ინდუიზმი

ინდუიზმი შინაგანი გამოცდილებაა, ეს სულის გამოცდილებაა. ინდუიზმი არ არის რელიგია. ეს კულტურის სახელწოდებაა თვითდისციპლინირებული სულიერი კილტურის. სიტყვას “რელიგია” თქვენ ფაქტიურად ვერ ნახავთ ინდუსის ლექსიკონში. მის ლექსიკონშია სიტყვა “დჰარმა”. დჰარმა, უეჭველად, მოიცავს რელიგიას, მაგრამ დჰარმას მნიშვნელობა რელიგიის კონცებციაზე ბევრად შორს მიდის. დჰარმა ნიშნავს ცხოვრების შინაგან კანონს, ადამიანის არსებობის უფრო ღრმა აზრს. დჰარმა სანსკრიტული სიტყვაა, რომელიც წარმოიშობა ფესვიდან დჰრი – “მიყოლა”. ის, რასაც მიყვება ადამიანი, მისი შინაგანი კანონია. ეს შინაგანი კანონი ღვთიური, ყოვლისთვის ასრულების მომტანი გამოცდილებაა, რომელიც ათავისუფლებს ადამიანს უვიცობის ბორკილებისგან ფიზიკირ სამყაროში ყოფნისასაც კი.

მეორეს მხრივ, სიტყვა “რელიგია” მიღებულია ლათინური ზმნისგან ლიგარე (ligare) – “შეკვრა”. ძველი ბერძნები ხედავდნენ რელიგიაში ძალას, რომელიც კრავდა და აკონტროლებდა ადამიანს. მაგრამ ძველი ინდოელი ბრძნები გრძნობდნენ, რომ რელიგიამ, არა, დჰარმამ უნდა გაათავისუფლოს ადამიანი იმისგან, რაც მას კრავს, ანუ მისი უვიცობისგან. გამოღვიძებულმა ადამიანის ცნობიერებამ ბოლო უნდა მოუღოს უვიცობას, ან უფრო სწორად, უვიცობა უნდა გარდაიქმნას  ჭეშმარიტების ცოდნად.

შრი აურობინდო ამბობს:

“დჰარმა – ინდური კონცეპციაა, რომელშიც უფლებებსა და მოვალეობებს შორის იკარგება ხელოვნური ანტაგონიზმი, შექმნილი მსოფლიოს შეხედულებით, რომელიც მოქმედების სათავეში აყენებს ეგოიზმს, და აღდგება მათი ღრმა და მარადიული კავშირი. დჰარმა – დემოკრატიის ფუნდამენტია, რომელიც აზიამ უნდა აღიაროს, რამეთუ ამაშია განსხვავება აზიის სულსა და ევროპის სულს შორის. აზიის ევოლუცია დჰარმის მეშვეობით ხორციელდება; ეს მისი საიდუმლოა.”

 შრი ჩინმოის წიგნიდან “იოგა და სულიერი ცხოვრება.”

“ყოველთვის, როდესაც უსამართლობა ბატონობს და სამართლიანობა ეცემა, მე ვევლინები.
რათა დავიცვა და შევინახო კეთილშობილნი და ბოლო მოვუღო ბოროტებს, აღვადგინო დჰარმა, მე ვევლინები საუკუნიდან საუკუნემდე.”

ბჰაგავად გიტა IV, 7-8

“როდესაც ადამიანს შეუძლია ხედავდეს მარადიულობას გარდამავალში
და უსასრულობას სასრულში, მაშინ ის სუფთა ცოდნას ფლობს.”

ბჰაგავად გიტა XVIII, 20

ინდუიზმი აღმოცენდა 4000-ზე მეტი წლის წინ (შეიძლება უფრო ადრეც). ის არ წარმოადგენს რომელიმე ერთ გაერთიანებულ რელიგიას, მას არ ყავს დამფუძნებელი, რომელიმე ერთადერთი მასწავლებელი,და არც წინასწარმეტყველები ყავს. ინდუისტებს უნივერსალური სულის ან ღმერთის სწამთ, რომელსაც ბრაჰმანს უწიდებენ. ინდუიზმი იოგიდან მოდის.

ჩვენი საიტის რესურსები:

იოგა – იოგის სხვადასხვა სახეობები, საფეხურები, იოგის მასწავლებლები

სულიერი მასწავლებლები

შრი კრიშნა

ინდოეთით შთაგონება

მისტერ შონფილდი: რა ეფექტი მოახდინა ინდუიზმმა და ბუდიზმმა დასავლეთზე?

