სჯობს ერთხელ ნახო ვიდრე ასჯერ გაიგო.
სულიერი მასწავლებლის ფოტოები და ვიდეოები, გადაღებულები მედიტაციის დროს, არ წარმოადგენენ მასწავლებლის პიროვნებას, არ წარმოაჩენენ ადამიანურ ცნობიერებას, არამედ წარმოადგენენ არხებს, კარებს, რომლებსაც მივყავართ უსაზღვრო ღვთაებრივ, უნივერსალურ და ტრანსცენდენტალურ ცნობიერებაში.
ეს ცნობიერება ყველა ადამიანშია, უბრალოდ მასწავლებელი აცნობიერებს მას და ავლენს, სთავაზობს ხელმისაწვდომი ფორმით.
მასწავლებელში ეს ცნობიერება გამოღვიძებულია და წინა პლანზეა გამოყვანილი, ჩვენში კი, ის ჯერჯერობით მიძინებულია და ღრმად შიგნითაა.
მედიტაცია ფოტოსურათზე და ვიდეოზე აადვილებს და გვეხმარება ჩვენი საკუთარი ღვთაებრივი ცნობიერების წინა პლანზე გამოყვანაში.
სანამ ნახავდეთ ვიდეოებს, შეგიძლიათ გაეცნოთ ქვემოთ მოცემულ მითითებებს, მეტი შედეგის მისაღებად >>>
შრი ჩინმოის ვიდეო მედიტაციების ციკლი “მედიტაციის მდუმარება” ქართულად. აქ შრი ჩინმოის მოკლედ საუბრობს კონცენტრაციაზე, მედიტაციაზე, ჭვრეტაზე… შემდგომ ის თავად მედიტირებს:
ეპიზოდი 1: რა არის მედიტაცია?
ეპიზოდი 2: ვკვებავთ სულიერ ცხოვრებას
ეპიზოდი 3: კონცენტრაცია
ეპიზოდი 4: მედიტაცია
ეპიზოდი 5: კონცენტრაცია, მედიტაცია, ჭვრეტა
ეპიზოდი 6: რატომ ვმედიტირებთ?
ეპიზოდი 7: მედიტაცია გულზე: ლოტოსი-გული
ეპიზოდი 8: პრანაიამა
ეპიზოდი 9: სუნთქვის კონტროლი
ეპიზოდი 10: მედიტაცია: დასაწყისი
ეპიზოდი 11: მდუმარე მედიტაცია
ეპიზოდი 12: შინაგანი წყურვილი
ეპიზოდი 13: სულიერი გული
ვიდეო გამოსახულებაზე მედიტაციისთვის შეგვიძლია შრი ჩინმოის იგივე რეკომენდაციები გამოვიყენოთ, რაც პორტრეტზე მედიტაციის დროს:
“როდესაც ჩვენ ვმედიტირებთ სულიერი მასწავლებლის პორტრეტის წინ, საჭიროა ყოველთვის ეცადოთ გააიგივოთ საკუთარი თავი ამ პორტრეტზე ასახული სულიერი მასწავლებლის ცნობიერებასთან. თუ ჩვენ გვინდა მასწავლებლის ცნობიერებასთან გაიგივება, მაშინ უპირველეს ყოვლისა, უნდა გააკეთოთ კონცენტრირება ამ პორტრეტზე მთლიანად, თანდათან უნდა გადაიტანოთ ყურადღება მხოლოდ სახეზე, შემდეგ წარბებს შუა წერტილზე, ცხვირის ფუძეზე ცოტა ზემოთ, იქ სადაც იმყოფება მისი ჭეშმარიტი შინაგანი სულიერი სიმდიდრე. ესაა – მესამე თვალი, ჭვრეტის ადგილი; და როგორც კი შევძლებთ შინაგანი რეალობის ჭვრეტასთან გაიგივებას, ჩვენ მივაღწევთ უდიდეს წარმატებას. თუ თქვენ გინდათ მიაღწიოთ სისუფთავეს, როდესაც პორტრეტს უყურებთ, მაშინ მედიტაციის წინ წარმოიდგინეთ, რომ სუნთქავთ მასწავლებლთან შეთანხმებულად.
შეიგრძენით, რომ პორტრეტი მზადაა მოგცეთ თქვენ ყველაფერი, რასაც ისურვებთ. თუ თქვენ გინდათ სიმშვიდე, მაშინ ეცადეთ უყუროთ პორტრეტს იმის შინაგანი შეგრძნებით, რომ პორტრეტი ფლობს უსასრულო სიმშვიდეს, თუ თქვენ გინდათ ნათება, თუ გინდათ ნეტარება, თქვენ გინდათ ნებისმიერი სხვა ღვთაებრივი თვისება, უბრალოდ უნდა იგრძნოთ, რომ პორტრეტი ფლობს ამას – რაც აბსოლუტურად სწორია. ჯერ უნდა წარმოიდგინოთ, რომ ეს პორტრეტი ფლობს იმას, რაც თქვენ გინდათ, შემდეგ ჩაეშვით ღრმად შიგნით, თქვენ აღმოაჩენთ რეალობას.”