კითხვა: თუ არსებობს სიცოცხლე სიკვდილის შემდეგ?
შრი ჩინმოი: სიცოცხლე სიკვდილის შემდეგ გარდაუვალია. რომ ყოფილიყო მხოლოდ ერთი სიცოცხლე დედამიწაზე, მაშინ ჩვენთვის შეუძლებელი იქნებოდა იმ საქმეების ასრულება, რომელიც დასასრულებელია. ღმერთი, რომელიც თავად კმაყოფილებაა, არ დაუშვებს იმას, რომ ჩვენ დაუკმაყოფილებლები დავრჩეთ. მას ყოველთვის ენდომება ის, რომ ჩვენ მთლიანად დაკმაყოფილებულები ვიყოთ. ერთ ინკარნაციაში ჩვენ ვერ აღვასრულებთ ჩვენს მისწრაფებას: ვერ მივაღწევთ უმაღლესს. ასე რომ ჩვენ აქ ვცხოვრობთ, შემდეგ კი გავდივართ გვირაბში, რომელსაც სიკვდის ვუწოდებთ. აქ ჩვენ ცოტა ხანს ვისვენებთ და შემდეგ კვლავ უკან ვბრუნდებით. რეინკარნაცია რომ არ ყოფილიყო, ვერცერთი სული ვერ გამოავლენდა უმაღლეს ჭეშმარიტებას. ერთ ინკარნაციაში ეს შეუძლებელია.
<კითხვა: გურუ, რატომ არ გვახსოვს არცერთი ჩვენი წინა ცხოვრება?
შრი ჩინმოი: გვახსოვს კი დილით რასაც ვჭამდით? თუ გკითხავთ თუ რას ჭამდი პარასკევს ან შაბათს, თქვენ შეიძლება დაიბნეთ. რატომ? იმიტომ რომ თქვენ მას არანაირ მნიშვნელობას არ აქცევთ. ეს იგივე შემთხვევაა წინა ცხოვრებებთან დაკავშირებით. ახლა ჩვენთვის არ არის აუცილებელი ისინი გვახსოვდე.
კითხვა: თუ შეუძლია ადამიანს ახსოვდეს წინა ინკარნაციების დატალები?
შრი ჩინმოი: სულს ადვილად შეუძლია გაიხსენოს თავისი წინა ინკარნაციები, მაგრამ მას ეს არ სურს. ვთქვათ, წინა ინკარნაციაში თქვენ კონექტიკუტში ცხოვრობდით, ახლა კი პუერტო-რიკოში ცხოვრობთ. რათ გინდათ ყოველდღე გახსენება იმისა, თუ რა სახლი გქონდათ კონექტიკუტში და რამდენ ოთახიანი იყო ის. თქვენი საქმეა ახლა იცხოვროთ პუერტო-რიკოში თქვენს ამჟამინდელ სახლში. თუ ვინმემ გკითხათ, სად ცხოვრობთ, თქვენ უპასუხებთ: “მე პუერტო-როკოში ვცხოვრობ”. თუ კი ვინმემ გკითხათ, რამდენი ოთახი გაქვთ, თქვენ უცებ გაიფიქრებთ ამ სახლზე და არა წურსულ სახლზე.
გთხოვთ, წარსულს ნუ აქცევთ ყურადღებას. ახლა თქვენ თქვენი საქმე გაქვთ გასაკეთებელი. უნდა გამოავლინოთ თვისებები, რომლებითაც უფალმა დაგაჯილდოვათ. უნდა აკეთოთ ყველაფერი აქ და ახლავე. სულს ნაკლებათ აინტერესებს, თუ რა სხეულში ცხოვრობდა წინა ინკარნაციაში. სულს შეუძლია ახსოვდეს წინა ცხოვრების პირობები, გარემო და შესაძლებლობები, რაც მას ჰქონდა. მაგრამ სულისთვის ამას არა აქვს მნიშვნელობა. მას უბრალოთ სურს აღასრულოს ღვთის ჩანაფიქრი ისე, როგორც ეს ღმეთს სურს.
თქვენ მიიღეთ თქვენი ბედისწერა. თქვენ იმუშაბებთ და ისწავლით აქ – პუერტო-რიკოში. სულიც ასე თვლის. ის ამბობს: “ახლა მე ამ სხეულში ვარ. გავაგრძელებ გამოვლენას რამდენსაც შევძლებ. აზრები ამაზე, თუ რისი გაკეთება შემეძლო წარსულში ჩემ პრობლემებს ვერ გადაწყვიტავენ. ყველა ჩემი პრობლემის გადაწყვეტა შეუძლია იმას, თუ რას ვიზამ ახლა”.
თუ განაგრძობთ წარსულში დაბრუნებას, ეს დროის ტყვილი ხარჯვა იქნება. თუ უკან წავალთ, ჩვენ დროს ტყუილ-უბრაოდ დავხარჯავთ.
კითხვა: თქვენ თქვით რომ ჩვენ ვვითარდებით და პროგრესს განვიცდით. მაგრამ სად იღებს დასაბამს ეს პროცესი? თუ ჰქონდა მას დასაწყისი?
შრი ჩინმოი: ჩვენ გავნჩდით ღვთის აღტაცებიდან. როდესაც ქმნილების ნაწილად ვიქეცით, ჩვენ გავიარეთ უმდაბლესი სტადიები: მინერალური სიცოცხლე, მცენარეული სიცოცხლე, ცხოველური სიცოცხლე. იმისდა მიუხედავად რომ ახლა ჩვენ შევედით ადამიანურ სიცოცხლეში, ჩვენ ჯერ კიდევ ნახევრად ცხოველები ვართ. არიან ადამიანები, რომლებსაც სურთ კაცთ კლა, სხვებისთვის ტკივილის მიყენება და ყველანაირი ცხოველური და დამანგრევალი თვისებების გამოვლენა.
მაგრამ თუ ვისაუბრებთ სულიერად მისწრაფებულ ადამიანზე, მასთან ყველაფერი სხვაგვარადაა. ის ცდილობს დაძლიოს თავისი უმდაბლესი ბუნება და ცდილობს შეიცნოს თავისი ღვთიური ბუნება და იცხოვროს მასში – იქ სადაც ის სიმშვიდეს, სიხარულს და სიყვარულს განიცდის.
თავდაპირველად ჩვენ აღტაცებიდან გავჩნდით; ეხლა ჩვენ აღტაცებაში ვიზრდებით; და ჩვენ შეგნებულად აღტაცებაში დავბრუნდებით.
კითხვა: თუ შეუძლია ადამიანის სულს მომდევნო ინკარნაციაში მიიღოს ცხოველის სხეული მას შემდეგ, რაც ის ადამიანდ დაიბადა ამ ინკარნაციაში?
შრი ჩინმოი: სამყარო ვითარდება, პროგრესს განიცდის; ჩვენ მიზნისკენ მივიწევით. ევოლუციის მარშში, ერთხელ თუ მივიღეთ ადამიანის სიცოცხლე, ჩვენ არ ვბრუნდებით ცხოველთა სამეფოში. ახლა, ყველა წესს აქვს გამონაკლისი, მაგრამ ეს გამონაკლისები ძალიან, ძალიან იშვიათია. თუ ცალკე პიროვნებას სურს ცხოველურ სიცოცხლეს დაუბრუნდეს, უნდა ვიცოდეთ რომ ეს კონკრეტული პიროვნება საერთოდ არ მიიწევს წინ.
თუ პიროვნება ახლახან შევიდა ადამიანურ სიცოცხლეში, თუ ეს მისი პირველი ან მეორე ინკარნაციაა, როგორც ადამიანისა, და თუ მისი მიდრეკილება ცხოველური ცხოვრების მიმართ ჯერ კიდევ ძალიან ძლიერია, და უნდა ითქვას, თუ მისი უსუფთაო სირველები არ დაკმაყოფილდა წინა ინკარნაციაში მის ცხოველურ სიცოცხლეში, მაშინ ეს ადამიანი შეიძლება დაუბრუნდეს ცხოველურ სიცოცხლეს. და ია რა ხდება, მოდის დრო როდესაც ცხოველური სიცოცხლის ნაწილი სრულიად გამოიღვიძებს და მას სურს შევიდეს ადამიანის სიცოცხლეში. მაგრამ არსებობს მისი გარკვეული ნაწილი , რომელიც არაა ბოლომდე მომზადებული ადამიანური სიცოცხლისათვის. და მაინც სული მოდის ადამიანურ სიცოცხლეში მიუხედავად ამისთვის თავისი არასრულყოფილებისა, მიუხედავად თავისი ბოლომდე მოუმზადებლობისა, და მაშინ შემდეგ იძულებული ხდება დაუბრუნდეს ცხოველურ სიცოცხლე, რადგან მისი გაუსხივოსნებელი ნაწილი არ იყო გარდაქმნილი და მას უძლიერესი ცხოველური მიდრეკილებები და სურვილები აქვს.
კიდევ ერთი მიზეზი ის არის, რომ ჩვეულებრივი ადამიანის ქვედა ვიტალი – დაუკმაყოფილებელი, აუსრულებელი ვიტალი, – იწვევს მასში გაუსაძლის ტანჯვას და ტკივილს, თუ ის გრძნობს, რომ ცხოველურ სიცოცხლეში უფრო მეტი შესაძლებლობაა მიიღოს სიხარული უმდაბლესი ვიტალისაგან, უხეში ფიზიკური სიამოვნებისაგან, მაშინ ეს კონკრეტული სული რამოდენიმე თვით შედის ცხოველთა სამეფოში, რათა ძალიან თავისუფლად მიიღოს უხეში სიამოვნება. ეს არა ერთი ან ორი წლით, არამედ ძალიან მოკლე დროით. როდესაც სიამოვნება დამთავრდა, როდესაც საჭირო გამოცდილება დასრულდა, სული ხელახლა შედის ადამიანთა სამყაროში.
