კითხვა: რას ფიქრობთ ასტროლოგიაზე? არსებობს თუ არა სიმართლე ასტროლოგიური წინასწარმეტყველებებში?
შრი ჩინმოი: ასტროლოგია მეცნიერებაა.სულიერი მაძიებლებიც კი მას უწოდებენ შიდა მეცნიერებას, სულიერ მეცნიერებას. ასრტროლოგია ვარსკვლავთა სიმღერაა. ის რაც ნაუწყები იყო და შემოვიდა გამოვლინების სამყაროში, ვარსკვლავებზეა დაწერილი. როდესაც ასტროლოგია ეხება წარსულს, იმას რაც უკვე დაწერილია, ის თითქმის ყოველთვის სწორია. მაგრამ ასტროლოგია ასევე საშუალებას გვაძლევს დავინახოთ პოტენციურად შესაძლებელი, და ის ცდილობს იწანასწარმეტყველოს მამავალი წარსულის საფუზველზე. გამოცდილმა ასტროლოგებმა იციან, თუ როგორ შეაღწიონ ამ სამეფოს ჭეშმარიტებაში. უმეტეს შემთხვევაში, როდესაც ეს გულმოდგინედ და მეცნიერულად კეთდება, ასტროლოგია არის აბსოლუტურად სწორია ჩვეულებრივი ადამიანებისათვის, რომლებსაც ღმერთის ას სწამთ ან საკუთარი თავის რწმენა არ აქვთ.
მაგრამ თუ ადამიანებს საკუთარი თავის რწმენა აქვთ, ამ რწმენით ისინი გადალახავენ ასტროლოგიას. ამიტომ ვამბობთ, რომ რწმენა ურყევი ნებისყოფით ბევრ რამეს ცვლის. თუ ჩვენ გვაქვს ურყები რწმენა, ბედისწერა შეიძლება შეცვლილი იყოს. მართალია, ყველა ჩვენი წარსული საქციელი ჩაწერილია ვარსკვლავებზე. მაგრამ თუ გვინდა ბედისწერის წაშლა, ეს მაგნიტოფონის ფირზე რამის წაშლის მსგავსია. მე ვამბობ რამეს და ის ჩაიწერაბა, მაგრამ თუ წაშლა მომინდება მე შემიძლია ამის გაკეთება.
ასტროლოგია ასი პროცენტით მართალია, როდესაც ადამიანი არის ფიზიკურ სამყაროში და ცხოვრობს ჩვეულებრივი ადამიანური ცხოვრებით. როდესაც ადამიანი შედის შინაგან ცხოვრებაში, სულიერ ცხოვრებაში, ის მართალია სამოცი ან სამოცდაათი პროცენტით. თუ მისწრაფებული ადამიანი შეგნებულად ან გაუცნობიერებლად კავშირშია მის შინაგან არსებასთან, და მისი შინაგანი არსება მუდმივ კავშირშია დასაბამთან, მაშინ ის ბევრ, ბევრ რამეს თავიდან აიცილებს. საბოლოოდ, როდესაც ადამიანი შეგნებულად ღმერთთან ურთიერთობაშია, ასტროლოგია საერთოდ არ მოქმედებს ამ ადამიანზე, იმიტომ რომ ყველაფერი მის ცხოვრებაში მოდის პირდაპირ ღმერთისგან. ჭეშმარიტი ერთიანობა ღმერთთან ასტროლოგიაზე გაცილებით მაღლა დგას. თუ ჩვენი ინტენსიური მისწრაფებით ვიტყვით: “ღმერთო, მე ეს არ მინდა”-და თუ ჩვენ ღმერთთან ერთი ვიქნებით, მაშინ ღმერთი იტყვის: “კარგი, მაშინ ნუ მიიღებ ამას”. რა თქმა უნდა ეს არ ეხება დამწყებს სულიერ ცხოვრებაში. მხოლოდ იმათ, ვისაც აქვს დაუყოვნებლივი შინაგანი კავშირი უმაღლეს ყოფიერებასთან, შეუძლიათ სრულიად გამოვიდნენ ვარსკვლავების ზეგავლენიდან. მაგრამ ადამიანი ყოველთვის არ იქნება დამყწები. დროთა განმავლობაში ადამიანი უფრო და უფრო წაიწევს წინ სულიერ ცხოვრებაში, და უფრო და უფრო შეუვალი ხდება წარსულის ძალებისათვის.
