ვეგეტარიანელობა

ვეგეტარიანული დიეტა მართლაც ძალიან მნიშვნელოვანია სულიერ ცხოვრებაში. მისწრაფებულისთვის სისუფთავე პირველხარისხოვანია. სისუფთავე ჩვენ უნდა დავამყაროთ სხეულში, ვიტალში და გონებაში.  როდესაც ჩვენ ვჭამთ ხორცს და თევზს ცხოველური აგრესიული ცნობიერება შემოდის ჩვენში. ჩვენი ნერვები მშფოთვარე, მოუსვენარი და აგრესიულები ხდებიან, და ეს მედიტაციისათვის ხელის შემშლელი იქნება. თუ ადამიანი არ ანებებს ხორცის ჭამას თავს, ის ხშირ შემთხვევაში ვერ ღებულობს ნატიფ განცდებს ან ნატიფ ხილვას.

მაგრამ ხილის და ბოსტნეულის რბილი თვისებები გვეხმარებიან სიტკბის, სინაზის, უბრალოების და სისუთავის თვისების დანერგვას ჩვენში. მაშასადამე, თუ ჩვენ ვეგეტარიანელები ვართ ეს დაგვეხმარება ჩვენი ბუნების გაძლიერებაში. შინაგანად ჩვენ ვლოცულობთ და ვმედიტირებთ; გარეგანად – ის საკვები, რომელსაც ჩვენ ვიღებთ დედამიწისაგან, გვკვებავს არა მხოლოდ ენერგიით, არამედ მისწრაფებითაც. ბევრი სულის მაძიებელი მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ვეგეტარიანელი უფრო სწრაფ პროგრესს აკეთებს სულიერ ცხოვრებაში.

შრი ჩინმოის წიგნიდან “მედიტაცია”


სულიერი თვალსაზრისით თევზის ჭამა ასეთივე მავნეა, როგორც ხორცის ჭამა?

შრი ჩინმოი: თევზი ხორცზე უარესია. ცხოველები ბუნებით აგრესიულები არიან, მაგრამ ამავე დროს მათი სასიცოცხლო ენერგიის წყარო საკმაოდ დინამიურია და ძლიერი. ცხოველურ ცნობიერებაში წინსვილს დინამიური ბიძგია. ის შეიძლება უმართავი და ველურია, მაგრამ მასში მაინც წინსვილს დინამიური ბიძგია. ცხოველი აქეთ იქეთ დარბის, მას დაკმაყოფილება არ სურს. ამ დინამიურ თვისებას შეუძლია გარკვეულწილად ენერგიით აგვავსოს. მაგრამ ადამიანის ცნობიერებასი შეღწევისას, ის ასევე პრობლემებს ქმნის. მისი მოუსვენრობის ვიბრაციები არღვევენ ჩვენი გონების სისუფთავესა და სიმშვიდეს.

ხორციდან ყველაზე უვნებელია ბატკნის ხორცი. ბატკანი მშვიდი ცხოველია, სხვა ცხოველებისაგან განსხვავებით, რომლებიც უფრო აგრესიულები არიან. ასევე ქათმის ასეთივე მავნე არაა, როგორც წითელ ხორცი. ნებისმიერი ხორცის ჭამა არ ვარგა, მაგრამ თუ ადამიანი ვერ ძლებს ხორცის გარეშე, უმჯობესია ხორცის ჭამა, ვიდრე თევზის.

სულიერი თვალსაზრისით თევზი ცხოველზე ნაკლებათ განვითარებულია. ცხოველი აქეთ იქეთ დარბის, ის არ კმაყოფილდება. მაგრამ თევზი სიზარმაცის, ინერტულობის, სინელის, უსუფთაობის და არაცნობიერის ქმნილებაა. ინერტიულობა მისი კმაყოფილებაა, სულმდაბლობა მისი ქმნილებაა, და სულმდაბლობის მახლობლად სიკვდილის სამყაროა. როდესაც სულმდაბლობის ტყვეობაში ვართ დაუყოვნებლივ სიკვდილი მოდის და უფრო ხელებს გვკრავს. თევზის ცნობიერება უმალვე შედის არაცნობიერის და უსიცოცხლობის ჭყაპში. მიუხედავად იმისა თქვენ შეიძლება მოგეჩვენოთ თითქოს ტევზი უმანკო, თავმდაბალი და წყნარია, მაგრამ იე მხოლოდ ზედაპირულადაა. მისი შინაგანი თვისებებია სულმდაბლობა, ინერცია, სიზარმაცე და თავად სიბნელეა. თევზში არ არის განვითარებისათვის იმპულსი.

