შრი ჩინმოი

შრი ჩინმოი (Sri Chinmoy) კუმარ გჰოში დაიბადა 27 აგვისტოს 1931 ბენგალიის პატარა სოფელ შაკპურაში, ჩიტაგონგში. მაშინ ის ინდოეთის ნაწილი იყო, ახლა კი ჩიტაგონგი ბანგლადეშის შემადგენლობაშია.

შრი ჩინმოი ან “მადალი”, ასეთი იყო მისი მეტსახელი იმ დროს, ენერგიით სავსე და ასევე ცოტათი ცელქი ბავშვი იყო, მას უყვარდა მოძრაობა.[2] ადრეულ ასაკში მან გამოცადა ინტენსიური მისტიკური ხილვა, რომლის დროსაც მან “აბსოლუტური უზენაესი” იხილა. მალე, ამ გამოცდილების შემდეგ, 12 წლის ასაკში, ის შევიდა შრი აურობინდოს აშრამში, სადაც ბევრ საათს მედიტაციებში ატარებდა.[3] ეს ზუსტად აშრამში მოხდა, მისმა ძმამ ჩიტტამ (Chitta) მას სახელი “ჩინმოი” მისცა, რაც “ღვთიური ცნობიერებით სავსეს” ნიშნავს.[4] ის აშრამში 20 წელი ცხოვრობდა, თივისი დროს დიდ ნაწილს მედიტაციის პრაქტიკაში და ლექსების წერაში ატარებდა. ის იხსენებს, თუ როგორ დგებოდა ძალიან ადრე, დილის 2:07, მედიტაციაზე, და ბევრი საათით მედიტაციაში იძირებოდა. მედიტაციაში ბევრ საათს ყოფნასთან ერთად, შრი აურობინდოს აშრამის ფილოსოფია წაახალისებდა აქტიურ გარე ცხოვრებას. შრი ჩინმოი მონაწილეობას იღებდა აშრამის აქტიურ ცხოვრებაში, ის კარგი ფეხბურთელი და ათლეტი იყო. მან 2-ჯერ აშრამის დეკატლონში გაიმარჯვა და რამოდენიმე წლის განმავლობაში 100 მეტრზე უსწრაფესი მორბენალი იყო.[5]

1964 წელს შრი ჩინმოიმ იგრძნო შინაგანი შთაგონება გამგზავრებულიყო დასავლეთში და შეეთავაზებინა სულიერი სიბრძნე და პრაქტიკა დასავლეთის მაძიებლებისთვის. ბოლო 1960-ან წლებში ამერიკა გადიოდა სოციალურ ცვლილებების ეტაპს; ახალგაზრდობა ეჭვის ქვეს აყენებდა არსებულ იდეებს. ამ სიტუაციაში აღმოსავლური იდეების და ინდური იოგის მიმართ ჩნდება დაინტერესება. ალბათ ეს ყვალაზე ნათლად “Beatles”-მა გამოხატეს, როდესაც ინდოეთში მაჰარიშის (Maharishi) აშრამს ესტუმრეს.

აღმოსავლური სულიერების სწავლით ხელმისაწვდომი ფორმით, შრი ჩინმოიმ სწრაფად მიიზიდა მოწაფეთა ჯგუფი და დააარსა პიველი შრი ჩინმოის ცენტრი, სადაც მისი მიმდევრები იკრიბებიან შეხვედრებისთვის და მედიტაციისთვის. ახლა 350-ზე მეტი შრი ჩინმოის ცენტრი არსებობს ევროპის, ამერიკის, აზიის, ავსტრალიის ბევრ ქვეყნებში.

რამოდენიმე წლის განმავლობაში შრი ჩინმოი და მისი მოწაფეები გამოსცემდნენ ჯურნალს “აუმ მეგეზინს” (Aum Magazine). Aum Magazine-ში იბეჭდებადა ძირითადად შრი ჩინმოის ლექციები, საუბრები, ნაშრომები. Aum Magazine-ის პირველი ასლი ინდოეთის პრეზიდენტს დოქტორ რადჰაკრისნანს (Dr S. Radhakrishnan) გაეგზავნა. პრეზიდენტმა დიდად შეაქო ჟურნალი მისი სულიერი ხილვისა და სიცხადის გამო.[6] Aum Magazine-ი აღარ გამოდის, მის ნაცვლად შრი ჩინმოის ნაყოფიერი შემოქმედება დაიბეჭდა 1.500 წიგნის სახით. ასევე ბევრი გამოუქვეყნებელი ნაშრომი არსებობს, რომელიც ახლო წლებში გამოჩენას ელოდება.

