იუდაიზმი

იუდაიზმი სამი აბრაამის რელიგიებიდან ერთ-ერთაგანია – რელიგიები, რომლებიც აბრაამს აღიარებენ პატრიარქად. დანარჩენი ორი ქრისტიანობა და ისლამია. იუდაიზმი დაახლოვებით 3.500 წლისაა და დაიწყო ახლო აღმოსავლეთში. იუდაიზმი ქრისტიანობის მშობელი რელიგიაა, და ორივე რელიგია იგივე ღვთიურ წერილებს იყენებენ. მიუხედავად იმისა, რომ ებრაელები ადამიანური რასის მხოლოდ 0,2 % შეადგენენ, ებრაული გავლენა მსოფლიოზე ძალიან დიდია. დღესდღეობით დაახლოვებით 12 მილიონი ერთგული მიმდევარია, რომლებიც უმეტესად აშშ-ში და ისრაელში ცხოვრობენ

იუდაიზმის ძირითადი დოქტრინაა ერთი ღმერთის რწმენა და ღვთის სიტყვები წარმოდგენილია წმინდა წიგნში ებრაულ ბიბლიაში. პირველი ხუთი წიგნი ყველაზე წმინდა ნაწილს წარმოადგენს, რომელსაც ტორას (Torah) უწოდებენ.

დაახლოვებით 2.000 წლის წინ არაებრაელმა უთხრა ჰილელს, ცნობილ ებრაელ მასწავლებელს, რომ ის იუდეველი გახდებოდა, თუ ჰილელი მას მთელ ტორას ასწავლიდა სანამ ის ცალფეხზე მდგომო გაჩერდებოდა. ჰილელმა უპასუხა:

“ნუ გაუკეთებ სხვას იმას, რასაც არ ისურვებ შენთვის. ეს არის მთელი ტორა. სხვა დანარჩენი ცარიელი განმარტებაა. წადი და ისწავლე.”

კაბალა

იუდაიზმის მისტიკურ ელემენტი კაბალაა. კაბალა შედგება მოსაზრებების დიდი რიცხვისგან ღვთიურისა და ქმნილების ბუნებაზე, სულის წარმოშობასა და ბედზე, ადამიანების როლზე. ის ასევე მოიცავს მედიტატიურ, მისტიკურ, მაგიურ და ერთგულების პრაქტიკებს. ხშირ შემთხვევაში ეს პრაქტიკები დაცული იყო, და მხოლოდ ადამიანთა მცირე რიცხვს ასწავლიდნენ.

კაბალა “მიღებას” ან “გადმოცემას” ნიშნავს, ტრადიციასთან დაკავშირებით.

ზოგიერთ ადამიანს მიაჩნია, რომ კაბალა იუდაიზმისგან ცალკე მდგომია. ბოლო წლებში კაბალა სულ უფრო პოპულარული ხდება არაებრაელ ხალხში.

ავტორი: Tejvan

ბმულები:

  • რა არის კაბალა? – გვერდი კაბალას საფუძვლებზე (ინგლისურად)
  • Judaism 101
    ეს ონ-ლაინ ენციკლოპედიაა იუდაიზმზე, რომელიც მოიცავს რწმენას, ხალხს, ტრადიციებს, ენას, წმინდა წერილებს, პრაქტიკებს… საიტი დაწერილია მართმადიდებლური თვალთახედვიდან და საინტერესო და სასარგებლო რესურს წარმოადგენს. (ინგლისურენივანია)

 

<<< გვერდზე “რელიგიური ტრადიციები”