შრი ჩინმოი: ის, რაც შემოდის დასავლეთში არ არის ინდუიზმი ან ბუდიზმი. ეს იოგაა, რომელიც ცდილობს შთააგონოს დასავლეთი. იოგა არ არის მხოლოდ ინდოეთის მონოპოლია. ინდიელს აქვს სული, ამერიკელსაც აქვს სული. როდესაც იოგის პრაქტიკას ვეწევით, თქვენი სული და ჩემი სული ერთი ხდება. ეს არაა ჩემი რელიგია ან თქვენი რელიგია, რომელიც გვაერთსულოვნებს. ეს ჩვენი სულები ერთიანს გვხდიან.

შრი ჩინმოის წიგნიდან “მორჩილება: უმაღლესი კეთილშობილება”

შრი ჩინმოი ინდუიზმზე

“შეიცანი თავი შენი”. აი რისკენ მიისწრაფვის ინდუიზმი. ეს ინდუიზმის კვინტესენციაა.

მშფოთვარე გაურკვევლობების სამყაროში, ბნელი სიცრუისა და ბრმა სიგიჟის სამყაროში რელიგია ერთერთია რამაა, რომელიც თავის ღირსებას ინარჩუნებს. ზუსტად რელიგიას ადამიანის ღვთიურობა გამოჰყავს წინა პლანზე. ზუსტად რელიგიას შეუძლია შთააგონოს ადამიანი შეებრძოლოს დაუნდობელ აწმყოს, გააძლიეროს თავისი შინაგანი ძალა და იბრძოლოს ჭეშმარიტებისთვისა და ღვთის საათისთვის.

თქვენ ყველანი კარგად იცით, რომ ინდუსური რელიგია ერთერთი უძველესი რელიგიაა მსოფლიოში. უმრავლესი რელიგიებისგან განსხვავებით, ინდუსურ რელიგიას არ ჰყავს კონკრეტული დამფუძნებელი. ის თავიდანვე ეფუძნებოდა რიშების (rishi), ბრძნების, სულის ამაღელვებელ გამოთმებს. რიში ისაა, ვინც ხედავს ჭეშმარიტებას და საუბრობს ჭეშმარიტებასთან.

თუ მოინდომებთ ინდუიზმის განსაზღვრებას, თქვენ ამას შეძლებთ ერთი მოკლე სიტყვით: სიყვარული. ეს სიყვარული ყველაფერს მოიცავს და მარად იზრდება. ნამდვილი ინდუსი იტყვის: “მე ჰაერის გარეშე ცხოვრება შემიძლია, მაგრამ ღმერთის გარეშე – არა.” მაგრამ ამავე დროს, თუ ინდუსი ამბობს, რომ ღმერთის საერთოდ არ სწამს, ის მაინც ინდუსი რჩება. ის თავს ინდუსად გრძნობს, სხვები კი ამას არ უარყოფენ. აქ მთავარ როლს პირადი არჩევანი თამაშობს. ინდუსს შეუძლია ასობით ღმერთს თაყვანი სცეს ან მხოლოდ ერთს. მისთვის ღმერთი შეიძლება “პიროვნული”იყოს, ან შეიძლება “უპიროვნო” იყოს. ჩემო ახალგაზრდა მეგობრებო, მე შევეცდები აგიხსნათ, თუ რა იგულისხმება “პიროვნულსა” და “უპიროვნოში”. აეროპორთში თვითმფრინავია. თქვენ მისი დანახვა შეგიძლიათ. ის რაღაც კონკრეტული, მატერიალური და ხელშესახებია. როდესაც თვითმფრინავი მიწას წყდება და აღარ სჩანს, მიუხედავად იმისა, თქვენ იცით, რომ ის სადღაც ცაშია. შეიძლება ის კანადაში ან იაპონიასი მიფრინავს, ან კიდე სხვაგან. მაგრამ თქვენ იცით, რომ ის არსებობს, მოქმედებს და ფუნქციონირებს რაღაც სხვა დონეზე. ანალოგიურად, ჩვენ “უპიროვნო” ღმერთს, რომელსაც ჩვენ შეიძლება ვერ ვხედავთ ხელშესახებ ფორმაში, ვგრძნობთ ჩვენს გაღვიძებულ ცნობიერებაში, სადაც ის უხილავად გვმოძღვრავს და გვაყალიბებს.

