გურუ – სულიერი მასწავლებელი

გურუ – სანსკრიტული სატყვაა და ნიშნავს “ის ვინც ასხივოსნებს”. ის, ვისაც შეუძლია თქვენ გასხივოსნება შემოგთავაზოთ, გურუა. ჩემ შინაგან რეალიზაციაზე დაყრდნობით, არის მხოლოდ ერთი ნამდვილი გურუ, და ეს გურუ უზენაესია. ადამიანს არ შეუძლია იყოს ნამდვილი გურუ. ამის და მიუხედავად, რომ ერთადერთი გურუ უზენაესია, აქ დედამიწაზე ჩვენ ვაფასებთ დროს. და თუ ვინმეს მოვნახავთ, ვინც ჩვენს გასხივოსნებისკენ გზაზე დაგვეხმარება, ჩვენ მივიღებთ მის დახმარებას, და შეგვიძლია მას გურუ ვუწოდოთ.

ნამდვილი გურუ არ დაფრინავს სადღაც ცისფერ ცაში. ის ჩვენი გულის ფარულ სიღრმეებშია. თქვენ შეგიძლიათ იკითხოთ: “თუ ის ჩვენ გულში იმყოფება, რა საჭიროა სხვისგან დახმარების მიღება, მის აღმოსაჩენად?” იმისდა მიუხედავად რომ ეს შეუფასებელი საგანძური ჩვენს გულებში იმყოფება, ჩვენ არ შეგვიძლია მისი დანახვა თუ შეგრძნობა, ამიტომაც გვჭირდება დახმარება. ჩვენი მეგობარი, რომელსაც გურუს ან სულიერ მასწავლებელს ვეძახით, შემოდის ჩვენს ცხოვრებაში და გვასწავლის თუ როგორ მოვძებნოთ ჩვენი საკუთარი საგანძური.

შრი ჩინმოი,”მედიტაცია”

უპანიშადები გურუს შესახებ

უპანიშადების ხეჩჰანდოგია უპანიშადა, რომელიც სამა ვედიდან გამომდინარეობს, ეუბნება გულწრფელ მაძიებლებს ძალიან მნიშვნელოვან რამეს. კითხვა, რომელსაც ხშირად უსვამენ სულიერ მასწავლებლებს, ასეთია: “რატომ გვჭირდება მასწავლებელი? ნუთუ არ შეგვიძლია თვითონ შევიცნოთ ღმერთი?” ჩჰანდოგია უპანიშადაში არსებობს ეჭვიანი და არამისწრეფებული ადამიანების, რომლებიც კამათის გულისთვის კამათობენ, დარწმუნების განსაკუთრებული ხერხი.

ჩჰანდოგია უპანიშადა გვეუბნება: “იფიქრეთ თქვენზე, როგორც მგზავრზე. თქვენ დაიკარგეთ და ყაჩაღი თავს გესხმით. ის მთელს თქვენს სიმდიდრეს გართმევთ და გიკრავთ თვალებს. შემდეგ მას მიყავხართ შორეულ ადგილას და თქვენ გტოვებთ მანდ. თავდაპირველად თქვენ ყურება და გადაადგილება შეგეძლოთ, მაგრამ ახლა თქვენი ბედი სავალალოა. თქვენ ვერ ხედავთ, თქვენ არ შეგიძლიათ სიარული, თქვენ უმწეო ბავშვივით ტირიხართ, მაგრამ საშველი არ არის.” (Chandogyopanisad VI 14.1-2)

ახლა ვივარაუდოთ, რომ ვინმე მოდის, და ათავისუფლებს თქვენს თვალებს და მიდის. ახლა კი თქვენ გზებს ხედავთ ირგვლივ, მაგრამ არ იცით, რომელი აირჩიოთ, და რომც იცოდეთ, მაინც ვერ გაჰყვებოდით მას, რადგან თქვენი ფეხები და ხელები კვლავ შეკრულია. ეს სწორედ იმ მაძიებლის მდგომარეობაა, რომელსაც სურს თვითონ შეიცნოს ღმერთი. მაგრამ ვივარაუდოთ, ვინმე მოდის, ბოლომდე გათავისუფლებთ და გზას გიჩვენებთ, რომელიც მიგიყვანთ სახლამდე. ამ ადამიანმა ნამდვილად სიკეთე გაგიკეთათ. თუ მისი რწმენა გექნებათ და დარწმუნება საკუთარ თავში, თქვენ სწრაფად და უთუოდ მიაღწევთ თქვენს დანიშნულებას. თუ მისი რწმენა გაქვთ, მაგრამ საკუთარი მიზნის მიღწევის შესაძლებლობებში დარწმუნება არ გაქვთ, მაშინ ის თქვენს გვერდით ივლის იმისთვის, რომ დაგეხმაროთ. იგივე მასწავლებელი, რომელმაც სიბრმავისგან გაგანთავისუფლათ და გზა გიჩვენათ, გზას გააგრძელებს თქვენთან ერთად, თქვენში, რათა შთაგაგონოთ. ის იმოქმედებს, როგორც თქვენი საკუთარი შთაგონება, რათა განკუთვნილი მიზნისკენ გაგიძღვეთ.

