მშვიდობის მედიტაცია

სუნთქვითი პრაქტიკა

დახუჭეთ თვალები და რამოდენიმეჯერ ღრმად შეისუნთქეთ. წელში გასწორდით და დაჯექით რაც შეიძლება მოხერხებულად. შეიგრძენით, რომ ამოსუნთქვისის თქვენ თავისუფლდებით ყველა აზრისგან, ყველა ყოველდღიური საზრუნავისგან. ყველა თქვენი აზრი ამოსუნთქვას, ზღვის მოქცევასავით მიაქვს. როგორც კი რაიმე ახრი ჩნდება, – მშვიდობიანად და ბუნებრივად გაუშვით ის, ნუ აკავებთ მას.

შესინთქვისას მოიკრიბეთ ყურადღება. შეიგრძენით, რომ შეისუნთქავთ არა ცხვირით, ან პირით, არამედ პირდაპირ გულით. შეგიძლიათ ისიც წარმოიდგინოთ, რომ გულს აქვს პატარა ფანჯრები, რომლებიც შესუნთქვისას იხსნება და თქვენი შესუნთქვა პირდაპირ გულში შემოდის.

შესუნთქვისას წარმოიდგინეთ, რომ თქვენში შემოდის მშვიდობა, უსასრულო მშვიდობა. როდესაც თქვენი სუნთქვა შედის გულში, შეიგრძენით, რომ სუნთქვასთან ერთად თქვენში შემოდის მშვიდობა.ყოველი შესუნთქვისას შეგიძლიათ გულში იმეოროთ: „მშვიდობა, მშვიდობა…“. ან შეგიძლიათ წარმოიდგინოთ თქვენს გულში მოლივლივე მშვიდობის მსუბუქი თეთრი ღრუბელი. ამოსუნთქვისას, ეს მშვიდობის თეთრი ღრუბელი ფართოვდება და მთელს თქვენს არსებას ავსებს.

ეცადეთ შეიგრძნოთ, რომ შესუნთქვისას პირდაპირ გულში შემოგაქვთ მშვიდობა, ამოსუნთქვისას კი – თავისუფლდებით ყოველგვარი დაძაბულობისგან და საზრუნავისგან, ყველა აზრისგან, რომლებიც წამლავენ თქვენს ყოველდღიურ არსებობას. ყოველი შესუნთქვისას სიმშვიდე ავსებს თქვენს გულს, ყოველგვარი დაძაბულობა კი გშორდებათ ამოსუნთქვისას.

მშვიდობის ვიზუალური წარმოდგენა

შეეცადეთ წარმოიდგინოთ დედამიწა ისეთნაირად, როგორსაც მას კოსმონავტები ხედავენ კოსმოსიდან: მშვენიერ მომწვანო-მოცისფრო ბურთად, რომელიც ღრუბლების თხელი ფენითაა დაფარული. თვალწინ წარმოიდგინეთ დედამიწა ასეთნაირად: დიდი მშვენიერი ბურთივით რომაა.

რომოდენიმე წუთის მანძილზე შეიგრძენით, რომ დედამიწა გიახლოვდებათ; ის გიახლოვდებათ, მაგრამ არ აზრდება; ის მშვიდად აღწევს თქვენს გულში. თქვენი გული კი იმდენად დიდდება, რომ ახლა მთელ პლანეტას მოიცავს. ახლა კი ყოველი შესუნთქვისას შეიგრძენით, რომ თქვი სუნთქვა წყარო გულია, და ის რომ, თქვენ შეისუნთქავთ და ამოისუნთქავთ მშვიდობას, რომელიც ღრუბლების ფენასავით ფარავს მთელ დადამიწას.
ყოველი ამოსუნთქვისას შეიგრძენით, რომ ამოისუნთქვას გულიდან მიაქვს ყველაფერი ცუდი, ყველაფერი, რაც უთანხმოებას იწვევს ადამიანებში და იწვევს ომებს: აგრესიულობა, რისხვა, ძალაუფლების და ფლობის წყურვილი, ასევე ყველა სხვა გრძნობა, რომელიც ადამიანებს ყოფს. ყველა ბნელი აზრი, ყველა მძიმე გრძნობა შერდება გულიდან, შორდება დედამიწიდან, და ყოველი ამოსუნთქვისას შავი მტვერის პატარა ნაწილაკებივით სამუდამოდ ქრებიან.

შეიგრძენით, რომ თქვენს მედიტაციას განსაკუთრებული გარეგანი ძალა აქვს, და ის, რომ ეს კიდევ ერთი ნაბიჯია იმისკენ, რომ დედამიწაზე დაისადგუროს მშვიდობა.

შრი ჩინმოი

მშვიდობის 7 წუთი

მშვიდობის 7 წუთი

21 სექტემბერი საერთაშორის მშვიდობის დღეა – https://www.minutesofpeace.org/

ასევე, შეგიძლიათ ყოველდღე 17:00 საათზე (თბილისის დროით) შემოუერთდით თქვენი მედიტაციით საერთაშორისო ჯგუფს, რომელიც მედიტირებს მშვიდობაზე.

ბმულები: