერი გული განთავსებულია გულმკერდის ცენტრში, ჩვენი არსების ცენტრში. თუ თქვენ გინდათ გასხივოსნება, თქვენ მას მიიღებთ სულისაგან, რომელიც იმყოფება გულში.

ჯარნა კალა, ვარდიროდესაც ცდილობთ დაამშვიდოთ და გააჩუმოთ გონება, თქვენ ახდენთ კონცენტრაციას. როდესაც შეძლებთ განდევნოთ გონების ამაღელვებელი ყველა აზრი, ადრე თუ გვიან სპონტანურად წინ გამოვა თქვენი შინაგანი „მე“ და წარსდგება თქვენს წინ, როგორც კაშკაშა მზე, ღრუბლების საფარის გამფანტველი. ახლა შინაგანი მზე ღრუბლებითაა დაფარული – აზრებით, იდეებით, ეჭვებით, შიშებით და ასე შემდეგ. მოექეცით გონებას როგორც პატარა ბავშვს ან მაიმუნს. განდევნეთ ის ყოველთვის, როდესაც ის თქვენთან მოდის, ან განზრახულად გადართეთ თქვენი შეგნებული ყურადღება სხვა რამეზე. თუ თქვენ მისცემთ მას ნებას გაფანტოს თქვენი ყურადღება, ის მოიკრეფს ძალას და გააგრძელებს თქვენ წამებას. მედიტაციის დროს გონება შეიძლება შეგეწინააღმდეგოს და შეგიშალოს ხელი, მაგრამ თქვენ უნდა გრძნობდეთ, რომ გაქვთ ის, რაც ბევრად მაღლაა გონებაზე, და ეს არის თქვენი გული. უბრალოდ თქვენი გონება და ყველაფერი რაც მას უკავშირდება ჩააგდეთ გულში.
* * *
ისე, როგორც ახდენთ კონცენტრირებას რამეზე – პორტრეტზე, სანთელზე, ალზე, ნებისმიერ მატერიალურ საგანზე, – ასევე შეგიძლიათ მოახდინოთ კონცენტრაცია გულზე. თქვენ არ შეგიძლიათ ფიზიკურად შეხედოთ თქვენს სულიერ გულს, მაგრამ შეგიძლიათ მოახდინოთ მასზე მთელი თქვენი ყურადღების მოკრება. მაშინ თქვენი კონცენტრაციის ძალა თანდათანობით შევა გულში და მთლიანად მოგაცილებთ გონების სამეფოსაგან.
სცადეთ ჩაისუნთქოთ რაც შეიძლება ნელა და მშვიდად, ისე რომ არ შეირხეს უწვრილესი ძაფიც კი, თქვენი ცხვირის წინ რომ ყოფილიყო ჩამოკიდებული, მაშინ თქვენ დაინახავთ, რომ მედიტაცია თქვენ გექნებათ ძალიან ღრმა, გონება კი ძალიან ჩუმი და მშვიდი.
შემდეგ წარმოიდგინეთ რაღაც უსაზღვრო, უშფოთველი და მშვიდი. როდესაც იწყებთ მედიტირებას შეიგრძენით საკუთარ თავში უსაზღვრო ოკეანე და იგრძენით, რომ იძირებით მის ფსკერზე, სადაც სრული სიმშვიდე სუფევს. თუ თქვენ შეძლებთ გაიგივდეთ ამ უზარმაზარ ოკეანესთან, ამ სიმშვიდის ნაკადთან, მაშინ მედიტირება ძალიან გაგიადვილდებათ.

 

* * *
შეეცადეთ ნახევრად მოჭუტოთ თვალები და წარმოიდგინოთ უსაზღვრო ცა. თავიდან შეეცადეთ იგრძნოთ, რომ ეს ცა იმყოფება თქვენს წინ; შემდეგ ის, რომ ცასავით უსაზღვრო ხართ, ან თქვენ თვითონ ხართ უსასრულო ცა. რამოდენიმე წუთში დახუჭეთ თვალები და შეეცადეთ დაინახოთ და შეიგრძნოთ ცა თქვენი გულის სიღრმეში. შეიგრძენით რომ თქვენ მსოფლიოს გული ხართ და რომ ცა თქვენშია, რომელზეც თქვენ მედიტირებდით და რომელთანაც გააიგივეთ თავი. მსოფლიოს გული უსასრულოდ აღემატება ცას. მაშასადამე თქვენ გაგიადვილდებათ მოათავსოთ ცა თქვენში.

შრი ჩინმოის წიგნიდან “მდუმარე სწავლა”

 

<<< წინა “მუსიკა და მედიტაცია”

შემდეგი “დამატებითი სავარჯიშოები” >>>

მედიტაცია გულზე