თუ სულიერი მასწავლებლისგან ასეთი სახის დახმარებას იღებთ, თქვენი ცხოვრება შეიძლება მნიშვნელოვანი იყოს, ნაყოფის მომტანი იყოს და თქვენ შეგიძლიათ ირბინოთ მიზნისკენ ყველაზე სწრაფად. წინააღმდეგ შემთხვევაში, დღეს თქვენ ივლით ამ გზაზე, ხმალ იმ გზაზე, ზეგ კი რამე სხვა გზაზე. თქვენ, შეიძლება, გაქვთ უნარი იაროთ, მაგრამ თქვენ ისევ და ისევ ამომავალ წერთილს დაუბრუნდებით დამარცხების და იმედგაცრუების გრძნობით. თუ, უნართან ერთად, თქვენ იცით სწორი გზა და გყავთ ნამდვილი მასწავლებელი, რომელიც გეხმარებათ, მაშინ ვის შეუძლია ხელი შეგიშალოთ თქვენი გამკუთვნილი მიზნის მიღწევაში? როგორც კი აღწევთ თავის განკუთვნილ მიზანს, თქვენ აღწევთ ღვთის მწვერვალებს და იწყებთ ღვთის სინათლის გამოვლენას აქ, დედამიწაზე. თქვენ ასრულებულნი ხართ – ასრულებული სიმრავლე მთლიანობის ჩახუტებაში.

შრი ჩინმოი,”უპანიშადები: ინდოეთის სულის გვირგვინი”

რისთვის გვჭირდება სულიერი მასწავლებელი?

შრი ჩინმოი, ღიმილიშრი ჩინმოი: რისთვის დადიხართ უნივერსიტეტებში? იმისთვის რამე რომ ვისწავლოთ, ჩვენ გვჭირდება მასწავლებლის დახმარება.თუ ჩვენ გვინდა სიმღერის სწავლა, ჩვენ მივდივართ მომღერალთან; თუ ჩვენ გვინდა ცეკვის სწავლა , ჩვენ მოცეკვავესთან მივდივართ. ამის მსგავსად, თუ ჩვენ გვინდა შინაგანი ცოდნა , ჩვენ გვჭირდება სულიერი მასწავლებლის დახმარება და ხელმძღვანელობა. ყველაფრისთვის გვჭირდება მასწავლებელი, მაგრამ არა სულიერი ცხოვრებისათვის – ეს ხომ აბსურდია!

თუ დედამ არ ასწავლა ბავშს, როგორ ისწავლის ის ანბანს? ამიტომ, როდესაც შევდივართ სულიერ ცხოვრებაში, ჩვენ სულიერი მასწავლებლის კურთხევა და მზრუნველობა გვჭირდება; და როდესაც მივიღებთ ხარისხს – როდესაც ჩვენ ვართ რეალიზაციის ზღვარზე ან მივაღწიეთ რეალიზაციას – მაშინ ჩვენ ვამთავრებთ სასწავლებელს და მისი დახმარება აღარ გვჭირდება.

მართალია, სინათლე თქვენშია, მაგრამ სანამ ვინმე არ გიჩვენებთ სად მოძებნოთ სინათლე, თქვენ არ შეგიძლიან მისი დანახვა. სიმდიდრე თქვენს შიგნითაა, მაგრამ თქვენ გჭირდებათ ადამიანი, რომელიც მიგიყვანთ ზარდახშამდე და დაგანახებთ თუ როგორ გახსნათ ის.

ათასწლეულობით ჩვენ უვიცობის ზღვეში დავცურავდით. გაღვიძებისთანავე, მოგვინდა გადაგვეცურა ეს ზღვა და აღმოვჩენილიყავით სინათლის და აღტაცების ოკეანეში. თუ ჩვენ ვიცით, რომ არის მენავე და მას ნავი აქვს, რომელიც უსაფრთხოდ მიგვიყვანს მიზნამდე, მაშინ ბუნებრივია, ჩვენ შევეცდებით მისგან დახმარების მიღებას. ნამდვილი სულიერი მასწავლებელი იცის გზა და აუცილებლად დაგვეხმარება ჩვენ მიზნის მიღწევაში. მენავესავით, ის მიგვიყვანს მეორე ნაპირისაკენ.

