აზრები

კითხვა: როგორ ყველაზე კარგად ავარიდოთ თავი ნეგატიური აზრების თავდასხმისაგან?

შრი ჩინმოი: აზრები, რომლებიც ჩვენ უნდა ავიყვანოთ კონტროლის ქვეშ, – ეს არანაყოფიერი აზრებია, ბოროტი აზრებია, დამანგრეველი აზრებია, სულელური აზრებია, ნეგატიური აზრებია. ეს აზრები შეიძლება გარედან მოვიდნენ და შეაღწიონ ჩვენში, ან ისინი შესაძლოა უკვე ჩვენ შიგნით არიან და უბრალოდ გამოვლინდნენ. ის აზრები, რომლებიც გარედან მოდიან, უფრო ადვილი გასამკლავებელია, ვიდრე ის აზრები, რომლებიც უკვე შიგნითაა. თუ არაღვთიური აზრი გარედან მოდიან, უნდა ვიგრძნოთ, რომ ჩვენს ირგვლივ ან ჩვენს პირდაპირ, განსაკუთრებით შუბლის წინ, ფარია, რომელიც ჩვენ გვიცავს ასეთი აზრებისაგან. თუ გვეჩვენება, რომ შუბლი – ეს მყიფე, დაუცველი რამაა, მაშინ ჩვენ ყოველთვის ცუდი აზრების მსხვერპლი ვიქნებით. მაგრამ როგორც კი ჩვენ შეგნებულად ვაიძულებთ საკუთარ თავს ვიგრძნოთ, რომ ჩვენი შუბლი ფარია, მტკიცე კედელია, ცუდი აზრები ვერ შემოაღწევენ ჩვენში. უნდა ვაიძულოთ საკუთარი თავი შეგნებულად ვგრძნობდეთ, რომ ჩვენ მტკიცე კედელი ან ციხესიმაგრე გვიცავს, რომელშიც ბევრი ჯარისკაცია. ჩვენ მუდმივად ფხიზლად უნდა ვიყოთ , და, როდესაც ბოროტი ძალების თავდასხმა იწყება , ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რომ ჩვენ შიგნით არიან ჯარისკაცები, რომლებიც იმათზე ძლიერები არიან. ყველაზე ძლიერი ჯარისკაცები – სისუფთავეა, გულწრფელობაა, მისწრაფებაა და წყურვილი ღმერთისაა. ეს ჩვენში მყოფი ღვთიური ჯარისკაცები ფხიზლად იქნებიან იმ წამს, როდესაც ცუდი აზრი გამოჩნდება, და ისინი ჩვენი მცველები იქნებიან.

აზრები, რომლებიც უკვე ჩვენს შიგნით ქმნიან პრობლემებს, უფრო რთული მოსაშორებელია, მაგრამ ამის გაკეთება შეგვიძლია. ჩვენ ამის გაკეთება შეგვიძლია ჩვენი ცნიბიერების გაფართოებიით. ჩვენ გვაქვს სხეული, და ამ სხეულის შიგნით ნეგატიური ძალები, რომლებმაც აზრების ფორმა მიიღეს.
რაც უნდა გავაკეთოთ, – ეს გავაფართოვოთ ჩვენი ფიზიკური ცნიბიერება შეგნებული ძალისხმევით და მისწრაფებით, ისე როგორც ვწელავთ რეზინის ლენტას, – სანამ არ ვიგრძნობთ, რომ მთელი ჩვენი სხეული უსასრულობამდე გაფართოვდა და უსასრულოდ გაფართოვებული ცნობიერების უბრალოდ თეთრ ფურცლად იქცა. თუ ჩვენ ამის გაკეთებას შევძლებთ, ჩვენ ვნახავთ, რომ ჩვენი ცნობიერება სისუფთავის განსახიერებად იქცევა.

ყოველი სუფთა აზრი, ყოველი სუფთა ცნობიერების წვეთი შხამივითაა ჩვენშიმყოფ უსუფთაო და ცუდი აზრებისათვის. ჩვენ ცუდი აზრების გვეშინია, მაგრამ ცუდ აზრებს ჩვენი სისუფთავის უფრო მეტად ეშინიათ. თუმცა რა გვემართება ხშირ შემთხვევაში: ჩვენ გავიგივდებით ჩვენს უსუფთაო აზრებთან, და არა სუფთა აზრებთან. მაგრამ როგორც კი ჩვენი ფიზიკური არსება შეძლებს გაიგივდეს სისუფთავესთან, როდესაც ჩვენ შევძლებთ იმის თქმას: “ეს სუფთა აზრი მე წარმომადგენს”, – მაშინ უსუფთაობა ჩვენში იმწამსვე მოკვდება. მცდარი აზრები ჩვენს შიგნითაა იმიტომ, რომ ჩვენ ვაიგივებთ ჩვენს თავს მაგათთან. თუ ჩვენ გავაიგივებთ ჩვენს თავს რამე სხვასთან, მათ დაუყოვნებლივ მოუწევთ დაგვტოვონ ჩვენ.