Atmanam viddhi – “შეიცან თავი შენი”. ყოველ ადამიანს ჭირდება საკუთარი თავის შეცნობა. მან უნდა შეიცნოს საკუთარი თავი, როგორც უსასრულო, მარადი და უკვდავი ცნობიერება.
უსასრულობის, მარადისობის და უკვდავების კონცეფცია ჩვენთვის აბსოლუტურად უცნობია. რატომ? მიზეზი ძალია მარტივია. ჩვენ ვცხოვრობთ სხეულში და არა სულში. ჩვენთვის სხეული – ყველაფერია; სხეულს მიღმა არა არის რა და შეუძლებელია რამე რომ იყოს. სულის არსებობას ჩვენ ვთვლით სუფთა სისხლის წარმოსახვად.
მაგრამ გარწმმუნებთ: სული არ არის წარმოსახვის ნაყოფი. ის სიცოცხლეა და ამავე დროს კოსმოსური რეალობის გამოვლენაა.
ბევრი ჩვენგანი ცხოვრობს სხეულში, მიწიერ ფიზიკურ ცნობიერებაში. ჩვენი მასწავლებელი – სიბნელეა; ჩვენი აღმზრდელი – უვიცობაა.
მაგრამ ოდესღაც თუ ვიცხოვრებთ სულში, ჩვენ დავინახავთ, რომ ჩვენი მასწავლებელი ხილვაა, და ჩვენი აღმზრდელი – გასხივოსნებაა.
“სიცოცხლე – ძალდატანებაა”, – ასე გაიძახის სხეული.
“სიცოცხლე – წყალობაა”, – ასე გაიძახის სული.
ადამიანურს ჩვენში არ უნდა მორალის, საზოგადოების და ადამიანური დონის ზღვარს მიღმა გასვლა.
ღვთაებრივი გადმოდის ჩვენში ღვთაებრიობიდან კაცობრიობაში, ერთობიდან მრავალფეროვნებაში.
“Atmanam viddhi” – “შეიცან თავი შენი”.
ეს ტრანსცენდენტალური ჭეშმარიტება არა მხოლოდ აღმოჩენილ იქნა უპანიშადების წინასწარმეტყველთა მიერ, არამედ შემოთავაზებულ იქნა მისწრაფებული კაცობრიობისათვის.
იმისთვის რომ შევიცნოთ საკუთარი თავი, უპირველეს ყოვლისა ჩვენ გვჭირდება ჩვენი თავის გახსნა. რა არის ჩვენი თავის გახსნა? ჩვენი თავის გახსნა – ეს ღვთის შეცნობაა.
იოგის გარეშე არ არის თვითგახსნა.
იოგა – ეს არ არის რელიგია.
იოგა – ეს უნივერსალური ჭეშმატიტებაა.
ეს ინდოეთის ტრადიციული ჭეშმარიტებაა.
ეს ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებისეული გამოცდილებაა.
ჭეშმარიტი იოგა და ცხოვრება ხელიხელ ჩაკიდებულები მიდიან.
მათი გაყოფა შეუძლებელია. თუ თქვენ მათ გაყოფას შეცდებით, თქვენ არაფერი გამოგივათ. იოგა და ცხოვრება ისეთნაირად არიან განუყოფელნი, როგორც შემქმნელი და ქმნილება.
თუ არის იოგა მკაცრი ასკეტიზმის სინონიმი?
რა თქმა უნდა, არა.
თუ არის იოგა თვითდისციპლინის სინონიმი?
რა თქმა უნდა, კი.
მოითხოვს თუ არა იოგა სამყაროზე უარის თქმას და გრძნობების მოსპობას?
არა, არასოდეს.
მოითხოვს თუ არა იოგა სამყაროს მიღებას და გრძნობებზე კონტროლს?
კი და კიდევ ერთხელ კი.
იოგა – ყველა ადამიანისათვისაა?
კიც და არაც.
კი, იმიტომ რომ ყოველი ადამიანის სული ღვთისგან არის მოსული და შინაგანად ცდილობს მასთან დაბრუნებას.
არა, იმიტომ რომ ზოგიერთი ადამიანი დღევანდელი განვითარების საფეხურზე თვლის, რომ მათ ღვთის გარეშე შეუძლიათ სიცოცხლე.
თუ შეუძლია სწავლას და მსჯელობას დაეხმაროს ადამიანს თავისი თავის შეცნობაში? არა.
სუფთა წიგნური ცოდნა მთავრდება თვითმოტყუებით.
რატომ? იმიტომ რომ ერუდირებული ადამიანი თვლის, რომ მიაღწია უსასრულო სიბრძნეს.
საუბედუროდ, მისთვის უცნობია, რომ ჭეშმარიტი უსასრულო სიბრძნე შეიძლება მოვიდეს მხოლოდ ღვთის შეცნობიდან.
სუფთა მატერიალური მსჯელობა თავის თავში იმედგაცრუებით მთავრდება.
შეუძლია თავდადება და მისწრაფებას დაეხმაროს ადამიანს საკუთარი თავის შეცნობაში? კი
ადამიანის თავდადება – ეს მისი გულის ყვავილია, ღვთის ტერფებთან დადებული.
ადამიანის მისწრაფება – მისი სულის ნაყოფია, ღვთის წიაღში მოთავსებული.
სუკუთარი თავის შესაცნობად ადამიანს ჭირდება თავისუფლება.
ღმერთი აძლევს მას თავისუფლებას.
რა არის თავისუფლება?
თავისუფლება – ეს ღვთის მსხვერპლის გაღების ძალაა და ადამიანის სასწაულთმოქმედი ძალაა.
შრი ჩინმოის წიგნიდან: “შინაგანი დაპირება”