ცნობიერება

ცნობიერება ეს შიდა ნაპერწკალია ან შიდა დამაკავშირებელი რგოლია ჩვენში, ჩვენში მყოფი ოქროს დამაკავშირებელი რგოლია, რომელიც აკავშირებს ჩვენს უმაღლეს და ყველაზე გამასხივოსნებელ ნაწილს ჩვენს უმდაბლესს ყველზე არაგასვივოსნებულ ნაწილთან. ცნობიერება დამაკავშირებელი რგოლია ზეცასა და დედამიწას შორის. ახლა, სად არის ზეცა? ის არ არის მაღლა ან სადმე შორს.ზზეცა ჩვენს ცნობიერებაშია. მაგრამ მხოლოდ ღვთიური ცნობიერება აკავშირებს დედამიწას ზეცასთან. ჩვეულებრივი ადამიანური ცნონიერება დაგვაკავშირებს რაღაც ძალიან, ძალიან შეძღუდულთან და ამავე დროს ძალიან მსწრაფმავალთან. ერთი წამით ჩვენ შევძლებთ ჩვენს ცნონიერებას ფოკუსირებას სხვა ადამიანზე, და შემდგომ ჩვენი კონცენტრაცია ქრება. მაგრამ როდესაც საქმე გვაქვს შიდა ცნობიერებასთან რომელიც უსაზღვრო, გასხივოსნებული, გარდაქმნილ ცნობიერებასთან, მაშინ ჩვენი კონცენტრაცია შეიძლება გაგრძელდეს, გაგრძელდეს, გაგრძელდეს.

არა მხოლოდ სულიერ ადამიანებს აქვთ ღვთაებრივი ცნობიერება. ჩვეულებრივ ადამიანებსაც ის ასევე აქვთ, მაგრამ მათში ის მძინარეა. თუ ისინი დაიწყებდნენ სწორად კონცენტრაციას, მედიტაციას და ჭვრეტას, ეს ცნობიერება წინ გამოვიდოდა, შემდეგ კი ისინი მოიპოვებდნენ თავისუფალ მისადგომს სულთან, რომელიც სულ სინათლეა, სიმშვიდეა და ნეტარებაა.

ცნობიერება ერთია მხოლოდ. ის მოიცავცს მდუმარებასაც და ძალასაც. როდესაც ის მოიცავს მდუმარებას, ამ დროს ის მოიცავს თავის საკუთარ ჭეშმარით ფორმას. როდესაც ის მოიცავს ძალას, ამ დროს ის ავლენს თავის საკუთარ შინაგან რეალობას. უსასრულო ცნობიერების ნაწილს, რომელიც შევიდა უხეშ ფიზიკურში და რომელიც ფიზიკურის მფლობელობაშია და გამოიყენება ფიზიკურით, ჩვენ ვუწოდებთ ფიზიკურ ცნობიერებას, ვიტალურ ცნობიერებას და მენტალურ ცნობიერებას. ამ სამში არის უსასრულო ცნობიერების პაწაწინა ნაწილი, მაგრამ ეს არ არის სუფთა უსასრულო ცნობიერება, რომელზეც ჩვენ საუბრობთ. მარადიული სული და უსასრულო ცნობიერება ერთად უნდა მიდიოდნენ. მათ საერთო მეგობარი, ან შეიძლება ითქვას, საერთო მამა ჰყავს, და ეს სიცოცხლეა, მარადიული სიცოცხლე. ერთი ავსებს მეორეს. სული ავლენს თავის ღვთაებრიობას ცნობიერების მეშვეობით, და ცნობიერება ავლენს თავის ყოვლის გამავრცელებელ ძალას ან მდუმარებას სულის მეშვეობით. ცნობიერების და სულის გაყოფა შეუძლებელია, მაშინ როდესაც სხეული ადვილად შეიძლება იყოს განცალკევებული ცნობიერებისაგან.

იმას, რასაც ჩვენ ადამიანურ ცხოვრებაში, ვუწოდებთ ცნობიერებას მხოლოდ და მხოლოდ გრძნობებია. როდესაც ჩვენ აღვიქვავთ რაღაც ნატიფს, დაუყოვნებლივ ვუწოდებთ მას ცნობიერებას, მაგრამ ეს საერთოდ არ არის ცნობიერება; ეს ძალიან ნატიფი სურვილია. ჩვენ შევდივართ სურვილში და მაშინვე ვგრძნობთ, რომ ეს ჩვენი ცნობიერებაა. ყველაფერს, რაც ჩვენში ნატიფია და რასაც სიტყვებით ვერ განსაზღვრავთ , ჩვენ ცნობიერებას ვუწოდებთ; მაგრამ ცნობიერება სრულიად განსხვავებული რამაა.

ცოდნა და ცნობიერება ასევე ორი სრულიად განსხვავებული რამა არის. როდესაც მე ვინმეს ვესაუბრები ან ვურთიერთთობ ვინმესთან, მაშინ ჩემი გონება გაცნობიერებული ხდება იმ ადამიანის თვისებების შესახებ. ეს ცოდნაა. მაგრამ ცნობიერება არ არის მენტალურ ცოდნა ან გაგება. ცნობიერება ეს შინაგანი გამოცხადებაა ან არსებობის შიდა მდგომარეობაა. ის უფრო უსასრულო ღრმა და უფრო ღრმა რამაა, ვიდრე გაცნობიერებულობა ან ცოდნაა.

შრი ჩინმოის წიგნიდან “სიბრძნე”