თუ გსურთ თევზის ჭამა, ან თუ გიწევთ თევსის ჭამა, გთხოვთ, სცადეთ პატარა თევზის ჭამა, და არა დიდის. პატარა თევზს ხანდახან შეგნებულად თუ შეუგნებლად სურს გაიხსნას სინათლისათვის. დიდ თევს არასოდეს სურს გაიხსნას სინათლისათვის, არც შეგნებლად, არც შეუგნებლად – ის გაურბის სინათლეს.

შრი ჩინმოის წიგნიდან “სხეული – ადამიანის ციხე-სიმაგრე”


და რას იტყვით კვერცხზე, რძეზე და რძის პროდუქტებზე?

შრი ჩინმოი: რძის პროდუქტები კარგია. ისინი არ ავნებენ, რადგანაც მათში არ არის დამანგრეველი ვიბრაციები. მაგრამ იმათ, ვინც კუნდალინი იოგის პრაქტიკას ეწევა და  სურთ გახსნან სულიერი ცენტრები, ასევე მოუწევთ რძის პროდუქტებზე უარის თქმა. თუ ვინმეს სურც ერთ-ერთი ნებისმიერი ექსთაგანი ძირითადი ცენტრის გახსნა, მაშინ რძის პროდუქტები მავნებელია, რადგანაც ისინი ჩაკრებს გახსნაში ხელს უშლიან. მაგრამ თუ ადამიანს სურს ჰქონდეს სიმშვიდის, სინათლის და ნეტარების შინაგანი განცდა და არ ზრუნავს ჩაკრების გახსნაზე, მას შეუძლია ნებისმიერი რძის პროდუქტები ჭამოს.

შრი ჩინმოის წიგნიდან “სხეული – ადამიანის ციხე-სიმაგრე”


შრი ჩინმოის მოწაფეების მიერ გახსნილი ვეგეტარიანული რესტორნები დედამიწის ირგვლივ >>>

 


ჯანსაღი კვების  რამოდენიმე რჩევა:

  • კარგია დღეში 2-3 ლიტრამდე სუფთა წყლის მიღება. ( წყლის სმა უნდა განაწილებულ იქნას თანაბრად მთელი დღის მანძილზე. მაგალითად: დილით ადრე უზმოზე – 1 ჭიქა წყალი საუზმემდე ნახევარი საათით ადრე.  მერე საკვების მიღების შუალედებში. არ არის აუცილებელი ერთად ბევრის დალევა – ყველაზე კარგია ყლუპ-ყლუპებად დალიოთ).
  • ხილი მიირთვით ჭამამდე ნახევარი-ერთი საათით ადრე და სხვა პროდუქტებისაგან ცალკე. არ ვარგა ხილის მიღება საჭმლის შემდეგ, რადგანაც საჭმელი ძმარდება და ორგანიზმი ვერ ითვისებს ვერც ხილს და ვერც მანამდე შეჭმულ პროდუქტებს, ასევე წარმოიქმნება ტოქსინები, რომლების წამლავენ ორგანიზმს. შეიძლება მჟავე ხილის მირთმევა მოწონთან -იოგურტის მაგვარი გამოდის.
  • რაც უფრო მეტ უმ პროდუქტებს მივირთმევთ – მით უფრო მეტი ენერგია, ვიტამინი და მინერალური ნივთიერება შემოდის ჩვენს ორგანიზმში, მით უფრო ჯანმრთელები ვხდებით. უმი ხილი სავსეა პრანით – სასიცოცხლო ძალით, რომელიც ჩვენ ენერგიით გვავსებს.
  • საჭმელი გემრიელი უნდა იყოს  და ლამაზად უნდა იყოს გაფორმებული – თვალს რომ ახარებდეს.
  • მიირთვით საჭმელი, როცა კარგ და მშვიდ ხასიათზე ხართ. თუ აღელვებულები ხართ, უკეთესია გაისეირნოთ, ან მოახდინოთ გონების რელაქსაცია, მოუსმინოთ მუსიკას რელაქსაციისათვის, რათა კარდ ხასიათზე დადგეთ.
  • ნუ ჭამთ მზის ჩასვლის შემდეგ – თუ მძიმე ფიზიკური შრომით არ ხართ დაკავებული. თუ ძლიერი შიმშილის გრძნობა გაქვთ შეგიძლიათ წვენები მიირთვათ. (fresh-ი – ახალადგამოწურული წვენები უკეთესია). ან ხილი მიირთვით, ან ცოტა მოწონი.

ვეგეტარიანული კვების რეცეპტები

 მსოფლიოს ცნობილი ვეგეტარიანელები >>>


 

<<< გვერდზე “ცხოვრების ჯანსაღი წესი”