მედიტაციის საუკეთესო დრო ინდოელ წინასწარმეტყველთა, ბრძენთა და სულიერ მასწავლებელთა თანახმად დილის სამსა და ოთხ საათს შორისაა, მას ჰქვია „ბრახმა მუხურთა“ – ბრახმანის დრო, საუკეთესო დროა. მაგრამ რადგან აქ დასავლეთში, თუ დასაძინებლად გვიან მიდიხართ, თქვენთვის საუკეთესო დროა დილის ექვსის ნახევარი ან ექვსი საათი. უფრო ზუსტი დრო უნდა განსაზღვროთ პირადი პირობების და პირადი შესაძლებლობების მიხედვით.
ეს რაც ეხება დღის პირველ პრაქტიკას. თუ თქვენ ისევ შეძლებთ იმედიტიროთ ათი ან თორმეტი წუთი თორმეტსა და პირველის ნახევარს შორის – მშვენიერია. ეს მედიტაცია უნდა ტარდებოდეს შენობაში და არა გარეთ. მოვა ის დღე, როდესაც თქვენ შეძლებთ მედიტირებას სადაც მოგესურვებათ, საჭესთან მსხდომნი ან სხვა რამის კეთებისას, მაგრამ ჯერჯერობით სასურველია იმედიტიროთ შენობაში, შესაბამის ადგილას.
შემდეგ, მზის ჩასვლის წინ, თქვენ შეგიძლიათ შეხედოთ მზეს და იმედიტიროთ. შეეცადეთ იმედიტიროთ ათი წუთი. ამ დროს იგრძენით, რომ თქვენ გახდით ერთიანი მზესთან, კოსმიურ ბუნებასთან. თქვენ ძალიან კარგად ითამაშეთ თქვენი როლი დღისით და ახლა დასვენებას აპირებთ. აი რა უნდა შეიგრძნოთ.
შემდეგ იმედიტირეთ ძილის წინ, უკეთესია ყოველთვის დაწვეთ დასაძინებლად საღამოს თერთმეტი საათისათვის. მაგრამ გასაჭირი არ სცნობს კანონს, თუ გიწევთ სამსახური გვიანობამდე საშიში არაფერია.
შრი ჩინმოის წიგნიდან “სწავლება მდუმარედ”