ნიაია (Nyaya)
ლოგიკის სისტემა “ნიაია სუტრაში”-ა ასახული, რომელიც გაუტამამ დააარსა. ეს სისტემა ინდოეთის სხვა სკოლების უმრავლესობამ მიიღო. ამ სკოლის მიმდებრები (ე.წ. ნიანიაკები) მიიჩნევდნენ, რომ ტანჯვის ციკლისგან გათავისუფლება შეიძლება მოპოვებული იქნას მხოლოდ ჭეშმარიტი ცოდნის მეშვეობით და დიდი ნაბიჯი გადადგეს წინ, რომ განესხვავებინათ ჭეშმარიტი და ცრუ ცოდნა.
ნიაია კუშუმანჯალიში (Nyaya Kusumanjali) – გვიანდელ ნიაიას ტრაქტატში, რომელიც უდაიანამ (Udayana) დაწერა,
მოყვანილია არგუმენტები იმ დროისთვის პოპულარული მსოფლმხედველობის წინააღმდეგ და ასევე მოყვანილია ღვთის არსებობის მტკიცებულებები.
ვაიშეშიკა (Vaisesika)
ვაიშეშიკის სკოლა დააარსა რიში კანადამ. ვაიშეშიკაში, ყველაფერი, რისი აღქმა და შეცნობა შეიძლება ატომებამდეა დაყვანილი.
პრაშასტაპადა (Prasastapada) ვაიშეშიკას გვიანდელი კომენტატორია, მისი კომენტარები ცნობილია პადარტადჰარმასანგრაჰა-ს (Padarthadharmasamgraha) სახელწოდებით.
იოგა (Yoga)
ითვლება რომ იოგის სამი მთავარი სკოლა ბჰაკტი, ჯნანა და კარმა მარად არსებობდა და დარშანში არ შედის.
ძირითადად დარშანში “იოგას” უწოდებენ პატანჯალის იოგა-სუტრებს, სადაც პატანჯალიმ აღწერა რაჯა-იოგის გზა. ამ სუტრებს მოიხსენიებენ, როგორც იოგის კლასიკურ აღწერას.
ვედანტა (ან უტტარა მიმამსა) Vedanta (or Uttara Mimamsa)
ეს ფილოსოფიის შტოა, რომელიც ბრაჰმანს ეხება, უპანიშადების მთავარ პრინციპს. (მართლაც “ვედანტა”, რაც ნიშნავს “ვედების ნაღაბი”, უპანიშადების სინონიმად იქცა.) არსებობენ ვედანტას განშტოებები, რომლებიც განსხვავდებიან ერთმანეთისგან ხედვით ინდივიდუალურ სულსა და ბრაჰმანს შორის ურთიერთობაზე და სადაც ბრაჰმანი შეიძლება განხილული იქნას ატრიბუტების მქონე პიროვნულ ღმერთად.
- ადვაიტა – პირველი სწავლება , შრი შანკარაჩარიას მიერაა წარმოდგენილი, რომელმაც განაცხადა, რომ ერთადერთი რეალობა ბრაჰმანია, ატრიბუტების არმქონე, სხვა დანარჩენი კი მაიაა (ილუზიაა), რომელიც ხელს უშლის ადამიანს დაინახოს ჭეშმარიტი ბუნება.
- დვაიტა – თვლის რომ ღმერთი/ბრაჰმანი იღებს პიროვნულ ფორმას უფალი ვიშნუს მსგავსად, ან მის რომელიმე ინკარნაციის მსგავსად. ინდივიდუალური სული ღმერთისგან ცალკე მყოფად განიხილება. დვაიტა მოუწოდებს ადამიანს ბჰაკტი იოგის პრაქტიკისკენ.
- ვაშიშტადვაიტა – აქ ბრაჰმანი გაიგივებულია უფალ ვიშნუსთან. ის თვლის რომ ინდივიდუალური სული ბრაჰმანის ნაწილს წარმოადგენს და მასზეა დამოკიდებული. ის შუაშია ადვაიტასა და დვაიტას შორის.
როდესაც მაღლა ვიხედებით, ღმერთი-არა-ორობითობა გვაკურთხებს.
როდესაც წინ ვიხედებით ღმერთი-ორობითობა გულში გვიხუტებს.
– შრი ჩინმოი
სამქჰია (Samkhya)
უძველესი სისტემა: ამტკიცებს ორობითობას სულსა (პურუშა) და მატერიას (პრაკრიტი) შორის. ყველა მატერიალური მოვლენები პრაკრიტია, თუმცა ყველა არსება პურუშაა, და თანდათან ისინი ევოლუციას განიცდიან და მეტად აცნობიერებენ თავიანთ ჭეშმარიტ “მე”-ს.
პურვა მიმამსა (Purva Mimamsa)
ზრუნავს ვედების ავტორიტეტის შენარჩუნებაზე, განსაკუთრებული აქცენტი კეთდება რიტუალებზე “მანტრებიდან” და “ბრაჰმანებიდან”.