ჩვენ ვისაუბრეთ ინდუიზმის შეხედულებაზე ღმერთზე. ახლა კი მოდით გავამახვილოთ ყურადრება იმაზე, თუ რას იძახის ინდუიზმი ღვთის რეალიზაციაზე. ღვთის რეალიზაცია სხვა არაფერია, თუ არა სულიერი მეცნიერებაა, რომელიც ბოლოს უღებს თანჯვას, უვიცობასა და სიკვდილს. მაგრამ ჩვენ უნდა შევიცნოთ ღმერთი მისი გულისთვის და არა ჩვენი გულისთვის. ეძებდე ღმერთს თავისი გულისთვის, – თავისი უსასრულო სურვილების უშედეგოდ კვებას ნიშნავს. მაგრამ ეძებდე ღმერთს მისი გულისთვის, – მის უნივერსალურ ცნობიერებაში ცხოვრებას ნიშნავს; სხვა სიტყვებით, მასთან ერთად აბსოლუტურად და განუყოფლად ყოფნას ნიშნავს.

უმნიშვნელოვანესი კითხვა ის არის, იმყოფება ღმერთი ჩვენში ყოველთვის, თუ სტუმრობისათვის დიდი ხნით შედის ჩვენს გულში, თუ უბრალოდ მოდის და მიდის? ღრმა მადლიერების გრძნობით, ნება მიბოძეთ მოვუხმო ემილი დიქინსონის უკვდავ სულს, რომლის სულიერი მისწრაფება მაძიებელს წააქეზებს გაიგოს, ზუსტად რას წარმოადგენს უსასრულო ღმერთი. ის ამბობს:

“ვარაუდობენ, რომ უსასრულობა
სტუმარია მოულოდნელი,
მაგრამ იმ საოცარს რანაირად შეუძლია მოსვლა,
თუ არასოდეს წასულა?”

ინდუიზმს მარადიულ რელიგიას უწოდებენ. ის ყვალანაირი კაცობრიობისთვის არსებული გზებით ღმერთთან კავშირს ეძებს. მას კაცობრიობის ღმერთთან ყოვლის-ამსრულებელი კავშირი სურს, არც მეტი და არც ნაკლები. მისი არსი შემწყნარებლობაა. ინდუიზმი უარზეა მიიღოს მსოფლიო რელიგიები, როგორც ცალკე მდგომი რეალობები. ის თავისებურად იტევს მსოფლიოს ყველა რელიგიას, და შეიძლება ითქვას, და ეს სიმართლისგან შორს არ იქნება, რომ ინდუიზმი აღმსარებლობების უნიკალური ძმობაა.

ნამდვილი ინდუსისთვის სიყვარული სხვებისადმი ორგანული ნაწილია მისი ღვთისადმი სიყვარულისა. სიხარულით და მნიშვნელოვნად მისი სული აუწყებს და იმღერებს უოლტ უიტმენის უშიშარ სულთან:

“ჩემს თავს ვადიდებ და ჩემს თავს ვუმღერი
რასაც ვაცხადებ ჩემად, შენც განაცხადებ.
რადგან ყოველი ატომი, მე რომ მეკუთვნის, ასევე შენია.

ინდუიზმის ყველაზე ნათელი თვისება უშუალო გამოცდილების ძებნნაა, უფრო მეტიც, ღვთის რეალიზაციაა. თუ შეისწავლით ვედებს, უპანიშადებს, ბჰაგავად-გიტას და სხვა ინდურ წმინდა წერილებს, თქვენ შეიძლება გაგიკვირდეთ, როცა შენიშნავთ, მიუხედავად იმისა, რომ თითოეული ხაზს უსვამს რაღაც კონკრეტულ ასპექტს ან გარკვეულ იდეას, ისინი ყვალანი თავისი არსით განასახიერებენ ერთსა და იმავე სრულყოფილ ღვთიურ ცოდნას, რაც თავადაა ღმერთი.

შრი ჩინმოის წიგნიდან “იოგა და სულიერი ცხოვრება.”

ფოტო: Unmesh Swanson (მდინარე განგი) და
შრი ჩინმოის ნახატები “სპილო” და “იოგი”

ბმულები:

  • A Tribute to Hinduism – შესანიშნავი ინგლისურენოვანი საიტი. არაკომერციული, ბევრი რესურსებიღ ინდუიზმის სხვადასხვა სპექტებზე
  • წიგნები ინდუიზმზე (Amazon.com-ზე)
  • An Introduction to Hinduism – მშვენიერი ინგლისურენოვანი წიგნი
  • Hinduism Todayთანამედროვე ჟურნალი, რომელიც სთავაზობს ინდუსურ სინათლეს თანამედროვე კონტექსტში
  • >ინდუსური პოეტები Poet Seers-ზე
  • Hindu.org – საიტი მიძღვნილი ინდუსურ სოლიდარობის, კულტურისა და დიდი სანატანა დჰარმის (Sanatana Dharma) ცოდნის გავრცელებას ყველა ადამიანისთვის მსოფლიოში.

 

<<< გვერდზე “რელიგიური ტრადიციები”