რაჯა იოგა

რაჯა იოგა კონცენტრაციის და მედიტაციის იოგაა. ის ჯნანა იოგის შტოს წარმოადგენს. საბოლოოდ იოგის ყვალა გზა: ბჰაკტი-, კარმა– თუ ჯნანა-იოგა ერთი მიზნისკენ მიდის. რაჯა იოგის პრაქტიკა იწყება სხეულის უმოძრაო მდგომარეობაში მოყვანით და გონების კონცენტრაციით ერთ აზრზე ან სენსორულ აღქმაზე, ანუ მხედველობაზე, ხმაზე, სუნზე, შეხებაზე ან გემოზე. ასეთი კონცენტრაციის გზით გონება ხდება მშვიდი, მდუმარე და ჩაწერტილებული. საბოლოოდ განთავისუფლების მისაღწევად თქვენ უნდა მოახდინოთ კონცენტრაცია ღმერთის ფორმაზე, შემდგომ კი ღმერთზე ფორმასა და გამოსახულების მიღმა. კონცენტრაცია და მედიტაცია წარმოადგენს რაჯა იოგის არსს.

რაჯა იოგა შედგება 8 საფეხურისაგან:

1. იამა – თვითკონტროლი და ზნეობრივი პრინციპები, ესენია: აჰიმსა (არაძალადობა), სატია (სიმართლე), ასტეია (არმითვისება), ბრაჰმაჩარია (თავშეკავება), აპარიგრახა (არამიჯაჭვულობა).

2. ნიამა – ქცევის პრინციპებისა და წესების მკაცრი დაცვა და ხასიათის კონტროლი, შედგება: შაუჩა (სისუთავე ფიზიკური, ემოციური, გონებრივი), სანტოშა (წონასწორობა და დაკმაყოფილება), ტაპასი (მისწრაფება, ენთუზიაზმი), სვადჰია (თვითშეცნება), იშვარა პრანიდხანა (ერთგულება უზენაესის მიმართ).

3. ასანა – სხეულის სხვადასხვა მდგომარეობა, რომლებიც გონების დამშვიდებაში გვეხმარებიან. მათ დახმარებით შევდივართ ცნობიერების უფრო მაღალ საფეხურებზე.

4. პრანაიამა პრანის მართვა, ანუ მოწესრიგებული სუნთქვა გონების კონტროლისათვის.

5. პრატიაჰარა – ვნებების და გრძნობების ცხოვრებაზე უარის თქმა და კონტროლის ქვეშ აყვანა.

6. დჰარანა -მთელი ჩვენი ცნობიერების კონცენტრეცია უზენაესზე.

7. დჰიანა მედიტაცია შინაგანი სვლა ჩვენი კონცენტრაციის ობიექტთან.

8. სამადჰი – ტრანსი, ჩვენი ინდივიდუალური ცნობიერების შერწყმა უზენაეს ტრანსცენდენტალურ ცნობიერებასთან.

სამადჰი – ეს უსასრულო სამყაროს მიღწევაა. ეს არის უსასრულო ნეტარების განცდა. არსებობს სამადჰის რამოდენიმე საფეხური. საჰაჯა სამადჰი – უმაღლესი სამადჰია. ბუდისტები სამადჰის – “ნირვანას” უწოდებენ, ქრისტიანები – “ღვთის სასუფეველს”.

თუ არის საჭირო ყველა ამ საფეხურების გავლა საკუთარი თავის შეცნობისათვის

შრი ჩინმოი: სულიერ სადჰანაში, ან დისციპლინაში, რვა საფეხურია. იამა, ნიამა, ასანა, პრანაიამა, პრატიაჰარა, დჰარანა, დჰიანა და სამადჰი. იამა თვითკონტროლია და ზნეობრივი თავშეკავებაა; ნიამა ქცევის წესების მკაცრი დაცვა და ხასიათის კონტროლი; ასანები სხეულის პოზებია, რომლებიც დამშვიდებაში ეხმარებიან სხეულს და ამთვისებელ ინსტრუმენტად აქცევენ; პრანაიამა სისტემატიზირებული სუნთქვის სისტემაა გონების კანოტროლისთვის და დამშვიდებისთვის; პრატიახარა გრძნობების ცხოვრებისგან წასვლაა, დჰარანა ცნობიერების კონცენტრაციაა ღმერთზე; დჰიანა მედიტაციაა, სამადჰი ტრანსია, ინდივიდუალური ცნობიერების უნივერსალურ ცნობიერებასთან აბსოლუტური შერწყმაა.