შრი ჩინმოის წიგნიდან “სიკვდილი და რეინკარნაცია”
კითხვა: როგორ დავძლიოთ სიკვდილის შიში?
შრი ჩინმოი: ახლა თქვენ სიკვდილის გეშინიათ, იმიტომ რომ საკუთარ თავზე როგორც სხეულზე, გონებაზე დაგრძნობებზე ფიქრობთ. მაგრამ მოვა დრო, როდესაც თვენი მისწრაფების, ლაცვასა და მიდიტაციის წყალობით თქვენ საკუთარ თავზე იფიქრებთ არა როგორც სხეულზე, არამედ როგორც სულზე. თქვენ იფიქრებთ საკუთარ თავზე, როგორც ღვთის შეგნებულ ინსტრუმენტზე. რადგანაც ღმერთი ყველგან მყოფია და თქვენ გიყენებთ, რათა გამოავლინოს საკუთარი თავი, მაშ როგორ შეძლებს მან მიგატოვოთ სიკვდილის კლანჭებში?
სიკვდილის შიშის დაძლევა იმაზეა დამოკიდებული, თუ რამდენი სიყვარული გაგაჩნიათ ღვთის მიმართ და რამდენად გულწრფელად თქვენ ის გჭირდებათ. თუ თქვენ ვინმე გჭირდებათ, უცებ ჩნდება ერთგვარი დაახლოება – ის ადამიანი თქვენთვის შინაგანად ხელმისაწვდომი ხდება. თუ ღმერთი გჭირდებათ გასულიერებულად, ერთგულად და მუდმივად, მაშინ შიდა სამყაროში თქვენთვის ღვთის სიყვარული, შებრალება და მზრუნველობა თავისუფალად ხელმისაწვდომი ხდება. და თუ ყოველთვის ღვთის სიყვარულს , შებრალებასა და მზრუნველობას გრძნობთ, მაშ სიკვდილის როგორ უნდა გეშინოდეთ? როგორც კი გრძნობთ იმას, რომ
ღმერთი გჭირდებათ, ღმერთს კი თქვენ ჭირდებით, როგორც კი ღმერთს საკუთარ თავში, თქვენს წინ და თქვენს ირგვლივ გრძნობთ, სიკვდილი თქვენთვის აღარ არსებობს. როდესაც ღმერთი არ იმყოფება თქვენ გონებაში, როდესაც მას თქვენს გულში ვერ პოულობთ, როდესაც გეჩვენებათ რომ ის თქვენგან შორსაა, მაშინ სიკვდილი თქვენთვის არსებობს. წინააღმდეგ შემთხვევაში, სადღაა სიკვდილი? ეს ფიზიკურ სხეულს შეუძლია დედამიწის დატოვება, მაგრამ სული – ღვთის შეგნებული ნაწილი – შეგნებულად იქნება ღმერთში და ღმერთისთვის უკუნისიდან უკუნისამდე. ეს თქვენზეა დამოკიდებული იფიქრებთ საკუთარ თავზე როგორც სხეულზე, თუ როგორც სულზე. თუ საკუთარ თავს სხეულად თვლით და არ მიისწრაფვით, მაშინ სულიერ ცხოვრებაში უკვე მკვდერი ხართ. მაგრამ თუ თავს სულად თვლით, ეს იმას ნიშნავს, რომ თქვენ უკვე განავითარეთ უფალთან შინაგანი კავშირი. თუ გეცოდინებათ რომ სული თქვენი უმაღლესი რეალობა, თქვენ არანაირი სიკვდილის შიში არ უნდა გქონდეთ.
შრი ჩინმოის წიგნიდან “ხმა და მდუმარება”
კითხვა: თუ შეუძლია მედიტაციას დაგვაძლევინოს სიკვდილის შიში?
შრი ჩინმოი: რა თქმა უნდა. მადიტაციას ადვილად შეუძლია დაეხმაროს მაძიებელს სიკვდილის შიშის დაძლევაში. მადიტაცია ღმერთთან შეგნებულ კავშირს ნიშნავს. თუ ადამიანს შეუძლია დაამყაროს ერთობა ღმერთთან, რომელიც თავად სიცოცხლეა, მაშინ აქ სიკვდილს ადგილი ვერ ექნება. ის არა მხოლოდ სიკვდილის შიშს დაამარცხებს, არამედ ის დაამარცხებს კიდევ ერთ რამეს. ის დაამარცხებს თავის ღვთის არსებობაში ეჭვს თავის ცხოვრებაში ან სხების ცხოვრებაში. ჩვენთვის ძალიან ადვილია ვგრძნობდეთ იმას, რომ ღმერთი მხოლოდ ჩვენში არსებობს, ან მხოლოდ სულიერ ადამიანებში. მაგრამ თუ ვმედიტირებთ, ჩვენთვის ნათელი ხდება, რომ ღმერთი არა მხოლოდ ჩვენში არსებობს, არამედ ასევე იმათში, ვინც ჩვენ არ მოგვწონს ან არ ვაფასებთ.
შრი ჩინმოის წიგნიდან “თავდაუდებელი სინათლე-მსახურება”