შრი კრიშნა

კრიშნა

უფალი კრიშნა ინდოეთის შეუფასებელი ავატარია. მან რამოდენიმე ათასი წლის წინ დედამიწაზე ინკარნაცია მიიღო, იმ დროს როდესაც ინდოეთი წააწყდა შინაგან წინააღმდეგობებს. მისი ერთგული მოწაფის არჯუნას მეშვეობით, მან კურუქშეტრას ბრძოლის ველზე უკვდავი გზავნილი დაგვიტოვა “ბჰაგავად გიტას” სახით. ბჰაგავად გიტა უმაღლესი ღვთიურობის სწავლებას წარმოადგენს.

შრი კრიშნა ღვთიურ სიყვარულს განასახიერებდა და, ხშირ შემთხვევაში, ინდუიზმის ბჰაკტის (ანუ ერთგულების) ტრადიციის ძირითად ფოკუსში მოექცა.

“შრი კრიშნა უბადლო გმირია, რომელსაც იმპერატორების ბედისწერა ხელში ეჭირა, მაგრამ თვითონ ტახტს არასოდეც ნატრობდა. დიადი გმირი, რომელიც ციხეში დაიბადა და ტყეში მარტოობაში მოკვდა. მან მსოფლიოს ბჰაგავად გიტა აჩუქა. ის არის დჰარმას მჭედელი, რომელიც მარად ცხოვრობს ინდოეთის და მთელი მსოფლიოს ხალხის გულში.”

ავტორი: Srimurthi

ბმულები სხვა საიტებზე:

 

<<< გვერდზე “სულიერი მასწავლებლები”