მაშინაც კი, თუ ადამიანი არ არის მაძიებელი, ასტროლოგიური წინასწამეტყველება მაინც შეიძლება გადალახულ იქნას. უფრო ღრმა დონეზე ყოველთვის არსებობს უფრო მაღალი ძალა, რომელსაც ღვთის წყალობა ეწოდება. ღვთის წყალობას შეუძლია შეცვალოს ნებისმიერი ადამიანის ბედისწერა. ეს წყალობა ყოვლისშემძლეა; ის ცვლის ოკულტურ შესაძლებლობებს და გადალახავს ასტროლოგიურ კანონებს, ანუ ღვთის კოსმოსურურ კანონებს. ზოგჯერ ასტროლუგიური წინასწარმეტყველება ფაქტობრივად სწორია, მაგრამ ის არ ახდება ღვთიური წყალობის გამო. ამიტომ ასტროლოგია მხოლოდ ოცდათხუთმეტი ან ორმოცი პროცენტით სწორია როცა საქმე აქვს მომავალთან. როცა ჩვენ ვიცით, რომ არსებობს ასტროლოგიაზე უსასრულოდ უფრო მაღალი რამ, ჩვენ ამის რწმენა უნდა გვქონდეს. ასე რომ მე ვთხოვ ჩემ მოწაფეებს არ სწამდეთ ჰოროსკოპებისა და ქირომანტიის. იქონიეთ თქვენი მისწრაფების მტკიცე რწმენა. თუ თქვენ თქვენი მისწრაფების და ღვთის წყალობის მტკიცე რწმენა გექნებათ, მაშინ თქვენი ხსნაც მოვა. ნუ იფიქრებთ მომავალზე.
ინდოეთში ჰოროსკოპების შედგენის საკმაოდ ბევრი სისტემა არსებობს. ყველაზე მნიშვნელოვანი ბჰრიგუს სისტემაა. ის გაჩნდა ათასობით წლის წინ, და ეხლა მასზე დაწერილია უამრავი ტომი, სადაც ყველაფერი დაფიქსირებულია. თქვენ უბარალოდ თქვენს ნატალურ რუკას აძლევთ ბრამინს-ასტროლოგს, რომელიც ამ სისტემით მუშაობს, და ის თქვენს თვალწინ გადაფურცლავს გვერდებს და ყველაფერს მოყვებათ თქვენს ცხოვრებაზე. ხშირ შემთხვევაში ეს მართალია. იქ თქვენი ცხოვრების ისტორიაა ჩაწერილი. თუ რუკა სათანადოდ არის შედგენილი, მაშინ მას არც კი დაჭირდება ჰოროსკოპის შედგენა. ის უკვე იქ არის ჩაწერილი.
ჩემი უფროსი ძმა, რომელიც ასტროლოგი იყო, ის წავიდა ასტროლოგთან, რომელიც კარგად იცოდა ეს სისტემა და რომელსაც ყველა ძველი, წმინდა წიგნი ჰქონდა, სადაც ყველაფერია ჩაწერილი. როდესაც მან ჩემი რუკა აჩვენა ასტროლოგს, ასტროლოგმა თქვა, როდესაც თორმეტი წლის გავხდებოდი, ჩემი ჰოროსკოპი აღარ იმოქმედებდა. ის აბსოლუტურად მართალი იყო, რადგან ცამეტი წლის ასაკში მე შევიცნე ღმერთი და გავნთავისუფლდი ყველა ასტროლოგიური კანონისაგან.
მინდა მოგიყვეთ კიდევ ერთი შემთხვევა ბჰრიგუს სისტემაზე. ჩემი ბიძა დედის მხრიდან წავიდა ასტროლოგთან ჰოროსკოპის ამ სისტემით შესადგენად. მას და მის ცოლს არ ჰყავდათ ბავშვები. ამ ჰოროსკოპში აღნიშნული იყო, რომ ამ წყვილს არასოდეს ეყოლებოდათ ბავშვი, რადგან ჩემ ბიძას, რომელიც წინა ინკარნაციაში მონადირე, მოუკლავს ირემი, რომელიც ორსულად იყო. როდესაც ირემს უკანასკნელი სუნთქვა ამოსდიოდა, მისმა სულმა ლოცვით მიმართა ღმერთს: “ო ღმერთო, მან მუცელში მყოფი შვილი მომიკლა. გთხოვ, ნუ მისცემ მას შვილს შემდეგ ინკარნაციაში.”ღმერთმა შეისმინა ირმის ლოცვა და ამ ინკარნაციაში ბიძაჩემს დედის მხრიდან არ ჰყავდა ბავშვები. ჩემი რეალიზაციის შემდეგ მე კონცენტრაცია მოვახდინე, რათა მენახა, იყო თუ არა ეს ისტორია ბიძაჩემის წარსულ ინკარნაციაზე მართალი, და აღმოვაჩინე, რომ ის აბსოლუტურად მართალი იყო.
მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ყველაფერი, რასაც იძახიან ასტროლოგები, მართალია. სულაც არა. გასულ მარტს ჩემი მოწაფე ნამტირალები მოვიდა ჩემთან, ვიღაცამ უწინასწარმეტყველა ერთ თვეში მამამისის სიკვდილი. მე ვუთხარი: “თუ მამაშენს სიკვდილი უწერია, ის მოკვდება ასტროლოგის წინასწარმეტყველების თანახმად. შემდეგ კონცენტრაცია მოვახდინე და ვუთხარი: “ნუ ღელავ. მე არაფერს ვაკეთებ. მე არ ვიზიდავ ღვთის წყალობას. მე არც მამაშენისთვის ვლოცულობ ღმერთზე, მაგრამ წინასწარმეტყველება არასწორია.” დამიჯერეთ, მე არ ვლოცულობდი უზენაესზე, რათა გაუქმებულიყო ასტროლოგის წინასწარმეტყველება, მაგრამ მამამისი ისევ ცოცხალია და ჯანმრთელია. სხვა მოწაფის დედას ასტროლოგებმა უწინასწარმეტყველეს სიკვდილი 17 ან 18 დეკემბერს. ჩემი მოწაფე მწარედ ტიროდა. მაგრამ მე მას ვუთხარი, რომ წინასწარმეტყველება ასევე არასწორი იყო. დედამისი ჯერ კიდევ ცოცხალია.
ინდოეთში ჩვენ ბევრი შემთხვევა ვიცით, როდესაც ასტროლოგიამ მარცხი განიცადა, განსაკუთრებით იმ სიტუაციებში, რომელიც სულიერ აშრამს ეხებოდა. ასტროლოგებს შეუძლიათ იმის თქვა, რომ რედოსაც ბავში 14 ან 15 წლის გახდება, მისი მშობლები მოკვდება. მაგრამ, სანამ ბავშვი მიაღწევს ამ ასაკს, თუ მისი მშობლები მიიღებენ სულიერ ცხოვრებას, ისინი კიდევ მრავალ წელს იცხოვრებენ. ბევრი გურუ ცვლიდა თავისი მოწაფეების ბედისწერას. ამაზე ბევრი ისტორია არსებობს ინდოეთში. მაგალითად, ერთ-ერთმა ასტროლოგმა ერთხელ უთხრა ერთ-ერთ ადამიანს, რომ გარკვეულ დროს და საათს ის უნდა მომკვდარიყო. მაგრამ ერთ-ერთმა სულიერმა მასწავლებელმა უთხრა ამ ადამიანს მასთან მოსულიყო. ამდამიანი მოვიდა და მასწავლებელმა დააწვინა ის მიწაზე და დაფარა ტალახით, მერე კი დაჯდა ახლოს სამედიტაციოდ. როდესაც დანიშნული საათი გავიდა, გურუმ მოაშორა ტალახი, რომელიც მოწაფეს ფარავდა, და უთხრა: “ახლა წადი ასტროლოგთან და აჩვენე მას, რომ შენ კიდევ არსებობ დედამიწაზე.” არსებობს ბევრი, ბევრი ამდეგვარი უტყუარი ისტორია.
ჩვენს ცხოვრებაში არსებობს კრიზისები. ზოგჯერ, როცა ახალგაზრდები ვართ ჩვენ სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება. მაგრამ, თუ არის ღვთის წყალობა ან ვინმე, მაგალითად, ჩვენი მშობლები ან ნათესავები შეგნებულად ან გაუცნობიერებლად ლოცულობენ ჩვენთვის, მაშინ ჩვენ შეიძლება ავიცილოთ საფრთხე.
