მხატვრის საბოლოო მიზანი მხოლოდ სუფთა სულიერებაშია. სულიერება ნიშნავს უსასრულობას, მარადიულობას და უკვდავებას. სულიერება ჩვენი საკუთარი რეალობაა. თუ ადამიანი სობოლოოდ ვერ აღწევს მის საკუთარ რეალობას, ის ყოველთვის უიღბლო იქნება. ასე რომ ნებისმიერი მხატვრის საბოლოო მიზანი, რა სახის მხატვარიც არ უნდა იყოს, სულიერებაა – თუ მას აქვს რაიმე სააბოლოო მიზანი, როგორც ასეთი. იმიტომ რომ სულიერება ერთადერთი რეალობაა, რომელიც მოიცავს უსასრულობას, მარადიულობას და უკვდავებას. მხატვარს შეუძლია მიაღწიოს ამ მიზანს თავისი მხატვრული გამოსახვით, როდესაც ის უმაღლეს ცნობიერებაში იმყოფება.”
1974 – 2007 წლებში, შრი ჩინმოიმ შექმნა 150 ათასამდე ფერწერული ტილო და 16 მილიონი ჩიტების გრაფიკული ნახატი. თავის ხელოვნებას “ჯარნა-კალას” უწოდებდა, ანუ “ხელოვნება-შადრევანს”.
“მე გონებას არ ვიყენებ; მე ვიყენებ გულს.” – განმარტავს ის. – “მე ვცდილობ ჩემი გული გავხადო ამთვისებელი ინსტრუმენტი ისეთნაირი, რომ ღმერთმა, უზენაესმა მხატვარმა, შეძლოს ჩემში და ჩემი მეშვეობით ხატოს.”
1997 – 2007 წლებში, შრი ჩინმოიმ შექმნა 16 მილიონი ჩიტების გრფიკლი ნახატი. ჩიტი – როგორც ადამიანის სულიერი თავისუფლების სიმბოლო.
“ჩემთვის, ჩიტებს განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს; ისინი თავისუფლებას განასახიერებენ…მე ვგრძნობ, რომ თითოეული ჩვენთაგანის შიგნით შინაგანი არსებობა იმყოფება, რომელსაც სულს ვუწოდებთ. სული ჩიტივით ღვთის უსასრულობის ცაში დაფრინავს. როდესაც მფრინავ ჩიტზე ვფიქრობ, ის გვახსენებს ჩვენ საკუთარ ჩიტს-სულს, რომელიც უსასრულობის ცაში ფრენს.”
რაში მდგომარეობს მხატვრის ან მუსიკოსის უმაღლესი მოვალეობა?
შრი ჩინმოი: მხატვრის ან მუსიკოსის უმაღლესი მოვალეობა – მედიტირებაა, სანამ რამეს შექმნის, და შექმნისას იყოს ძალიან მჭვრეტელ, ღვთაებრივ სულიერ მდგომარეობაში. შემდეგ, როდესაც ქმნილება დასრულებულია, დაუყოვნრბლივ ის მას შესთავაზებს უზენაესს. რასაც არ უნდა იძახოდნენ სხვები მის ნაწარმოებზე, რასაც თვითონ არ უნდა გრძნობდეს თავისი საკუთარი ნაწარმოების მიმართ, როგორც კი ნაწარმოები დასრულებულია, ის მას შესთავაზებს უზენაესს, რათა უზენაესმა გამოიყენოს ის, ისე როგორც მას სურს. ეს არის მხატვრის ან მუსიკოსის უმაღლესი მოვალეობა.
არის თუ არა შემოქმედება მედიტაციის ფორმა?