შრი ჩინმოი, “დედამიწის ვედრება ხვდება ზეცის ღიმილს”

როგორ შეიძლება ვიცნოთ ჭეშმერიტი ცოცხალი მასწავლებელი?

შრი ჩინმოი, ღიმილიშრი ჩინმოი: ადამიანს შეუძლია იცნოს ჭეშმარიტი მასწავლებელი თუ, მასწავლებელთან მიახლოვებისას, მისი შიინაგანი არსება ივსება აღწაცებით და ექსტაზით. თუ თქვენ ჭეშმარიტი სულიერი მასწავლებლის წინაშე დგახართ, რომელიც თქვენთვის არის განკუთვნილი, მაშინ თქვენი გარე არსებაც კი აივსება უზომო სიხარულით და ექსტაზით. ასევე, ის შეიძლება იყოს ჭეშმარიტი მასწავლებელი, მაგრამ თუ ის არ არის თქვენთვის განკუთვნილი, მაშინ თქვენ დაუყონებლივ ვერ განიცდით ინტენსიურ სიხარულს. და თუ ის არ არის ჭეშმარიტი მასწავლებელი, თქვენ კი გულწრფელი ხართ, მაშინ თქვენ საერთოდ არ გექნებად სიხარულის განცდა. რა თქმა უნდა, თუ თქვენ ვერაფერი მიიღეთ მასწავლებლისგან, თქვენ ყოველთვის ვერ შეძლებთ იმის თქმას, რომ ის არ არის ჭეშმარიტი; თქვენ შეიძლება იმყოფებოდეთ ძალიან დაბალ ცნობიერებაში და მაშინ თქვენ იმ მასწაწავლებლის სინათლეს ვერ იგრძნობთ. მაგრამ თუ თქვენი გული შესძახებს ჭეშმარიტ სულიერ მასწავლებელს, მაშინ თქვენ აუცილებლად იგრძნობთ რამეს ჭეშმარიტ მასწავლებელში. და თუ ეს მასწავლებელი განკუთვნილია თქვენთვის, მაშინ მასში ნახავთ ყველაფერს, რაც გჭირდებათ ამ ცხოვრებაში.

შრი ჩინმოის წიგნიდან : ” შრი ჩინმოი საუბრობს”, ნაწილი მე-5

თუ შეუძლია მასწავლებელს მიიღოს და გაუძღვეს ახალ მოწაფეებს, მას შემდეგ რაც ტოვებს დედამიწას?

შრი ჩინმოი: რა თქმა უნდა, ეს შესაძლებელია. შეხედეთ ქრისტეს, მაგალითისათვის. დიდი მასწავლებლები, როგორებიცაა ქრისტე, კრიშნა, ბუდა, რამაკრიშნა და სხვა, იყვანენ და უძღვებიან თავის მიმდევრებს. მათ თავისუფალი მისადგომი აქვთ დედამიწის ცნობიერებასთან, იმის და მიუხედავად, სადაც არ უნდა იმყოფებოდნენ ისინი. მაგრამ ჩვეულებრივ მასწავლებლებს – არის ბევრი სხვა მასწავლებელი, სვამი და ასე შემდეგ – რომლებსაც ამის გაკეთება არ შეუძლიათ. არის რამოდენიმე, რომლებსაც არ შეუძლიათ მოწაფეების გაძღოლა, დედამიწაზე ყოფნისაც კი. მაგათ ყავთ მილიონობით მოწაფე, მაგათ ძალა არც აქვთ გაუძღვნენ მოწაფეებს, მაშინაც კი როცა ისინი მათ ცხვირწინ არიან. მაშ რანაირად ოცნებობენ ისინი გაუძღვნენ მათ, ზეცაზე აღმოჩენისას?

ეს ასევე მოწაფეზეცაა დამოკიდებული. თუ ის პირველი კლასის ნამდვილი მოწაფეა, რომელიც ყოველთვის მასწავლებელზე ფიქრობს და მედიტირებს, მაშინ მასწავლებლისათვის ბევრად ადვილია გაუძღვეს ამ მოწაფეს. მაგრამ თუ ეს მეოთხე კლასის მოწაფეა, რომელიც მუდამ დაკავებულია მიწიერი აზრებით და იდეებით, როგორ შეუძლია მასწავლებელს შეაგნებინოს მას თავისი ხელმძღვანელობა? მაშ ასე, ეს დამოკიდებულია მასწავლებლის დონეზე და მოწაფის ამთვისებლობაზე.

შრი ჩინმოი,”ღმერთი, ავატარები და იოგები”

 

<<< წინა “მაძიებილი და მოწაფე”

შემდეგი “მედიტაცია მასწავლებელზე” >>>