ვიწყებთ მედიტაციას

და ისევ იმავე


და ისევ იმავე
დაკარგულ ჭეშმარიტებას მე ვხსნი,
ისევ იმავეს.
და ისევ იგივე
დავიწყებულ თავს მე ვიხსენებ,
ისევ იმავეს.
და ისევ იმავე
დაკარგულ მიზანს მე ვიძენ,
ისევ იმავეს.

დასაწყისი

უნდა იცოდეთ, რომ სულიერი თვალსაზრისით ყოველი მაძიებელი დამწყებია. დამწყები ეს ადამიანია, რომელიც განიცდის შინაგან გულის წადილს შეიზარდოს უფრო მეტად ღვთიურში, უფრო მეტად სინათლის მომტანში და უფრო მეტად ასრულების მომტანში. როგორც კი თქვენ მოგინდათ მუდმივი და უწყვეტი პროგრესის გზაზე დადგომა, როგორც კი თქვენ მოგინდათ მუდმივად საკუთარი თავის გადალახვა და შესვლა მარად საკუთარი თავის გადამლახავ ზეზღვრულში, ამ წამს თქვენ ხდებით მარადიული დამწყები.

თუ თქვენ აბსოლუტურად ახალბედა ხართ, მაშინ თქვენ უნდა დაიწყოთ რამოდენიმე სულიერი წიგნის ან წმინდა წერილების წაკითხვით. ისინი მოგცემენ შთაგონებას. მაგრამ უნდა წაიკითხოთ იმ სულიერი მასწავლებლების წიგნები რომლების უთუოდ გწამთ. არიან მასწავლებლები, რომლებმაც მიაღწიეს უმაღლეს ცნობიერებას, და თუ წაიკითხავთ მათ წიგნებს, თქვენ აუცილებლად მიიღებთ შთაგონებას.

ჭეშმარიტების შეთავაზება შეუძლია მხოლოდ იმათ, ვინც შეიცნო ჭეშმარიტება. წინააღმდეგ შემთხვევაში აღმოჩნდება ის, რომ ბრმას მოჰყავს ბრმა.

დასაწყისში თქვენ არც კი უნდა იფიქროთ მედიტაციაზე. უბრალოდ შეეცადეთ დღის განმავლობაში გამოჰყოთ გარკვეული დრო, როცა თქვენ შეეცდებით იყოთ ჩუმი და წყნარი და შეიგრძნოთ, რომ ეს ხუთი წუთი ეკუთვნის თქვენს შინაგან არსებას და სხვას არავის. რეგულარულობას აქვს პირველხარისხოვანი მნიშვნელობა. ის რაც თქვენ გჭირდებათ – რეგულარული პრაქტიკაა ერთსა და იმავე დროს.

მედიტირების სწავლების დაწყების საუკეთესო ხერხია ურთიერთობა იმ ხალხთან, რომლებიც რამოდენიმე ხანია უკვე მედიტირებენ. ეს ხალხი იმ დონეზე არ არის რომ გასწავლონ, მაგრამ ისინი შეძლებენ თქვენს შთაგონებას. თუ გყავთ მეგობრები რომლებმაც იციან მედიტირება, უბრალოდ დაჯექით მათ ახლოს, როდესაც ისინი მედიტირებენ. თქვენი შინაგანი არსება შეძლებს გაუცნობიერებლად მიიღოს მათგან გარკვეული მედიტაციური ძალა. თქვენ მათ არაფერს არ პარავთ. უბრალოდ თქვენი შინაგანი არსება ღებულობს დახმარებას მათგან, ზედაპირული ცოდნის გარეშე.

ყველაზე მნიშვნელოვანი ეს პრაქტიკაა. დღეს თქვენი გონება მაიმუნივით იქცევა. სულ აკაკუნებს თქვენი გულის კარებში და გულის წონასწორობას არღვევს. მაგრამ ყოველთვის, როგორც კი გონება მოდის თქვენთან, უბრალოდ განდევნეთ ის ან განზრახ გადაიტანეთ ყურადღება სხვა რამეზე.

 

შრი ჩინმოის წიგნიდან “სწავლება მდუმარედ”

 

<<< წინა “ლოცვა და მედიტაცია”

შემდეგი “მედიტაციის ანბანი” >>>