შრი ჩინმოი: ეს იმაზეა დამოკიდებული რას ქმნით. თუ ის გასულიერებული ფერწერაა ან მუსიკაა, მაშინ დარწმუნებული იყავით, ეს მედიტაციის ფორმაა. მაგრამ თუ არაღვთაებრივ მუსიკას ასრულებთ, ან აუტანელ წიგნებს წერთ, ან თუ თქვენი გონება ბინძურ ჩამდინარე წყლებშია, მაშინ ეს მედიტაციის ფორმა არ იქნება. მაგრამ, თუ შექმნისას, თქვენ რამე გასულიერებულს მღერით ან ძალიან მაღალ ცნობიერებაში იმყოფებით, თუ თქვენ ღვთუირი გზით საკუთარ თავს აბარებთ იმას, რითაც ხართ გატაცებულები, მაშინ, რა თქმა უნდა, თქვენ ასრულებთ გარკვეულ მედიტაციის ფორმას. თქვენ უნდა იცოდეთ, რას ქმნით და სად იმყოფება თქვენი ცნობიერება იმ დროს, როდესაც თქვენ აკეთებთ ამას.
შინაგანი მომზადება ხატვის წინ
შრი ჩინმოი: სანამ ხატვას დაიწყებდეთ, შეგიძლიათ თქვენი გული გახსნათ – ამის მსგავსად, როგორც იშლება ყვავილი. ბაღში გადით და შეხედეთ ყვავილს. ნახეთ, თუ როგორ ფურცელ-ფურცელ იხსნება ის თანდათან, ნელნელა და მიზანმიმართულად. შემდეგ წარმოიდგინეთ, რომ გულის შიგნით თქვენ ლოტოსი ან ვარდი გაქვთ, ან სხვა ნებისმიერი ყვავილი, რომელიც თქვენ მოგწონთ. შეეცადეთ წარმოიდგინოთ ეს ყვავილი თქვენი გულის შიგნით. შემდეგ შეეცადეთ წარმოიდგინოთ, რომ ის ფურცელ-ფურცელ იშლება. მსგავსად ამისა, თავად გული ფართოვდება. როდესაც მიისწრაფვით, როდესაც ლოცულობთ და მედიტირებთ, ის თანდათან იშლება და თანდათან, თანდათან ფართოვდება. გავხსნათ ჩვენი გული, შემდეგ კი თანდათან, თანდათან გავაფართოვოდ – აი თავიდანვე რაც გვჭირდება.
თუ შეძლებთ თქვენი გულის შიგნით წარმოიდგინოთ ყვავილი, მაშინ გულის გახსნა სავსებით შესაძლებელი იქნება. ყვავილი მშვენიერია, სუფთაა, ძალიან სუფთაა. ჩვენ გულს უსასრულოდ უფრო მეტი მშვენიერება და უსასრულოდ უფრო მეტი სისუფთავე აქვს, და ამავე დროს მას ლოცვა და მედიტაცია სწყურია. მაგრამ ხშირად გონება არ აძლევს გულს საშუალებას გამოვიდეს წინა პლანზე და აღასრულოს ის , რასაც ის ჩვეულებრივად აკეთებს, – ილოცოს და იმედიტიროს.
წიგნი “Colour-Kingdom” ფერების სულიერ მნიშვნელობაზე (ინგ.) >>>
წიგნი “Королевство Цвета” ფერების სულიერ მნიშვნელობაზე (რუს.) >>>
შრი ჩინმოი საუბრობს სულიერებასა და შემოქმედებაზე
შრი ჩინმოის ფერწერა და გრაფიკა:
<<< www.srichinmoyart.com – შრი ჩინმოის ნახატები, კითხვა-პასუხები შემოქმედებაზე (ინგლისურენოვანი საიტი)
<<< www.jharnakala.ru– შრი ჩინმოის ნახატების უდიდესი კოლექცია (რუსულენოვანი საიტი)
<<< ვიდეოს კოლექცია: შრი ჩინმოი თავისი ნახატების შექმნის პროცესში
“ჩემი სული – ცეცხლოვანი ჩიტია, უსასრულობაში მფრინავი” – შრი ჩინმოი