მედიტაციის დროს მნიშვნელოვანია დაიჭიროთ ხერხემალი სწორად, ვერტიკალურ მდგომარეობაში, სხეული კი მოადუნოთ. თუ სხეული დაჭიმულია, მაშინ ბუნებრივია ღვთიური და ასრულების მომტანი თვისებები, რომლებიც მიედინებიან სხეულში და მის გასწვრივ მედიტაციის დროს, აღქმულნი არ იქნებიან. ასევე პოზა არ უნდა გიქმნიდეთ დისკომფორტს. როცა სხეული უხერხულებას განიცდის, ის ავტომატურად შეცვლის თავის მდგომარეობას. მედიტაციისას თქვენი შინაგანი არსება სპონტანურად მიგაღებინებთ მოხერხებულ მდგომარეობას და მაშინ თქვენ მხოლოდ ეს პოზა უნდა შეინარჩუნოთ. ლოტოსის პოზის მთავარი ღირსება იმაში მდგომარეობს, რომ ის ეხმარება ადამიანს დაიჭიროს ხერხემალი სწორ და ვერტიკალურ მდგომარეობაში. მაგრამ ამავდროულად ლოტოსის პოზამ შეიძლება არ მისცეს სხეულს მოდუნების საშუალება. ასე რომ ლოტოსის პოზა არ არის აუცილებელი სწორი მედიტაციისთვის. მრავალი ადამიანი ძალიან კარგად მედიტირებს სკამზე მჯდომიც.
ზოგიერთ მაძიებელს მოსწონს მწოლიარე მდგომარეობაში მედიტირება. მინდა ვთქვა, რომ ეს სრულებით არაა სასურველი არც დამწყებთათვის და არც იმათთვის, ვინც უკვე რამოდენიმე წელია მედიტირებს. ეს მხოლოდ ყველაზე წინ წაწეული მაძიებელთათვის და ღვთის რეალიზებული სულთათვისაა. სხვები მწოლიარედ მედიტირების ცდისას შევლენ ძილის სამყაროში, თვლემაში ან შინაგან უმოქმედობაში. ამას გარდა, როდესაც თქვენ წევხართ, თქვენი სუნთქვა არ არის იმდენად დამაკმაყოფილებელი, როგორც მჯდომარე მდგომარეობაში, რადგან ის გაუცნობიერებული და არაკონტროლირებადი ხდება.
ჩემი მოსწავლეები ხშირად მეკითხებიან შეიძლება თუ არა მედიტირება გახელილი თვალებით. მე მინდა ვთქვა, რომ მოსწავლეები, რომლებიც მედიტირებენ დახუჭული თვალებით, ასიდან ოთხმოცდაათ შემთხვევაში იძინებენ. ისინი ხუთ წუთს მედიტირებენ და შემდეგ თხუთმეტ წუთს ატარებენ ძილის სამყაროში. იქ არ არის არავითარი დინამიური ენერგია, მხოლოდ ლეტარგია და თვითკმაყოფილება, ისინი გრძნობენ თავისებურ დამაწყნარებელ, ტკბილ შეგრძნებას. შემდეგ რამოდენიმე ხანში, ღმერთის სასწაულმოქმედი წყალობით, ისინი ისევ მოდიან გონს და ორ ან სამ წუთს მედიტირებენ.
ნამდვილად უკეთესია მედიტირება ნახევრად გახელილი და ნახევრად მოჭუტული თვალებით. ამ შემთხვევაში თქვენ ხართ ხის ძირი და ამავე დროს მისი მწვერვალიც. თქვენი ის ნაწილი, რომელსაც თვალები ნახევრად გახელილი აქვს თავს ძირად გრძნობს, რომელიც დედამიწის სიმბოლოა. სხვა ნაწილი, რომლის თვალები ნახევრად დახუჭულია – მწვერვალია, ხილვის სამყარო ან, ვთქვათ, ზეცა. თქვენი ცნობიერება ერთდროულად იმყოფება ყველაზე მაღალ დონეზეც და აქაც დედამიწაზე, ამ სამყაროს გარდაქმნის ცდით.
როდესაც თქვენ მედიტირებთ ნახევრად დახუჭული თვალებით, ამას ეწოდება ლომის მედიტაცია. ღრმად შინაგანში ჩაძირვისას თქვენ ერთდროულად ახდენთ ცნობიერი ყურადღების ფოკუსირებას ფიზიკურ და ქვეცნობიერ პლანზე. როგორც ფიზიკური სამყარო, მისი ხმაურით და სხვა შეფერხებებით, ასევე ქვეცნობიერების სამყარო, ძილის სამყარო, გეძახით თქვენ. მაგრამ თქვენ მათ ორივეს ებრძვით.
შრი ჩინმოის წიგნიან “სწავლება მდუმარედ”