სულიერება

სულიერება – ეს ჭეშმარიტების, სინათლის და ნეტარების უნივერსალურობაა.
სულიერება – ეს შეგნებული მოთხოვნილებაა ღმერთზე.
– შრი ჩინმოი

თავიდანვე ჩვენთვის უფრო მარტივია ღმერთზე ფიქრი როგორც შემოქმედზე, და არა როგორც ქმნილებაზე, იმიტიმ რომ, როდესაც ირგვლივ ვიყურებით, ჩვენ ყველაფერს ღმერთის მიერ შექმნილს არასრულყოფილებით სავსეს ვხედავთ.

ბავშვი თავისი სულიერების გამოღვიძების ჟამს ეკითხება დედას: “სად არის ღმერთი?”. ის უცებ პასუხობს: “ღმერთი ზეცაშია”. რაზედაც ბავშვი ეკითხება: “მაშ, ზეცა სადღაა?”. ამას მოჰყვება დაუყოვნებლივი პასუხი: “ზეცა ცაშია”. ბავშვი კმაყოფილია. ის თვლის, რომ დედის პასუხი სავსებით დამაკმაყოფილებელია. მაგრამ როდესაც ბავშვი იზრდება და იწყებს ეკლესიაში სიარულს, ის ეკითხება თავის მოძღვარს: “სად არის ღმერთი?”. მოძღვარი ეტყვის, რომ ღმერთი ზეცაშია ან ღმერთი მისივე გულშია. წლების შემდეგ, როდესაც ბავშვი დიდი ხდება, მას, შეიძლება, გაუჩნდეს საკუთარ თავში ჩაღრმავების სურვილი, რათა თვითონ იხილოს, თუ სად არის ღმერთი. შესაძლებელია, მაშინ ის გაიგებს სულიერ მასწავლებლებზე, რომლებსაც ღვთის რეალიზაცია აქვთ. ის წავა სულიერ მასწავლებელთან და ჰკითხავს, თუ როგორ მოახდინოს ღვთის რეალიზაცია საკუთარ თავში. როდესაც მას არწმუნებენ, რომ ღმერთი არსებობს, ამას მოჰყვება კითხვა: “სად არის ღმერთი?”. სულიერი მასწავლებელი მოუთხრობს მას, რომ ღმერთი ყველგან და ყველაფერშია. მაგრამ სანამ მაძიებელი თვითონ საკუთარ თავში არ მოახდენს ღვთის რეალიზაციას, ეს მხოლოდ და მხოლოდ მენტალური (ინტელექტუალური) ცოდნა იქნება. ის უნდა ჩაიძიროს ღრმად საკუთარ თავში და თავისი საკუთარი გამოცდილებით შეიგრძნოს ეს ჭეშმარიტება.

შრი ჩინმოის წიგნიდან “სულიერი ცხოვრება”

კითხვა: რა კავშირშია რწმენა და სულიერება?

შრი ჩინმოი: რწმენა და სულიერება განუყოფელნი არიან. ისინი როგორც ფერმერი და მინდორია. სულიერება მინდორია, რწმენა კი – ფერმერი. ერთი მეორის გარეშე გამოუსადეგარია.

შრი ჩიონმოის წიგნიდან “სულის ევოლუცია”

კითხვა: რომლებმა სულიერმა მასწავლებლებმა დინამიურად მიუდგნენ ინდოეთში დაწყებულ სულიერებას?

რი ჩინმოი: შრი აურობინდო სავსე იყო დინამიური სულიერებით. შრი აურობინდომდე იყვნენ ვივეკანადნა და შანკარაჩარია. მაგრამ მანემდე დიდი ხნით ადრე იყო შრი კრიშნა; ის სავსე იყო უსასრულო დინამიური სულიერებით. თავდაპირველად, არჯუნას არ სურდა ებრძოლა თავისი ძვირფასი ადამიანების წინააღმდეგ. მაგრან შრი კრიშნამ გაასხივოსნა ის და მოუწოდა ბრძოლისკენ. მთელი ბჰაგავად გიტა დინამიზმის შესახებაა. დინამიზმში როგორც მსახურების იოგაა, ასევე მედიტაციის იოგაცაა.

ზოგ ძალიან მაღალი რანგის სულიერ მასწავლებელს დინამიური სულიერების არ სწამს. ისინი არ ზრუნავენ სამყაროს მიღებაზე. მათ მხოლოდ სამყაროდან წასვალ სურთ და მედიტაცია. მაგრამ ცხოვრების მიღება და ძალიან დინამიური სულიერი ქმედება უფალი შრი კრიშნადან დაიწყო ათასობით წლის წინ.

შრი ჩინმოის წიგნიდან “ინდოეთო ჩემო ინდოეთო. დედა ინდოეთის სიამაყე-სიმაღლე”

სულიერი თვისებების განვითარება

ვიდეო შთაგონებისთვის: