ვსწავლობთ პოზიტიურად აზროვნებას

Created Updated

ახალი ათასწლეულის ფილოსოფია

ახალი ათასწლეულის ფილოსოფია ასეთი იქნება: ნუ შეამჩნევთ ნაკლს სხვა ადამიანების ცხოვრებაში, ნუ შეამჩნევთ ნაკლს საკუთარ ცხოვრებაში. აიძულეთ თქვენი თავი ხედავდეთ იმ სიკეთეს, რაც თქვენ გააკეთეთ, იმ სიკეთეს, რის გაკეთებას აპირებთ და იმ სიკეთეს, რაც სხვებმა გააკეთეს. სინათლის ნახვა საკუთარ თავსა და სხვა ადამიანებში – ეს იქნება მომავალი ათასწლეულის ფილოსოფიის მიზანი. მხოლოდ მაშინ თქვენ შეძლებთ დედამიწაზე სიმშვიდის და ერთიანობის დამყარების დაჩქარებას.

– შრი ჩინმოი


პოზიტიური აზროვნების მეთოდი:

ჩვენი გონება სავსეა როგორც დადებითი ასევე უარყოფიტი აზრებით. უარყოფითი აზრები არადადებითად მოქმედებს ჩვენს ფსიქიკაზე, ჩვენ ვხდებით დაღონებულები, მშფოთვარენი; ჩვენ სიმშვიდეს, წონასწორობას, სიხარულს ვკარგავთ. ამის გამოსასწორებლად ჩვენი ყურადღება დადებითზე უნდა გადავიტანოთ. მაგალითისთვის, პოზიტიურად აზროვნების სწავლების შესანიშნავი საშუალებაა – შრი ჩინმოის აფორიზმების კითხვა და კონცენტრაცია. თქვენ ცხოვრებას უფრო მაღალი საფეხურიდან გადახედავთ, უფრო ბედნიერი თვალებით და სიხარულით სავსე გულით. ეს მოკლე აფორიზმები სპონტანურობით, ენთუზიაზმით და სიბრძნით არიან სავსენი. რა არის ადამიანებთან ურთიერთობის საუკეთესო საშუალება თუ არა კეთილი ნების, კეთილი აზრების და სიხარულის შეთავაზება, ღვთიური გამოვლინების დანახვა ჩვენს ირგვლივ და საკუთარ თავში და საბოლოო ჯამში უფრო ბედნიერ ადამიანად დადგომა. სცადეთ…

სიხარული, ჯარნა-კალა

თითოეული კეთილი აზრით,
რომელსაც ვთავაზობთ სამყაროს,
ჩვენ ვქმნით ახალ სასწაულს.
* * *
უანგარო აზრი –
ეს წინ გადადგმული ნაბიჯია
კაცობრიობის
სიცოცხლე-სრულყოფილებისაკენ.
* * *
ნუ დაადანაშაულებ სამყაროს,
გააუმჯობესე ის.
როგორ?
ყოველწამს
საკუთარი თავის გაუმჯობესებით.
* * *
ყოველდღე მხოლოდ ერთი რამ არის სასწავლი,
თუ როგორ იყო ჭეშმარითად ბედნიერი.

შრი ჩინმოის წიგნიდან “მაძიებელთა მეგზური” ნაწილი 2