სული

სხეულში დაახლოვებით სად შეიძლება ვიგრძნოთ სული?

შრი ჩინმოი: გულში – არა ფიზიკურში, არამედ სულიერ გულში. ნამდვილი სულიერი გული, სიგანეში აღებული ოთხი თითის სიდიდის, განლაგებულია ზუსტად სიგანეში აღებული თორმეტი თითით ჭიპზე მაღლა და სიგანეში აღებული ექვსი თითით დაბლა ყელის ცენტრიდან. ზუსტად აქ გრძნობს ადამიანი სულის “მოძრაობას”.

შრი ჩინმოის წიგნიდან “ძალა ჩვენს შიგნით”

კითხვა: თუ შეგიძლიათ განმარტება მისცეთ სულს?

ჩიტები, ჯარნა-კალა, შრი ჩინმოიშრი ჩინმოი: სული თხელზე თხელი, უმცირესზე მცირე, ამავე დროს უდიდესზე უდიდესი. ეს სულის აღწერაა, რომელსაც ვპოულობთ “ბჰაგავად გიტაში” და ჩვენს წმინდა “უპანიშადებში”. ამ ჭეშმარიტების დანახვა, შეგრძნება და რეალიზაცია შეიძლება, როდესაც ჩვენ ვმედიტირებთ.

სული ღმერთის წარმომადგენელია აქ, დედამიწაზე, ღმერთის ნაპერწკალია. ღმერთი ყოვლისმცოდნე, ყოვლისსემძლე, და ყველგან მყოფი ერთია; მაგრამ აქ, ამ მრავალფეროვნების სამყაროში, ყოველი სული წარმოადგენს ღმერთის მრავალფეროვნების გარკვეულ ასპექტს. როდესაც სული იღებს ადამიანის ფორმას ის პირველ რიგში ცდილობს შექმნას შესაძლებლობები, შემდეგ კი – გარდაუვალობა. შემდეგ სული ჭეშმარიტების გამოვლენას ცდილობს, რომელსაც მან უკვე მიაღწია. ის ხედავს უვიცობის სამყაროს და ცდილობს ამის გარდაქმნას სინათლის და აღტაცების სამყაროდ.

არსებობს გამოუვლენელი “მე”, რომელსაც პურუშას უწოდებენ, და გარდა ამისა, არის გამოვლენილი “მე”, რომელსაც პრაკრიტის უწოდებენ, ის გამოვლინდება დედამიწაზე სულის მეშვეობით. პურუშა არ არის გულგრილი, მაგრამ ის ყოველთვის იმყოფება ცნობიერების უმაღლეს, ტრანსცენდენტალურ დონეზე. სხვა “მე”, პრაკრიტი, მონაწილეობას იღებს კოსმოსურ თამასში ინდივიდუალური სულის მეშვეობით.

როდესაც ჩვენ სულთან ერთი ვხდებით, ჩვენ შევდივართ უსასრულო სიმშვიდესა და ნეტარებაში – უმაღლეს ცნობიერებაში, რომელსაც სად-ჩიტ-ანანდას ვუწოდებთ. ეს სამმაგი ცნობიერებაა, სადაც არსებობა, ცნობიერება და ნეტარება ერთად მოდიან. როდესაც სულში ვცხოვრობთ, საბოლოოდ ჩევნ შევალთ ამ სამმაგ ცნობიერებაში.

როდის შედის სული სხეულში?

დაბადებამდე მეექვსე და მერვე თვის შორის – ეს ის დროს, როდესაც სული სხეულში შედის. იშვიათ შემთხვევებში ის შეიძლება ჩასახვის დროს შევიდეს. ყველაზე გვიან, როდესაც სული სხეულში შედის, ეს დაახლობეით ბავშვის დაბადებამდე 2 კვირით ადრეა. ძალიან იშვიათ შემთხვევაში სული სხეულში შედის დაბადებამდე სულ რაღაც ორი-სამი დღით ადრე, ზოგჯერ მას შეუძლია მალე მოვიდეს დაბადების შემდეგადაც. ამ შემთხვევაში სული ბოლო მომენტამდე იცდის, სანამ მიიღებდეს გადაწყვეტილებას, იმიტომ რომ ეჭვობს ოჯახის შესახებ. ზოგიერთი სული გრძნობს, რომ დალოდებით უფრო სწორ გადაწყვეტილებას მიიღებენ. ამასთან ერთან, ზოგ სულს უბრალოდ გადაწყვეტილების მისარებად მეტი დრო ჭირდება, ასევე როგორც ზოგიერთ ადამიანს გადაწყვეტილების მისარებად მეტი დრის ჭირდება, ვიდრე სხვას. მაგრამ ზოგი სული არ ელოდება; ის უცებ იცის, რა უნდა აკეთოს, და ამას აკეთებს ჩასახვიდან რამოდენიმე თვის განმავლობაში.

