შრი ჩინმოის ქანდაკება ლონდონის 2012 წლის ზაფხულის ოლიმპიადაზე

Created Updated

სამი დიდი ოლიმპიური ჩემპიონი, ამერიკელი 9 გზის ოქროს მედალისტი კარლ ლიუისი, კენიელი ჩემპიონი მარათონში ტეგლა ლორუპი და რუსი ოლიმპიელი ოქროს მედალისტი ტატიანა ლებედევა ლონდონს მსოფლიო მშვიდობაზე მეოცნებეს ქანდაკებას ჩუქნიან. ეს საზეიმო ღონისძიება 2012 წლის 28 ივლისს გაიმართება.

შრი ჩინმოი და ცნობილი სპორტსმენები

ნატურალური ზომის ქანდაკება გამოსახავს მსოფლიო ჰარმონიის გარბენის დამაარსებლს, შრი ჩინმოის მშვიდობის ჩირაღდნით ხელში,რომელიც მიაქვთ მორბენლებს დედამიწის ირგვლივ ბოლო 25 წლის განმავლობაში, 100-ზე მეტი ქვეყნის გავლით, მშვიდომის და ჰარმონიის მისიით.

შრი ჩინმოის ქანდაკების ესკიზი

 “ჩევენ ვიმედოვნებთ, რომ ოლიმპიური შეჯიბრების სწრაფი ტემპისა და ღელვების მიუხედავად, ეს ქანდაკება გაგვახსენებს ოლიმპიური თამაშების უმაღლეს იდეალიბს: მშვიდობასა და მეგობრობას ყველა ერს შორის. 30 წელზე მეტი შრი ჩინმოი ჩემი მოძღვარი იყო – ყველაზე მშვიდი ადამიანი, რომელსაც ოდესამე ვიცნობდი.” – კარლ ლუისი

განსაკუთრებული სტუმრები არიან:

  • შრი ჩინმოი ცნობილ ხალხთანბორის ჯონსონი, ლონდონის მერი – წარადგენს ქანდაკებას
  • მუჰამედ ალი

სხვა განსაკუთრებული სტუმრები, ისინი ვინც მშვიდობაზე ოცნებობენ და ვინც ხელში დაიჭერს ქანდაკების ჩირაღდანს და გაიზიარებს მშვიდობის წუთებს. გპატიჟებთ, მათ შემოუერთდეთ:

  • დოქტორ ბერნის ქინგი – King Center-is გენერალური დირექტორი მარტინ ლუთერ ქინგის (უმცროსის) და კორეტა სკოტ ქინგის ქალიშვილი;
  • რევერენდი მფო ტუტუ – ტუტუს სახელობის ლოცვისა და პილიგრიმობის ინსტიტუტის დამფუძნებელი და აღმასრულებელი დერექტორი, არქიეპისკოპოსის დესმონდ ტუტუს ქალიშვილი;
  • ხალია ალი – ფილანტროპი და მუჰამედ ალის ქალიშვილი
  • მარლინ ოუენს-რანკინი – ჯესი ოუენსის ფონდის გენერალური დირექტორი და ოლიმპიელი ლეგენდის ჯესი ოუენსის ქალაშვილი;
  • სიბონგილი მხაბელა -ნელსონ მანდელას ბავშთა ფონდის გენერალური დირექტორი

 

მშვიდობის ზეიმი

“შრი ჩინმოის ქანდაკება იგივე ერთსულოვნების, ძმობის და მეგობრობიას განასახიერებად იქცევა, რომელიც ჩაისახა ოლიმპიური თამაშების დასაწყისიდან, როგორც ძველის ასევე თანამედროვის, და რომელიც დღემდე თამაშებს აძლევს უნიკალურ მომხიბვლელობას.” – ტეგლა ლორუპი

შრი ჩინმოი და ჯესი ოუენსიამ მშვენიერი ქანდაკების გახსნის დასაწყისი იქნება წამის მშვიდობა (A Moment’s Peace) – შთამაგონებელი პროექტი, რომელიც გააერთიანებს დღევანდელ მშვიდობაზე მეეცნებეებს მომავალი თაობების მეოცნებეებთან. მოწვეულ საზოგადოებას შესაძლებლობა ეძლევა ხელში დაიჭიროს მშვიდობის ჩირაღდანი და შესთავაზოს თავისი საკუთარი მშვიდობის წამი. ერთი მეორის შემდეგ ჩვენ დავიწყებთ მშვიდობაზე სურვილების უნივერსალური ჯაჭვის შექმნას. ამ ლონდონის ოლიმპიური თამაშების დროს, ათასობით ხალხი დედამიწის ყველა კუთხიდან მიიღებს ამაში მონაწილეობას. ქანდაკება გააერთიანებს დღევანდელ მშვიდობაზე ოცნებებს იმათთან, რომლებიც მომავალში გაჩნდება.

სპორტსმენები, ელჩები, პარლამენტის წევრები, სტუდენტები ბავშვები, გაეროს და იუნესკის წარმომადგენლები, საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის წევრები, მსახიობები და საზოგადო მოღვაწეები მიიღებენ მონაწილეობას. არქიეპისკოპოსის დესმონდ ტუტუს ქალიშვილი, რევერენდი მფო ტუტუ მოუხმობს მშვოდობას.

“ის, რაც მახსოვს ყოველთვის, თუ როგორ ძლიერად მამხნევებდა შრი ჩინმოი გამეუმჯობესებინა ჩემი სიგრძეში სამჯერადი ნახტომი. მისმა სიტყვებმა და პირადმა გამოცდილებამ გადამატანინეს მომზადების რთული პერიოდი 2004 წლის ოლიმპიური თამაშების ოქროს მედლისკენ გზაზე. და მე ვიცი რომოდენიმე რუსი სპორტსმენი, რომლებზეც დიდი გავლენა მოახდინა მისმა სპორტულმა ფილოსოფიამ და ენტუზიაზმით სავსე თვითდაძლევის მიდგომამ.” – ტატიანა ლებედევა

მუსიკალური წარმოდგენები

ბორის გრებენშიკოვი, დიდი რუსეთის მომრერალი და კომპოზიტორი შეასრულებს თავის ახალ კომპოზიციას “დროის ნავი მიცურავს”, ვირტუოზ ფლეიტისტთან ბრაიან ფინეგანთან, კომპოზიტორთან და ლეგენდარულ სიტარისტთან შიიმა მუქხერჯისთან და პერკუსიონისტთან ალოკ ვერმასთან ერთად, ამას დაემატება მომღერალ ბავშთა გუნდი.

ასევე სონფილდის თემის კოლეჯის საეკლესიო გუნდი – ასი ბავშვისგან შემდგარი ძლიერი გუნდი.

 

მსოფლიო ჰარმონიის გარბენის გამოფენა

გახსნის ცერემონიის შემდეგ, მსოფლი ჰარმონიის ხელოვნების გამოფენა გაიხსნება. გამოფენა შესთავაზებს მაყურებელს შრი ჩინმოის ლამაზ ფერწერულ ნამუშევრებს და ნახატებს. გამოფენა ლონდონის უნივერსიტეტის დარბაზში გაიმართება.

მობრძნდით!
 მეგობრების ლოგოები

 

უფრო ვრცლად ინგლისურენოვან საიტზე https://www.amomentspeace2012.com/