დედა

ერთადერთი მთავარი რამ, ის არის რომ სიყვარულით და სიხარულით ღვთიურ ჭეშმარიტებას გაყვეთ.
– დედა

დედა დაიბადა საფრანგეთში, პარიზში, როგორც მირა ალფასა (Mirra Alfassa) 21 თებერვალს 1878 წელს. ადრეული ასაკიდან მან გამოავლინა საოცარი ინტერესი სულიერების მიმართ.

“11 და 13 წლებს შორის ფსიქიური და სულიერი გამოცდდილებების სერიამ გამიმხილა არა მხოლო ღვთის არსებობა, არამედ ადამიანის შესაძლებლობა მასთან გაერთიანებისა, მისი სრულად შეცნობისა ცნობიერებაში და მოქმედებაში, მისი სრულად გამოვლენისა დედამიწაზე ღვთიურ ცხოვრებაში.”

1905 წელს მირა გაემგზავრა ალჟირში, სადაც ის ოკულტურ მეცნიერებას სწავლობდა მაქს თეონთან (Max Theon) და მის მეუღლესთან ერთად. პარიზში დაბრუნების შემდეგ მან ჩამოაყალიბა პატარა სულიერი ჯგუფი და კითხულობდა სხვადასხვა ლექციებს სულიერებაზე. 1911 წელს ის დაქორწინდა პოლ რიჩარდსზე (Paul Richards), რომელიც ადრეც ყოფილა ინდოეთში და ძალიან უნდოდა ინდოეთს დაბრუნებულიყო. 1914 წელს ორივე დაბრუნდა ინდოეთში, სადაც შრი აურობინდოს შეხვდნენ. შრი აურობინდოსთან შეხვედრის დროს, მირამ იცნო მასში ის, ვინ მის სადჰანას მოძღვრავდა (ის შრი აურობინდოს ბევრჯერ ხედავდა თავის ხილვებსა და სიზმრებში და ამ მომენტამდე უცნობ ხელმზღვანელს კრიშნას უწოდებდა).

პირველი მსოფლიო ომის დაწყების გამო პოლ რიჩარდსს და მირას მოუწიათ ინდოეთის დატოვება. ომის უმეტეს დროს ის იაპონიაში ცხოვრობდა, აქ მან გადმოიღო ბევრი იაპონური ტრადიცია და ჩაცმულობა და დროს ბუდისტურ მონასტერში ატარებდა. ეს 1920 წლამდე გრძელდებოდა, შემდეგ მირამ შეძლო პონდიჩერიში დაბრუნებულიყო, და განეახლებინა სულიერი ურთიერთობა შრი აურობინდოსთან. 1926 წელს შრი აურობინდომ და დედამ დააარსეს შრი აურობინდოს აშრამი, რათა საცხოვრებლით უზრუნველყოთ შრი აურობინდოს ინტეგრალური იოგის მსურველთა მზარდი რიცხვი.

1926 წელს მირა რიჩარდსი საქვეყნოდ ცნობილი გახდა როგორც დედა. ეს გამოხატავდა მის სულიერ ცნობიერებას, რომელიც კოსმიური დედის გამოვლენა იყო. შრი აურიბინდომ ასევე მთელი აშრამის ორგანოზაცია დედას მიანდო.

“არის ერთადერთი ღვთიური ძალა, რომელიც მოქმედებს სამყაროში და ინდივიდუალურში, ასევე ინდივიდუალურის მიღმა და სამყაროში. დედა დგასამ ყველაფრის უკან, მაგრამ ის მუშაობს აქ, სხეულში, რათა დაუშვას [ჩამოიტანოს დაბლა] ის, რაც ჯერ არ გამოხატულა ამ მატერიალურ სამყაროში იმისთვის, რომ გარდაქმნას სიცოცხლე აქ  – აი ასე უნდა მოეპყროთ მას, როგორც ღვთიურ შაკტის, რომელიც ამ მიზნისთვის მუშაობს აქ.. ის სხეულია, მაგრამ მის მთელ ცნობიერებაში ის ასევე გაიგივებულია ღვთიურის ყველა სხვა ასპექტთან.”

– შრი აურობინდო დედაზე

მირა რიჩარდსი, დედააშრამში დედა აქტიურ ინტერეს იჩენდა ყველა სადჰაკის სულიერი საჭიროებანის მიმართ; დღეს იწყებდა დილის დარშანით. სხვადასხვა დროს დედა ასევე სხვადასხვანაირ ყვავილებს არიგებდა, რომლებიც, როგორც ის გრძნობდა, სხვადასხვა სულიერ თვისებეს გამოხატავდნენ. 5 დეკემბერს 1950 წელს შრი აურობინდომ დატოვა სხეული, რათა შეეძლო სულიერი ევოლუციის თავის მიზანზე ემუშავა სხეულის მიღმა. დედა ფიზიკური პლანიდან აგრძელებდა მუშაობას, მუშაობდა სერიოზულად ფიზიკური გარდაქმნისთვის ცდილობდა შემოეტანა ღვთიური ყოველ უჯრედში.

1968 წელს დედამ ფორმალურად გახსნა ახალი ქალაქი აუროვილი (Auroville). აუროვილი წარმოადგენ საერთაშორისო დასახლებას, რომელიც მიძღვნილია მრავალფეროვნებაში კაცობრიობის ერთიანობას რეალიზაციას. 1966 წელს იუნესკომ (UNESCO) მიიღო რეზოლუცია, რომლითაც ამ იდეას თავის მხარდაჭერას აძლევდა.

დედა შევიდა მაჰასამადჰში 1973 წელს 95 წლის ასაკში, მისი სიკვდილიდან სამი დრის შემდეგ, მისი სხეული მოათავსეს შრი აურობინდოს სამადჰთან.

მაჰასამადჰი
შრი აურობინდოს და დედის სამადჰი

ავტორი: Tejvan

ბმულები:

 

<<< გვერდზე “სულიერი მასწავლებლები