გამოიყვანე წინა პლანზე ჩენი სამი დადებითი თვისება. შემდეგ გასულდგმულებულად გააფართოვე ისინი და ენერგიულად ამრავლე. შეხედე, შენი ცხოვრება გარდაიქმნება!
სანამ დასაძინებლად წახვალ, ქაღალდის ფურცელზე დაწერე ყველა შენი სისუსტე. შემდეგ ისინი ულმობლად გადახაზე. თუ შური გაქვს, დაწერე ფურცელზე “შური”. შემდეგ ჩაწერე ყველა სხვა არაღვთიური თვისება და რაც შეიძლება ულმობლად გადაშალე ისინი. ამ გზით, ფსიქოლოგიურად, და ასევე ინტუიციურად შენ დაასუსტებ ამ არაღვთიურ ძალებს. უბრალოდ აიძულე შენი გონება გააცნობიეროს, რომ ისინი შენი მტრებია.
თუ გსურს მიიღო უზარმაზარი სიხარული,
უბრალოდ უყურე,
როგორ იზრდება
შენი კარგი თვისებები,
და მცირდება
შენი ცუდი თვისებები.
შრი ჩინმოის წიგნიდან “მაძიებლის მეგზური”, ნაწილი 2
ხასიათი გვაძლევს გასაღებს გავხსნათ ყველაზე მშვენიერი ცხოვრების კარები: გონების სიმშვიდისკენ და აღტაცებისკენ.
ყოველდღე, დილით ადრე, დადექი სარკის წინ. თუ გაბედავ სარკის წინ დადგომას, შენ ასევე ადვილად შეძლებ მთელი სამყაროს წინაშე დადგომას. თუ სარკესთან დგომისას, შენ დაინახავ, რომ არაღვთიური სახე შემოგყურებს, მაშინ დარწმუნებული იყავი – მთელი სამყარო არაღვთიური იქნება. მაგრამ თუ სიხარულს იღებ შენი სახისგან, თუ ის სუფთაა და ღვთიური, მაშინ დარწმუნებული იყავი – ასევე სუფთა და ღვთიური მთელი სამყარო იქნება. როგორსაც დაინახავ საკუთარ თავს, დანარჩენი სამყაროც ასეთივე წარმოგიდგება.
თუ შენი გულის თვალებით
უყურებ,
დაინახავ,
რომ შენ უკვე დაიწყე
შენი ცხოვრების სრულყოფის რბოლა.
შრი ჩინმოის წიგნიდან “მაძიებლის მეგზური”, ნაწილი 2
ამოშალე შენი ცნობიერი და არაცნობიერი მეხსიერებიდან შენი წარსული ცხოვრების-წარუმატებლობის ტკივილი.
ბოლოს და ბოლოს, რა არის შეცდომა? თუ ვფიქრობთ, რომ შეცდომა ისაა, რასაც სასჯელი მოყვება, მაშინ ჩვენ ვცდებით. უპირველეს ყოვლისა, მოდით მივიღოთ ის, როგორც წარუმეტებლობა. რა არის წარუმატებლობა? წარუმატებლობა წარმატების საფუძველია. მოდით მივიღოთ წარუმატებლობები, როგორც არასრული ჭეშმარიტებანი. თუ ჩვენ მათ რაღაც საზიზღრად და მიუტევებელად მივიჩნევთ, მაშინ მათ ვერასოდეს გამოვასწორებთ და ვერასოდეს გარდავქმნით ჭეშმარიტებაში. მაგრამ თუ შეცდომებს არსრულყოფილ და უსასრულოდ პატარა ჭეშმარიტებებად მივიჩნევთ, თუ შეცდომაში დავინახავთ იოტის ოდენა ჭეშმარიტებას, მხოლოდ მაშინ შეგვიძლია ვიგრძნოთ, რომ შეცდომის გამოსწორება და ჭეშმარეტებაში გარდაქმნა შეიძლება.
ნუ მისცემთ თავს უფლებას
წარსული შეცდომებით შთანთქმული იყო.
ელოდე შენი ცხოვრებისგან
ღრმა შინაგან გარდაქმნას.
შრი ჩინმოის წიგნიდან “მაძიებლის მეგზური”, ნაწილი 2
ნუ გაებმები არაშთამაგონებელი გუშინდელი მოგონებიების ხაფანგში. გახსენი შენი გულის კარი ხვალინდელი ახალი ალიონისთვის.
ყოველი დღე შენთან უნდა მოდიოდეს, როგორც ახალი იმედი, ახალი დაპირება, ახალი მისწრაფება, ახალი ენერგია, ახალი მღელვარება და ახალი აღტაცება. გათენდება ხვალინდელი დღე, შენ კი უკვე ათასობით დღე გიცხოვრია. თუ იფიქრებ, რომ ხვალ კიდევ ერთი ისეთივე დღე იქნება, როგორც უკვე გაგივლია, შენ წინ ვერ წახვალ. შენ უნდა გრძნობდე, რომ რასაც ხვალ შექმნი შენს ცხოვრებაში, აბსოლუტურად ახალი რამ იქნება.
შენ არასოდეს უნდა ფიქრობდე,
რომ შენი ცხოვრება
უიმედო იმედებისგან შედგება.
არა! შენი ცხოვრება
მარად გამასხივოსნებელი მზისგან
და მარად ასრულების მომტან ცისაგან შედგება.
შრი ჩინმოის წიგნიდან “მაძიებლის მეგზური”, ნაწილი 2
ფოტოები: Dima_Saralidze