იოგა თბილისში და საქართველოში

Created Updated

იოგა არც ფილოსოფიაა და არც რელიგიაა. იოგა ფილოსოფიის და რელიგიის საზღვრებს სცდება, და ამავე დროს იტევს როგორც რელიგიას, ასევე ფილოსოფიას. რელიგიას და ფილოსოფიას შეუძლიათ მიიყვანონ ადამიანი ღვთის სასახლემდე, როდესაც იოგას, რომელიც ღმერთთან კავშირს ნიშნავს, ადამიანის შეგნებულ კავშირს ღმერთთან, მისწრაფებული ღვთის ტახტთან მიჰყავს.

– შრი ჩინმოი

იოგა, პაშუპატუიოგა შეიქმნა რამოდენიმე ათასი წლის წინ ჩვენ წელთ აღრიცხვამდე ყველა რელიგიურ თუ ფილოსოფიურ ტრადიციებამდე.
იოგა – ( योग ) – სიტყვაა სანსკრიტზე და ნიშნავს კავშირს უმაღლეს რეალობასთან, ჭეშმარიტებასთან, უზენაესთან. დასავლეთის ქვეყნებში, სამწუხაროდ, გონიათ, რომ იოგა რაღაც უცნაური ფიზიკური თუ სუნთქვითი ვარჯიშებია. მაგრამ ეს არ არის სწორი. ეს ფიზიკური სხეულის მდგომერეობები (ასანები) და სუნთქვითი ვარჯიშები (პრანაიამა), მხოლოდ საწყისი საფეხურებია, რომლებიც გვამზადებენ კონცენტრაციისათვის და მედიტაციისათვის. ამ საფეხურებს მივყავართ თვითშეცნობისაკენ, ღვთისშეცნობისაკენ, გასხივოსნებისაკენ, საკუთარი უმაღლესი “მე”-ს შეცნობისკენ.

არტურ შოპენგაუერიპირველად “იოგის” ფილოსოფია დასავლეთს ფრანგმა აღმოსავლეთმცოდნემ აბრაჰამ დუპერონმა აუწყა. მან არაბულიდან ლათინურზე თარგმნა ნაწყვეტები უპანიშადებიდან. თარგმანი წიგნად გამოიცა 1802 წელს. ეს თარგმანი ხელში ჩაუვარდა არტურ შოპენჰაუერს, რომელმაც თქვა:

“ეს ყველაზე კმაყოფილების მომტანი და ამაღლებული ნაწერებია, რაც შეიძლება არსებობდნენ სამყაროში, ისინი ჩემი ცხოვრების ნუგეშია და ჩემი სიკვდილის ნუგეშიც იქნება.”

მაგრამ იოგის ფილოსოფიის და პრაქტიკის ფართო გავრცელება მას შემდეგ დაიწყო, რაც 1897 წელს სვამი ვივეკანანდა სიტყვით გამოვიდა ჩიკაგოს რელიგიათა კონგრესზე. მან ხელახლა აუწყა მსოფლიოს უძველესი სიბრძნის, სინათლის და სიყვარულის გზავნილი.

საქართველოში პირველი წიგნი იოგაზე ქართულ ენაზე 1986 წელს გამოვიდა. ეს იყო გორბაჩოვის დიადი ეპოქა, “პერესტროიკის” ეპოქა.

გორბაჩოვი, პერესტროიკაგორბაჩოვმა დაანგრია “რკინის ფარადა”, ბერლინის კედელი, დაასრულა ცივი ომი და საბჭოთა მატერიალიზმი. საბჭოთა კავშირი ათეისტური სახელმწიფო იყო. ყველანაირი რელიგია ან აკრძალური იყო, ან სახელმწიფოს მხრიდან იზღუდებოდა, რომ აღარაფერი ვთქვათ სულიერ გზებზე. პირველად საბჭოთა კავშირში იოგის შესახებ გაიგეს  1970 წლებში გადაღებული დოკუმენტური ფილმიდან “ინდოელი იოგები – ვინ არიან ისინი?” (“Индийские йоги — кто они?”). 1985 წლიდან, გორბაჩოვის პრეზიდენტად მოსვლის შემდეგ, საბჭოთა კავშირში იწყება დემოკრატიის ეპოქა და ადრე აკრძალული ლეტერატურა და მსოფლმხედველობა აღწევს საზოგადოების ფართო მასებში. ეს დიდი გარდაქმნების ეპოქა იყო.

ალექსი იაკობაშვილის წიგნი იოგაზე “ჰათჰა-იოგა ჯანმრთელობის სამსახურში” ზუსტად ამ პერიოდში გამოეცა.  შემდეგ მან კიდევ იოგაზე რამოდენიმე წიგნი გამოუშვა. ძირითადად ეს წიგნები ჰათხა იოგაზე იყო. შემდეგ კი თბილისში სულ  უფრო მეტი ადამიანი ინტერესდება და კავდება იოგით. შეიქმნა ბევრი იოგის ჯგუფი თუ სკოლა, დაარსდა იოგის ცენტრები. ისინი დღესაც ფუნქციონირებენ, ვითარდებიან და ემსახურებიან საზოგადოებას. ეს პროცესი ახლაც გრძელდება, და ალბათ მომავალში კიდევ სხვა გზები შემოვა, განვითარდება და დაეხმარება თვითშეცნობაში ჭეშმარიტების მაძიებლებს.

თუ გაინეტრესებთ იოგის თეორიის და პრაქტიკის უფრო ღრმა და საფუძვლიანი შესწავლა, დაგვიკავშირდით საიტზე განთავსევუბული საკონტაქტო ფორმის საშუალებით. ყველა ჩვენი ტრენინგი და სემინარი უფასოა, რადგან იოგის წმინდა ცოდნა უანგაროდ უნდა გადაეცეს ადამიანს. ამის ცოდნის უფლება ნებისმიერი ფილოსოფიის, რელიგიის თუ მსოფლმხედველობის ადამიანს ეკუთვნის. ჩვენი ღონისძიების ნახვა აქ შეგიძლიათ.

 

იოგის არსზე, გზებზე, მიმდინარეობებზე და მასწავლებლებზე ვრცლად:

https://www.self-discovery.ge/ioga

ლოტოსი

გუსურვებთ იპოვოთ თქვენი გზა…