შრი ჩინმოი წიგნიდან “სიკვდილი და რეინკარნაცია”

სული ერთდროულად როგორც მამრობითი, ასევე მდედრობითი სქესისაა?

შრი ჩინმოი: სულილი როგორც ასეთი არც მამრობითი, არც მდედრობითი სქესისაა. მაგრამ როდესაც სული იწყებს ადამიანად თავის მოგზაურობს და იღებს ქალის სხეულს, ის მას მიიღებს ყველა თავის ინკარნაციაში. ერთხელ კაცის სხეულის მიღებისას, სული მას მიიღებს ყველა თავის ინკარნაციაში. მთელი კაცობრიობის ისტორიაში იყო ძალიან ცოთა შემთხვევა, როდესაც სული სქესს იცვლიდა, მას შემდეგ, რაც მან თავისი მოგზაურობა დაიწყო.

კითხვა: განიცდის თუ არა სული მწუხარებას?

შრი ჩინმოი: სული არ განიცდის მწუხარებას. ეს ვიტალი – ჩვენი შეგრძნებები და ემოციები – განიცდის იმედგაცრუებასა და მწუხარებას. სული, რომელიც ყოველთვის საწყისთან კავშირში იმყოფება, მუდმივი სიხარულის წყაროა.

საგნებს ან ადგილებს თუ აქვს სული; მაგალითად, სკამს ან ქალაქს თუ აქვს სული?

შრი ჩინმოი: სული ყოველ საგანს და ყოველ ადგილს აქვს. როგორც სხვა ქალაქებს, ასევე ნიუ-იორკსაც აქვს სული. უზენაესმა თავისი წყალობით ბევრჯერ მანახებდა ნიუ-იორკის სულს. განსხვავება საგნების და ადამიანების სულს შორის განვითარების ხარისხშია, მათ მიერ ღვთიური შესაძლებლობების გამოვლენის ხარისხში. ზუსტად რეინკარნაციის პროცესში სული თანდათან ავლენს თავის ფარულ შინაგან ძალებს და საბოლოოდ სრულ ასრულებას აღწევს.

თუ სკამის სული განვითარებისთვის მზადყოფნას იძენს, ის უბრალოდ სკამს ტოვებს?

შრი ჩინმოი: ეს იგივეა, რაც ერთი კიბის საფეხურიდან მეორეზე გადააბიჯოთ. როდესაც გამოცდას აბარებ, შემდეგ კლასში გადადიხარ. მაშინ სკამში ახალი სული შედის.

ერთ ცხოვრებაში სულს ბევრი მისია აქვს თუ მხოლოდ ერთი?

შრი ჩინმოი: მისია მხოლოდ ერთია, მაგრამ მიზანი ბევრია.რომელიმე ერთ ცხოვრებაში ადამიანმა შეიძლება მოისურვოს და მიზნად დაისახოს გახდეს პოეტი, მხატვარი ან ინჟინერი. მაგრამ ეს მიზნები არ უნდა ავრიოთ სულის მისიასთან. უპირველეს ყოვლისა, სულის მისია ყოველთვის – ღვთის შეცნობაა, ამის შემდეგ მისიად იქცევა – მისი რეალიზაციის გამოვლენა დედამიწაზე.

ადამიანის მიზანი შეიძლება ეხმარებოდეს ან ანელებდეს მას ღვთის შეცნობაში. მაგალითად, თუ ის მწერალი ხდება, მაგრამ ღვთის შეცნობის მისწრაფების გარეშე წერს, ერთხელაც ის, შეიძლება, დიდი მწერალი გახდეს. მაგრამ თვითშეცნობის გზაზე ის შეიძლება არ განიცადოს პროგრესი. მეორეს მხრივ, თუ ადამიანი წერს, რათა თავის წიგნებში ღვთიური გამოხატოს, თუ მისი გარე გამოვლენა მისი შიდა მისწრაფების შედეგი იქნება და თუ ის თავის წერას უყურებს, როგორც კაცობრიობაში უზენაესისადმი მიძღვნილ მსახურებას, მაშინ რა თქმა უნდა, მისწრაფებული მწერალში მას წაიყვანს ღვთის შეცნობამდე. მაგრამ, ვუბრუნდები თქვენს კითხვას, აბსოლუტური ჭეშმარიტების თვალსაზრისით, ყოველ სულს მხოლოდ ერთი მისია აქვს, და ეს სხვა არა არის რა, თუ არა ღვთის შეცნობა და ღვთის გამოვლენა.