ჰოროსკოპებში ჩვენ ვხედავთ, რომ ბევრჯერ სიკვდილიო აწერია ადამიანს. ასტროლოგები აღნიშნავენ, რომ საფრთხე ემუქრება და ადამიანი მოკვდება. მაგრამ ბევრი ეს ხალხი ჯერ კივევ ცოცხალია. გარდა ამისა, ჩვენ ხაზები გვაქვს ხელისგულებზე, რომლებიც ანახებენ რამდენ წელს ვიცხოვრებთ დედამიწაზე. ზოგიერთ შემთხვევაში, ის ვინც იცის ქირომანტია იტყვის, რომ ადამიანის სიცოცხლის ხაზი მიუთითებს მხოლოდ, ვთქვათ, ოცდათორმეტ ან ოცდაცამეტ წელზე, მაგრამ ეხლა ეს ადამიანი, შეიძლება, სამოცდათორმეტის ან სამოცდათხუთმეტისაა. ჩემ მოწაფეებს შორისაც არის ორი-სამი ქალი, რომლის სიცოცხლის ხაზი გაწყვეტილია. თუ კი ქირომანტი წაიკიტხავდა, რაც მათ ხელისგულებზეა, ის დაინახავდა ხაზის ორ ნახევარს და გაოცებული იქნებოდა რომ ისინი ჯერ კიდევ დედამიწაზე არიან. როგორ ხდება ეს? ამის მიზეზი არის რაღაც უმაღლესი ძალა. არაფერია ისეთი, რისი შეცვლაც შეუძლებელია უზენაესის უსასრულო წყალობით.
შრი ჩინმოის წიგნიდან “ასრტოლოგია, ზებუნებრივი და ზეზღვრული.”
კითხვა: რა განსხვავებაა ასტროლოგიასა და იოგას შორის?
შრი ჩინმოი: ასტროლოგიას არა აქვს ძალა შეცვალოს ჩვენი ბედისწერა, მაგრამ სულიერებას და იოგას ეს ძალა აქვს. განსხვავება ასტროლოგიასა და იოგას შორის ის არის, რომ ასტროლოგია მხოლოდ მიუთითებს; ის მიუთითებს მომავალზე წარსულის საფუძველზე, მაგრამ ის არ ცვლის მას. მაგრამ იოგას შეუძლია წარსულის გაუქმება და მომავლის ჩამოყალიბება. ასტროლოგია თამაშობს თავის როლს ყველაზე ეფექტურად მანამ, სანამ ადამიანი არ ჩაიძირება უფრო ღრმა სულიერებაში. იქ ასტროლოგია უთმობს, როგორც თქვენ მე მითმობთ. სანამ ადამიანმა არ მიიღო სულიერება, ასტროლოგია ძალიან ძლიერია, ლომივითაა. მას შემდეგ, რაც ადამიანი შედის უფრო ღრმა სულიერ ცხოვრებაში, ასტროლოგია პატარა სახლის კატასავით ხდება.
შრი ჩინმოის წიგნიდან “ასრტოლოგია, ზებუნებრივი და ზეზღვრული.”
კითხვა: ეხლა როდესაც ადამიანები უფრო მეტი ესმით, კარგავს თუ არა ასტროლოგია თავის მნიშვნელობას?
შრი ჩინმოი: ადამიანები, რომლებიც იოგის პრაქტიკით არიან დაკავებულნი, ასტროლოგიას დიდ მნიშვნელობას არ აქცევენ, რადგანაც დაინახეს, რომ როდესაც ისინი ლოცულობენ და მედიტირებენ, მათ ბედისწერას ცვლის და მოძღვრავს უფრო მაღალი ძალა. ასტროლოგია მეცნიერებაა; ჩვენ ამას ვერ ვუარყოფთ. მაგრამ ამავე დროს, არის უფრო მაღალი მეცნიერება და ეს იოგაა. თუ თქვენ ხელი მიგიწყვდებათ მაღალი მეცნიერებისათვის, თქვენ ქვემდგომი მეცნიერების გაკონტროლებას შეძლებთ. თუ თქვენ ატომური ბომბი გაქვთ, ვინმე სხვას კი აქვს ხელის გრანატა, ხელის გრანატას შეუძლია თავისი როლი ითამაშოს; მაგრამ თუ ატომური ბომბი იწყებს მოქმედებას, ბუნებრივია, ის აჯობებს.
შრი ჩინმოის წიგნიდან “ოკულტიზმი და მისტიციზმი”