იოგა

“რა არის იოგა? იოგა ღვთის ენაა. თუ გვინდა ღმერთს ვესაუბროთ, ჩვენ მისი ენა უნდა შევისწავლოთ.
რა არის იოგა? იოგა არის ის, რაც ღვთის საიდუმლოს ამხელს. თუ ჩვენ გვინდა გავიგოთ ღვთის საიდუმლო, ჩვენ იოგის გზას უნდა დავადგეთ.
რა არის იოგა? იოგა ღვთის სუნთქვაა. თუ ჩვენ ვისურვებთ ღვთის თვალით მზერას და მისი გულით გრძნობას, თუ ჩვენ მოვინდომებთ ღვთის ოცნებაში ცხოვრებას და ღვთის რეალობის ჩაწვდომას, თუ ჩვენ ვისურვებთ ღვთის სუნთქვის დაუფლებას და, საბოლოოდ, ვისურვებთ თავად ღმერთად გახდომას, იოგა გვიხმობს ჩვენ.
იოგა კავშირია. ეს ცალკეული სულის კავშირია უმაღლეც “მე”-სთან. იოგა სულიერი მეცნიერებაა, რომელიც გვასწავლის ჩვენ, თუ როგორ შეიძლება უმაღლესი რეალობის შეცნობა თვით სიცოცხლეში.”

 შრი ჩინმოის წიგნიდან “იოგა და სულიერი ცხოვრება

იოგაიოგა სანსკრიტული სიტყვაა. ის ღმერთთან კავშირს ნიშნავს. ეს კავშირი შეგნებული კავშირია. ჩვენ ყველანი ერთობაში ვართ ღმერთთან. როდესაც იოგის პრაქტიკას ვეწევით, ჩვენ ღმერთთან შეგნებულ კავშირს ვაღწევთ.

როტომ ვეწევით იოგის პრაქტიკას? მილიონობით და მილიარდობით ადამიანი არსებობს, რომლებიც არ არიან იოგის პრაქტიკით დაკავებულნი. ჩვენ გვსურს იოგის პრაქტიკა, რათა კმაყოფილება მოვიპოვოთ. თუ გულწფელნი ვართ საკუთარ თავთან, ჩვენ ვიცით, რომ გვაქვს ყველაფერი, გარდა კმაყოფილებისა. ზოგიერთი მაძიებელი გრძნობს , რომ მის ცხოვრებაში ყველაფერს აქვს მნიშვნელობა მხოლოდ მაშინ, როცა ღმერთი პირველ ადგილზეა. ის გრძნობს, რომ ღმერთი ფესვია. როდესაც ის ხდება ერთიანნი ფესვთან, წყაროსთან, მაშინ ყველაფერს აქვს მნიშვნელობა და ყველაფერი კმაყოფილების მომტანია. იოგის პრაქტიკას შეუძლია მიგვიყვანოს ჩვენ მიზნამდე.”

შრი ჩინმოის წიგნიდან “ორმოცდაათი თავისუფლების ნავი ოქროს ნაპირისაკენ

იოგის რამოდენიმე ძირითადი განშტოებები:

ბჰაკტი იოგა
ბჰაკტი იოგა >>>
კარმა იოგა
კარმა იოგა >>>
ჯნანა იოგა
ჯნანა იოგა >>>
რაჯა იოგა
რაჯა იოგა >>>
ჰათჰა იოგა
ჰათჰა იოგა >>>
კუნდალინი იოგა
კუნდალინი იოგა >>>

მე-20 საუკუნის იოგის ახალი მსხვილი მიმდინარეობები:

შრი ჩინმოის იოგა
შრი ჩინმოის იოგა : გულის გზა >>>
შრი აურობინდოს ინტეგრალური იოგა
შრი აურობინდოს ინტეგრალური იოგა >>>

ბმულები: