კითხვა: ნიშნავს თუ არა იოგა და მედიტაცია ყველა რელიგიგიაზე უარის თქმას?
შრი ჩინმოი: მედიტაცია არ ეწინააღმდეგება რომელიმე რელიგიას. რელიგიას არეფერი აქვს სათქმელი მედიტაციის წინააღმდეგ, რადგან ჭეშმარიტი რელიგია – ეს ღვთის შეცნობაა. ჩემ მოწაფეებს შორის არიან კათოლიკები, პროტესტანტები და იუდეველები. ნამდვილი მისწრაფებული, რომელმაც სულიერების და იოგის გზას დაადგა, ყოველგვარი პრობლემების გარეშე დარჩენა შეუძლია თავის რელიგიაში. მე არ ვთხოვ ჩემ მოწაფეებს რელიგიაზე უარის თქმას. ნამდვილი იოგა არ მოითხოვს რომელიმე რელიგიაზე უარის თქმას. თუ მოწაფეები რჩებიან საკუთარ რელიგიაში და სულიერი ცხოვრების პრაქტიკას მისდევენ, მათ შეუძლიათ სწრაფზე სწრაფად ირბინონ მიზნისაკენ. მათი საკუთარი რელიგია მუდმივად მათ არწმუნებს იმაში თუ, რას აკეთებენ.
ფიზიკურ გამოვლინებაში თითოეული რელიგია სახლივითაა. თქვენ გიწევთ რომელიმე სახლში ცხოვრება? თქვენ ქუჩაში ვერ დარჩებით, რადგანაც თქვენ შეიძლება არ ჭირდებოდეთ სამყაროს ან სამყარო შეიძლება არამემეგობრული იყოს თქვენს მიმართ. მაგრამ მოდის დრო, თქვენი ცნობიერება ფართოვდება და მთელი სამყარო თქვენი სახლი ხდება. და მაშინ აღარ გზღუდავენ გარკვეული სახლების ჩარჩოები. თქვენ ღებულუბთ ყველა რელიგიას, და ამავე დროს, გადიხართ რელიგიის საზღვრებიდან. და აღწევთ შეგნებულ ერთიანობას ღმერთთან. თითოეული რელიგია მდინარესავითაა, მაგრამ როდესაც მდინარე ჩაედინება ოკეანეში, მდინარის როლი ამით მთავრდება. ამ დროს მდინარე გრძნობს, რომ ის თავად ოკეანე გახდა, გახდა ერთიანი თავის საწყისთან. ასე რომ, რელიგია მდინარესავითაა, ღვთის შეცნობა კი ოკეანესავითაა.
თუ რომელიმე რელიგიას მისდევთ, თქვენ მიდიხართ თქვენი დანიშნულების ადგილისაკენ. მაგრამ თუ გსურთ უმაღლესი, აბსოლუტური ჭეშმარიტების მიღწევა, მაშინ თქვენთქვის აუცილებელია კონცენტრაცია, მედიტაცია და ჭვრეტა. ეს არ ნიშნავს იმას, რომ არ ივლით ეკლესიაში ან სინაგოგაში. არა! მაგრამ ღრმად გულში თქვენ უნდა გრძნობდეთ შინაგან საჭიროებას გაიქცეთ თქვენი მიზნისაკენ სწრაფად, უფრო სწრაფად, ძალიან სწრაფად. ეს კი იმას ნიშნავშს, რომ თქვენ უდა მისდევდეთ სულიერი ცხოვრების პრაქტიკას, თვითდისციპლინის და მედიტაციის ცხოვრებას.
თუ იოგის პრაქტიკისას, თქვენ სურვილი გაგიჩნდებათ დატოვოთ თქვენი რელიგია, ამაში არაფერია ცუდი. რადგანაც თქვენი მიზანია – შეიცნოთ ღმერთი, რომელიც განასახიერებს ყველა რელიგიას და ამავე დროს, რელიგიებზე მაღლა დგას. იოგა მოიცავს ყველა რელიგიას და მიდის რელიგიების საზღვრებს მიღმა. იოგას მივყავართ ღმერთთან შეგნებულ ერთიანობისაკენ. როდესაც თქვენ ერთიანი ხართ ღმერთთან, თქვენ ერთიანი ხართ ყველაფერთან. ამიტომაც უსასრულო სინათლის და ჭეშმარიტების მაძიებლებს შეუძლიათ, თუ უნდათ, გასცდნენ რელიგიური ბარიერებს. თუ მათ სურთ მხოლოდ სინათლის, ჭეშმარიტების, სიმშვიდისა და ნეტარების რამოდენიმე გაელვება, მათ შეუძლიათ დარჩნენ საკუთარ რელიგიებში. მაგრამ თუ მათ უმაღლესი ჭეშმარიტება, ღვთის შეცნობა სჭირდებათ, მაშინ ამათმა შეგნებულად უნდა გასცდენ რელიგიას.
შრი ჩინმოის წიგნიდან “ღრმად შენაგანში: შინაგანი ცხოვრების ფილოსოფია”
კითხვა: მინდა ვიცოდე, არის თუ არა იოგა სხვა ინდური რელიგიის ნაწილი, ან ეს თავისთავად რელიგიაა?
შრი ჩინმოი: იოგა არ არის რელიგია. იოგა სცილდება ყველა რელიგიის საზღვრებს. ის უსასრულოდ უფრო ღრმაა, ვიდრე რელიგია. იოგა ეს ცოცხალი სუნთქვაა, რომელიც გვაგრძნობინებს რომ ღმერთი ჩვენს შიგნითაა, ჩვენგანაა და ჩვენთვისაა. იოგა ეს ღმერთთან პირდაპირი კავშირია. სწორედ ღმერთთან კავშირს გვასწავლის იოგა. და ამავე დროს , ეს ჩვენი შინაგანი სულიერი ცხოვრების ენაა. ეხლა მე ინგლისურად ვლაპარაკობ, რათა გადმოგცეთ ჩემი გრძნობები, აზრები და იდეები. ამის მსგავსად, თუ მოვინდომებ ღმერთთან საუბარს, მაშინ ენას, რომელიც ამისთვისაა საჭირო, იოგა ჰქვია.