თუ შეგნებულად მივისწრაფით, ჩვენ არ გვჭირდება ამ წინა საფეხურების გავლა. იმისთვის, რომ შევიდეთ მედიტაციაში, ჩვენ არ გვჭირდება ჰათხა იოგის ასანებისა და პრანაიამის გავლა. თვითკონტროლი, გრძნოდების ცხოვრებისგან წასვლა და ღმერთზე ცნობიერების მოკრება გარკვეულწილად აუცილებელია მანამ, სანამ ნამდვილი მისწრაფება არ გვაქვს. მაგრამ როგორც კი მისწრაფება შედის გაუსხივოსნებელ ადამიანის ბუნებაში, მოგზაურობა დაიწყო. თუ გვაქვს მისწრაფება, ჩვენ შეგვიძლია დავიწყოთ კონცენტრაციით, მედიტაციით და ჭვრეტით.

თუ გსურთ პრატიაჰარას პრაქტიკა, გამავალი ენერგიის კონტროლის და თქვენი არსებისა და ცნობიერების გარკვეულ ასპექტზე ყურადღების ფოკუსირების გზით, მაშინ მისწრაფებას უდიდესი მნიშვნელობა აქვს. თქვენ არ გჭირდებათ იამას, ნიამას, ასანის და პრანაიამის საფეხურების გავლა. როდესაც ნამდვილად შეხვალთ მისწრაფების ცხოვრებაში, თქვენ სწრაფად შეეცდებით უარის თქმას არასწორ რამეებზე. თქვენ ავტომატურად ზნეობრივი და კონტროლირებადი ცხოვრებით იცხოვრებთ და აღარ გააკეთებთ იმას, რაც თქვენს სულიერ ცხოვრებას ზიანს მიაყენებს. თქვენი შინაგანი ვედრება, თქვენი მისწრაფება გაიძულებთ თქვენ პირველი ორი საფეხურის პრაქტიკას, და თქვენ აღმოაჩენთ, რომ მესამე და მეოთხე საფეხური არ არის უაცილებელი.

ამბომენ: “შორი გზიდან მოუარე და შინ მშვიდობით მიდიო!” თქვენც ასევე შეგიძლიათ ნაბიჯ-ნაბიჯ იაროთ, ნელა და მტკიცედ. მაგრამ ამავე დროს არსებობს გზა, რომელსაც “მზით მოფენილი გზა” ეწოდება. ყველა გზა ერთი მიზნისკენ მიდის, მაგრამ არსებობს ერთი განსაკუთრებული გზა, რომელიც ყველაზე სწრაფად მიგვიყვანს. ეს კონცენტრაციის, ღრმა მედიტაციის და ერთმიმართულებიანი ჭვრეტის გზაა. რა თქმა უნდა, შეიძლება პრატიაჰარის პრაქტიკა სხვა დისციპლინების პრაქტიკის გარეშეც. თუ ადამიანს სურს გამოტოვოს პრატიახარას პრაქტიკა და დჰარანით და დჰიანით დაიწყოს, მას ასევე შეუძლია ამის გაკეთება. ბევრი სულიერი მაძიებელი ასე იქცეოდა, და დიდ წარმატებას აღწევდა თავის სულიერ მოგზაურობაში. მაგრამ ეს კონკრეტულ ადამიანზეა დამოკიდებული: გრძნობს თუ არა ის რაიმე კონკრეტული საფეხურების საჭიროებას.

მე ვეუბნებოდი ჩემს მოწაფეებს, რომ არავითარი აუცილებლობა არაა იმისა, რომ დაიწყონ იმით, რაც დჰიანამდეა. ჩემთან მედიტირებისას, ისინი განიცდიან ძლიერ და ამაღლებულ გამოცდილებებს ყოველგვარი მოსამზადებელი დისციპლინების გარეშე. მაგრამ არიან ესეთი მასწავლებლები, რომლებიც სთხოვენ თავის მოწაფეებს სხვა ეტაპების გავლას. მე ამის საწინააღმდეგო არაფერი მაქვს. ყოველს ჭეშმარიტების შეცნობის და სხვებისთვის ჭეშმარიტების შემოთავაზების თავისი საკუთარი გზა აქვს. თუ თვენ საკმარისად გულწრფელი ხართ იმისთვის, რომ ბოლომდე გაყვეთ სულიერ გზას, და თუ სულიერი მასწავლებელი ან მეგობრები გყავთ, რომლებმაც ძალიან შორს წავიდნენ თავის სულიერ ცხოვრებაში, მაშინ თქვენ შეგიძლიათ მათი დახმარება და რჩევები მიიღოთ იმის შესახებ, თუ როგორ წახვიდეთ წინ ყველაზე სწრაფად.

შრი ჩინმოი, წიგნიდან “სხეული – ადამიანის ციხე-სიმაგრე”

ბმელები:

 

<<< გვერდზე “იოგა”