თავისი მოწაფეებთან მუშაობის გარდა, ის თავის სულიერ მესიჯს ავრცელებდა მსოფლიოს უნივერსიტეტებში ლექციების წაკითხვით. 1968 წლიდან, მისი პირველი სალექციო ტურის შემდეგ, ის კითხულობდა ლექციებს ოქსფორდის, კემბრიჯის, ჰარვარდის, პრინსტონის, მოსკოვის სახელმწიპო და ბევრ სხვა უნივერსიტეტებში და სასწავლებლებში. ეს ლექციები გამოიცა და ითარგმნა 25 ენაზე. 1974 წლის ლექციების ტური 50 შტათში წიგნად გამოიცა სახელწოდებით”ორმოცდაათი თავისუფლების ნავი ერთი ოქროს ნაპირისკენ” (Fifty Freedom-Boats to One Golden Shore).[7]

1970 წლიდან , შრი ჩინმოი მსახურებდა, როგორც გაერთიანებული ერების სამედიტაციო ჯგუფის ხელმძღვანელი, ნიუ-იორკის გაეროს შტაბ ბინაში. გაერთიანებულ ერებში მან მედიტაციები დაიწყო იმჟამინდელი გენერალური დირექტორის უ ტანის მოწვევით. უ ტანმა ეს კომპლიმენტი შრი ჩინმოის უბოძა:

“მე თქვენზე მსმენია ბევრი, ბევრი ადამიანისგან. ისინი, ვინც თქვენზე მესაუბრება, ყველა მადლიერები და აღტაცებულები არინ თქვენით, მე კი პირადად ვგრძნობ, რომ თქვენ ასრულებთ ყველაზე მნიშვნელოვან ამოცანას გაერთიანებული ერებისთვის. თქვენთან შეხვედრა ეს ჩემთვის დიდი პატივია. იგრძენით ჩემი გულწრფელი პატივისცემა და გულწრფელი მზრუნველობა, იმისთვის რასაც თქვენ აკეთებთ კაცობრიობისთვის.”  – უ ტანი, 29 თებერვალი, 1972 წელი. – წყარო

გაერო შტაბ-ბინაში შრი ჩინმოი კვირაში ორჯერ ატარაბდა მედიტაციებს გაეროს დელეგატებისთვის და თანამშრომლებისთვის. ის თავის მუშაობას ხედავდა, როგორც მნიშვნელოვან ნაბიჯს მშვიდობისა და ურთიერთგაგების განვითარებაში მსოფლიოს ერებს შორის.

ბოლო წლებში შრი ჩინმოი უფრო ემხრობოდა სამედიტაციაო მუსიკის კონცერტების შეთავაზებას, ვიდრე ლექციების წაკითხვას. მას დედამიწის ირგვლივ 777 მშვიდობის კონცერტი აქვს ჩატარებული.[8] შრი ჩინმოი თავის კონცერტებს იწყებდა სამედიტაციო მუსიკით, როგორც წესი, მის საყვარელი ინსტრუმენტზე ესრაჟზე. ეს მდუმარების მომენტები აძლევდენ მას საშუალებას მედიტატიურ ცნობიერებაში შესულიყო.

უამრავი თავისი მოღვაწეობით შრი ჩინმოი აცხადებს, რომ მისი მთავარი ამოცანაა აამაღლოს მაძიებლების ცნობიერება.[9] მისი სწავლება ინდური იოგას ფილოსოფიაზეა დაფუძნებული. მას დაწერილი აქვს ვრცელი კომენტარები ვედებზე, უპანიშადებზე, ბჰაგავად-გატაზე. ამასთან ერთად შრი ჩინმოიმ თავისი საკუთარი სტილი განავითარა. კერძოდ ის ფართოდ იყენებს მოკლე მასწავლებად აფორიზმებს. ამ აფორიზმების ან მოკლე ლექსების მიზანია, გაუწიონ ხელმძღვანელობა სულიერ პრაქტიკაში. შრი ჩინმოი ამბობს, რომ მისი გზა – უბრალიების გზაა:

“ჩვენი გზა, ძირითადად, გულის გზაა და არა გონების გზა.” [10]

შრი ჩინმოი თავად გრძნობს, რომ გულზე კონცენტრაციით მაძიებელს შეუძლია ღვთიური სიყვარულის წინა პლანზე გამოიყვანა, და ეს მიზნისკენ მიმავალი ყველაზე მოკლე გზაა:

“როგორ შეგვიძლია გამოვიყვანოთ ჭეშმარიტება თავისი საკნიდან? და ისევ, მინდა ვთქვა: სიყვარულით. სიყვარულით ვისადმი? სიყვარულით ღვთისადმი. და ვინ არის ღმერთი? ღმერთი ჩვენში მყოფი უმაღლესი გასხივოსნებული ნაწილია. ღმერთი სხვა არავინ და არაფერია.”  [11]

შრი ჩინმოის ფილოსოფიის მთავარი ასპექტი ის იყო, რომ რაც არ უნდა ეკეთებინა, მას სურდა გამოეტანა  წინა პლანზე თვითდაძლევის კონცეპცია. ღრმა მედიტაციის მდგომარეობიდან მას შეეძლო შთაგონების შინაგანი წყაროს გამოტანა, რამაც გამოიწვია უპრეცენდეტო რაოდენობრივი და მრავალფეროვანი შემოქმედებითი და სპორტული აქტივობა. მას დაწერილი აქვს 20.000-მდე სიმღერა, 50.000 მეტი ლექსი, ჩატარებული აქვს 700 მეტი კონცერტი, შექმნილი აქვს 150.000 მხატვრული ტილო და 16 მილიონი გრაფიკული ნახატი. [12] შრი ჩინმოის  გარბენილი აქვს რამოდენიმე მარატონი და ულტრა მარატონი. 74 წლის ასაკში მან დაიწყო სიმძიმეების აწევა, ბევრი მასალა დოკუმენტურადაა აღბეჭდილი და შესრულებულია ბევრი ცნობილი ხალხის თანდასწრებით და მონაწილეობით.[13]

1990 წლიდან შრი ჩინმოიმ უნიკალური ჩიტების-სულების ხატვა დაიწყო. ეს ჩიტები მისი სულიერი შემოქმედების, როგორც მან თვითონ უწოდებდა “ჯარნა-კალა”-ს, სიმბოლოდ იქცნენ. შრი ჩინმოის უყვარს ჩიტები, რადგანაც გრძნობს, რომ ისინი ადამიანის სიმაღლისკენ მისწრაფებულ სულებს განასახიერებენ, რომლებიც ცდილობენ ფიზიკური სხეულის შეზღუდულობის გადალახვას.[14] ეს ნახატები გამოფენილნი იყვნენ გაერთიანებული ერების ორგანიზაციაში, პარიზში ლუვრში და სხვა ცნობილ მუზეუმებსა და დარბაზებში.[15] ზოგი დამთვალიერებელი ეჭვით უყურებს ნამუშევრების ხარისხს. შრი ჩინმოი პასუხობს, რომ არანაირი კონფლიქტი არაა რაოდემობასა და ხარისხ შორის.[16] რადგან მისი მედიტაცია მას საშუალებას აძლევს არხი გახდეს შემოქმედების შინაგანი ნაკადისათვის.[17]

“ჩემი სულიერება, ჩემი შემოქმედება, ჩემი პოეზია, ჩემი წიგნები, ჩემი მუსიკა, ყველა ჩემი შემოქმედებითი გამოხატვა ოჯახს ქმნის, სულიერ ოჯახს. ჩემი ოჯახის წევრები წამიყვანენ ყველგან, სადაც საჭირო ვიქნები, რათა მისწრაფებულ კაცობრიობას ვემსახურო. სულიერი გამოხატვის რა ფორმაც არ უნდა ჩათვალოს საჭიროდ მაძიებლმა თავისი მისწრაფების გაზრდისთვის, ის ჩემგან ამის აღებას შეძლებს.” [18]

დილით 2007 წლის 11 ოქტომბერს შრი ჩინმოი შევიდა მაჰასამადჰში. მისი ცხოვრების ბოლო სტრიქონები ასეთი იყო:

“ჩემი ფიზიკური სიკვდილი
არ არის ჩემი ცხოვრების დასასრული.
მე მარადიული მოგზაურობა ვარ.”

შრი ჩინმოი

 

 ავტორი: Tejvan Pettinger

 

ბმულები:

ოფიციალური ვებგვერდი. შრი ჩინმოის ცენტრი რეგულარულად აწყობს ლექციებს და პრაქტიკულ სემინარებს იოგასა და საკუთარი შინაგანი პოტენციალის გახსნაზე, კოცერტებს, გამოფენებს, პოეზიის საღამოებს და სპორტულ ღონისძიებებს.

 

ბიოგრაფიული წყაროები:

[1] To The Streaming Tears Of My Mother’s Heart And To The Brimming Smiles of My Mother’s Soul, Agni Press, New York, 1994.

[2] Early Years of Sri Chinmoy

[3] Biography Sri Chinmoy – Gale Publications

[4] Chitta’s Reminiscences [Source: “Chitta’s Notebook” in Sri Chinmoy, My Brother Chitta, Aum Publications, Jamaica, New York, 1998. Available at https://www.srichinmoylibrary.com/brother-chitta-madal/36.html

[5] Ashram Years

[6] The luminous Life of Sri Chinmoy – Tiny Tot Publications Delhi

[7] 50 Freedom Boats to One Golden Shore

[8] List of Sri Chinmoy Concerts at Sri Chinmoy Centre

[9] Inspiration, Aspiration and Realisation

[10] Our Path  Sri Chinmoy.org-ზე

[11] Our Path  Sri Chinmoy.org-ზე

[12] List of achievements at Sri Chinmoy Biography

[13] Weightlifting of Sri Chinmoy

[14] Art of Sri Chinmoy

[15] Sri Chinmoy Art

[16] Sri Chinmoy on his poetry

[17] Sri Chinmoy Art

[18] Quote on spirituality

<<< გვერდიზე “სულიერი მასწავლებლები”