“სწავლება მდუმარედ” ქართულად

Created Updated

სწავლება მდუმარედგამოიცა ერთერთი ყველაზე ლაკონური და ამავედ დროს პრაქტიკული სახელმძღვანელო მედიტაციაში – შრი ჩინმოის წიგნი “სწავლება მდუმარედ“. ცნობილი ინგლისელი მწერლის ალან სპენსის წინასიტყვაობით.

აქ თქვენ ნახავთ, როგორც თეორიას (თუ რა არის კონცენტრაცია, მედიტაცია, ჭვრეტა), ასევე პრაქტიკას (სუნთქვით ვარგიშებს და კონცენტრაციის დამედიტაციის ტექნიკებს და სხვა). წიგნი 3 ნაწილისაგან შედგება – “ხილვა”, “თეორია” და “პრაქტიკა”. წიგნი საინტერესო იქნება არა მხოლოდ იმათთვის, ვინც ახლახან აკეთებს პირველ ნაბიჯებს მედიტაციის ხელოვნებაში, არამედ იმათთვისაც, ვინც უკვე დიდი ხანია არის დაკავებული მედიტაციის პრაქტიკით, ყველასთვის ვისაც სურს საკუთარი თავის შეცნობა და სიმშვიდის, ჰარმონიის და შინაგანი თავისუფლების მოპოვება.

ცნობილი ინგლისელი მწერალი ალან სპენსი ასე წერს ამ წიგნის წინასიტყვაობაში”:

ამ კრებულის დასახელება – „სწავლება მდუმარედ“ ერთი შეხედვით შეიძლება მოგეჩვენოთ უცნაური, პარადოქსულიც კი. აზროვნებას, რომელიც შეჩვეულია განიხილოს სწავლება, როგორც მოძღვრება ან უკეთეს შემთხვევაში, როგორც პრაქტიკული დემონსტრაცია, ძნელად წარმოუდგენია მსგავსი პროცესის წარმართვა მდუმარედ, სიტყვის გარეშე.

მაგრამ როდესაც ჩვენ ვლაპარაკობთ მედიტაციაზე, ვხვდებით იმ სამყაროში, სადაც ტრადიციულად ჭეშმარიტება გადაიცემა უშუალოდ სიჩუმეში, მზერით, ჟესტით ან შეხებით. ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი მაგალითია ბუდას „ქადაგება – ყვავილი“, როდესაც ის წარსდგა უამრავი ხალხის წინაშე, და მისი „ლექცია“ შედგებოდა იმისაგან რომ ეჩვენებინა ყვავილი! როგორც შრი ჩინმოი ამბობს „ყველა ჭეშმარიტი სულიერი მასწავლებელი მედიტაციას ასწავლის მდუმარებაში“.

 

წიგნის ნახვა შეგიძლიათ საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკაში
ISBN 978-9941-0-3099-4

წიგნის წაკითხვა შეგიძლიათ ასევე შრი ჩინმოის ბიბლითეკის საიტზე: https://ge.srichinmoylibrary.com/st

წიგნის შინაარსი:

ხილვა, თეორია, პრაქტიკა, დასაწყისი, მედიტაციის ანბანი, გარე დამხმარე საშუალებანი, მედიტაციისთვის, მედიტაციის დრო,პოზა, სუნთქვა, მანტრა, მუსიკა, გონება და გული (ზოგიერტი სავარჯიშო), მედიტაცია მასწავლებელზე