წიგნები სულიერებაზე, იოგასა და მედიტაციაზე

ღვთის შეცნობა მედიტაციაშია და არა წიგნებში. აი უპანიშადების უმაღლესი ჭეშმარიტება. უპანიშადებში ბრძენნი და წინასწარმეტყველები თავის მოწაფეებს სთხოვდნენ მედიტაციას, მხოლოდ მედიტაციას. ისინი არც კი ურჩევდნენ თავის მოწაფეებს დამოკიდებულები ყოფილიყვნენ ვედებზე, როგორც ღვთის შეცნობის დამხმარე საშუალებაზე. “იმედიტირეთ, ბრაჰმანი თქვენია! იმედიტირეთ! უკვდავება თქვენია!” ადამიანის სულის მოგზაურობის დასაწყისში, უპანიშადების ბრძენნი გაიძახოდნენ: “Uttisthata jagrata …” – “აღსდექ, გაიღვიძე, ნუ გაჩერდები სანამ მიზანს არ მიაღწევ.” მოგზაურობის დასასრულს, იგივე ბრძნები კიდევ ერთხელ გაიძახოდნენ: “Tat twam asi” – “შენ ის ხარ.”

– შრი ჩინმოის წიგნიდან: “იოგა და სულიერი ცხოვრება: ინდოეთის სულის მოგზაურობა”

კითხვა: შეგიძლიათ მირჩიოთ რამოდენიმე წიგნი მედიტაციაზე, კონცენტრაციაზე, ჭვრეტასა და მისწრაფებაზე?

შრი ჩინმოი: თქვენ გაინტერესებთ, რომელიმე გარკვეული სულიერი მასწავლებლის გზას რომ გაყვეთ? იმიტომ რომ სულიერება ძალიან ფართო და მრავალფეროვანი საგანია. თქვენ უნდა იცოდეთ გინდათ თუ არა წახვიდეთ ერთგულების გზით თუ სუფთა, აბსტრაქტული იდეების მეშვეობით. თქვენ უნდა იცოდეთ რომელ გზას გინდათ გაყვეთ. მაშინ თქვენ შეძლებთ წიგნებიდან ბევრის აღებას. წინააღმდეგ შემთხვევაში შესწავლა თქვენ ბევრ დროს დაგაკარგვინებთ.

თუ თქვენ გაინტერესებთ შრი რამაკრიშნა, ინდოეთის უდიდესი სულიერი მასწავლებელი, ან თუ გინდათ შეისწავლოთ ვედანტას და უპანიშადების გზა, მაშინ თქვენ შეგიძლიათ შეისწავლოთ ვივეკანანდას, შრი რამაკრიშნას უახლოესი მოწაფის, წმინდა ჩანაწერები. თუ თქვენ გინდათ ინტეგრალური იოგის გზას გაყვეთ, ინტეგრალური შეცნობის, მაშინ შეისწავლეთ შრი აურობინდოს წიგნები. თუ გინდათ შეისწავლოთ სულიერი საწყისის მიმოხილვა, მაშინ შეგიძლიათ წაიკითხოთ ყოფილი ინდოეთის პრეზიდენტის, დოქტორ რადჰაკრიშნანის, წიგნები. მისი წიგნები გაგარკვევენ ინდურ აზრსა და ინდური სწავლებების ჩაწვდომაში. თუ თქვენ გაინტერესებთ კონცენტრაცია, ჭვრეტა და მედიტაცია და გინდათ იცოდეთ გარკვეული მეთოდები, რომლებიც გამოიყენებოდა ასობით წლის წინ და მედიტაციის საიდუმლოებანი, შეგიძლიათ წაიკითხოთ კაპილას “სამჰია შასტრა” (Samkhya Shastra) და პატანჯალის “იოგა სუტრა” (Yoga Sutras). იქ თქვენ მიიღებთ ინფორმაციას როგორც გონებისთვის, ასევე მედიტაციისთვისაც.

 

თოლია

სულიერი წიგნები ქართულ ენაზე:

(ამ წიგნების შეძენა შეგიძლიათ თბილისის წიგნების მაღაზიებში)

შრი ჩინმოი “მისწრაფების ევერესტი”

ამ წიგნის შეძენა შემდეგ მაღაზიებში შეგიძლიათ >>>

და ასევე წაკითხვა საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში

შრი ჩინმოი “სწავლება მდუმარედ”

ამ წიგნის შეძენა შემდეგ მაღაზიებში შეგიძლიათ >>>

და ასევე წაკითხვა საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში

რომენ როლანი რამაკრიშნას ცხოვრება

ეს წიგნი “ლატერნა+”-ში და “წიგნის სახლში პეკინზე” იყიდებოდა. მისამართს აქ ნახავთ >

  სვამი ვივეკანანდა ჯნანა იოგა

ეს წიგნი “ლატერნა+”-ში იყიდებოდა. მისამართს აქ ნახავთ >

ვივეკანანდა, ძველი ინდური ფილოსოფია სვამი ვივეკანანდა “ძველი ინდური ფილოსოფია”

ეს წიგნი უნივერსიტეტის პირველ კორპუსთან იყიდებოდა, შეიძლება სხვაგანაცაა.

უპანიშადები

ეს წიგნი ქუჩის მოვაჭრეებთან იკითხეთ, სადაც ძველი ქართული წიგნები იყიდება.

ლაო – ძი “დაო დე ძინი”
ეს წიგნი ქუჩის მოვაჭრეებთან იკითხეთ, სადაც ძველი ქართული წიგნები იყიდება.

ლინკები სხვადასხვა საინტერესო საიტებზე იოგის პრაქტიკის და მედიტაციის შესახებ, სულიერებაზე,  სულიერ მასწავლებლებზე და სხვა…

საიტები შრი ჩინმოის ლიტერატურული და პოეოტური შემოქმედების შესახებ:

შრი აურობინდოს და დედის  ნაწარმოების ბიბლიოთეკა (აქვე ნახავთ სინქრონულ ინგლისურ-რუსულ შრი აურობინდოს პოემის “სავიტრის” ტექსტს) საიტი ინგ. და რუს. – ენოვანია

 

KOOB.ru-ს შესანიშნავი ელექტრონული ბიბლიოთეკა (რუს.), საიდანაც შეგიძლიათ გადმოწეროთ სვადასხვა წიგნები იოგაზე, მედიტაციაზე, ეზოთერიკაზე, სხვადასხვა სულიერ გზებზე და სხვა ბევრი საინტერესო წიგნი მათ შორის ესენიც: