მაჰავირა

უფალი მაჰავირა ჯაინების რელიგიის 24-ე ბოლო ტირტანკარაა. ჯაინების ფილოსოფიის თანახმად, ყველა ტირტანკარა დაბადებული იყო, როგორც ადამიანური არსება, მაგრამ მედიტაციის და თვითრეალიზაციის გზით სრულყოფილების დონეს ან გასხივოსნებას მიაღწიეს. ისინი ჯაინებისთვის ღმერთები არიან. ტირტანკარები ასევე ცნობილნი არიან, როგორც არიჰანტები ან ჯინები.

ტირტანკარა (Tirthankara) – ადამიანია, რომელმაც ადგენს რელიგიის ოთხი წესრიგს (ბერები, მონაზნები, საერო მამაკაცები და საერო ქალაბი).

არიჰანტი (Arihant) – ადამიანია, რომელიც ანგრევს თავის შინაგან მტრებს, როგორებიცაა წყრომა, სიხარბე, ვნება, ეგო და ა.შ.

ჯინა (Jina) – ადამიანი, რომელმაც დაამარცხა თავისი შინაგანი მტრები, როგორებიცაა წყრომა, სიხარბე, ვნება, ეგო და ა.შ. ვინც ჯინას მიყვება ჯაინებს უწოდებენ.

მაჰავირა დაიბადა 599 წელს ქრისტეს შობამდე. ის ბიჰარის (ინდოეთი) უფლისწული იყო. 30 წლის ასაკში, მან დატოვა თავისი ოჯახი, სამეფო საქმეები, ქონება, ტანსაცმელიც კი და გახდა ბერი.

მან მომდევნო 12 წელი ღრმა მდუმარებაში და მედიტაციაში გაატარა, რათა გაემარჯვებინა თავის სურვილებსა და გრძნობებზე. ის დიდხანს იყო საკვების გარეშე. ის ძალიან ყურადღებით იყო, რათა ტკივილი ამ მიეყენებინა და არ შეეწუხებინა არცერთი ცოცხალი არსება, ცხოველი, მფრინველი თუ მცენარე. მისი მედიტაციის გზა, ასკეტიზმში გატარებული დღეები და მისი ყოფაქცევა კარგ მაგალითს წარმოადგენდა ბერებისთვის და მონაზნებისთვის მათ რელიგიურ ცხოვრებაში. მისი სულიერე ძიებანი 12 წელს გრძელდებოდა. ბოლოს მან სრული სრულყოფილება, სრულყოფილი აღქმა, ცოდნა, ძალა და აღტაცება შეიცნო. ეს რეალიზაცია ცნობილია როგორც კევალ-ჯნანა (keval-jnana).

შემდეგი 30 წელი ის ფეხშიშველა მოგზაურობდა ინდოეთის ირგვლივ. და ხალხებს უქადაგებდა მარად ჭეშმარიტებას, რომელსაც მიაღწია. ის იზიდავდა ყველანაირ ხალხს მდიდარს და ღარიბს, მეფეს და მდაბიოს, კაცს და ქალს, პრინცესებს და მღვდლებს, “მიმკარებლებს” და “მიუკარებლებს”.

მან თავისი მიმდევრები ოთხ წყობად დაყო, ესენია: ბერები (სადჰუ – Sadhu), მონაზნები (სადჰვი – Sadhvi), საერო მამაკაცები (შრავაკ – Shravak) და საერო ქალები (შრავიკა – Shravika). მოგვიანებით ისინი ცნობილები გახდნენ, როგორც ჯაინები.

მისი სწავლების სობოლოო მიზანია – თუ როგორ შეუძლია ადამიანს მიაღწიოს სრულ გათავისუფლებას დაბადების, სიცოცხლის, ტკივილის, წვალების, სიკვდილის ციკლისგან, და მიაღწიოს საკუთარი “მე”-ს მუდმივი აღტაცების მდგომარეობას. ეს ასევე ცნობილია, როგორც გათავისუფლება, ნირვანა, აბსოლუტური თავისუფლება, ან მოქშა.

ის განმარტავდა, რომ მარადიულობიდან ყოველი ცოცხალი არსება (სული) კარმიული ატომების მონობაში იმყოფება, რომელიც მისი კარგი და ცუდი საქმეების გამო დაგროვდა. კარმის ზემოქმედების ქვეშ მყოფი, სული მიჩვეულია ეძებოს სიამოვნება მატერიალურ ნივთებსა და ფლობაში. ამის ღრმა მიზეზები ეგოცენტრიულ ძალადობრივ აზრებში, საქმეებში, მრისხანებაში, სიძულვილში, გაუმაძღრობაში და სხვა ისეთი სახის ბიწიერებებშია. ესენი მეტი კარმის დაგროვებას იწვევენ.

ის ქადაგებდა, რომ ერთად აღებული სწორი რწმენა (samyak-darshana), სწორი ცოდნა (samyak-jnana) და სწორი საქციელი (samyak-charitra) დაგვეხმარება საკუთარი “მე”-ს გათავისუფლების მიღწევაში.

72 წლის ასაკში (527 ქრისტეს შობამდე), უფალი მაჰავირა მოკვდა, მისმა გაწმენდილმა სულმა დატოვა სხეული და მიაღწია სრულ გათავისუფლებას. ის გახდა სიდჰა, სუფთა ცნობიერება, გათავისუფლებული სული, რომელიც სამუდამოდ იცხოვრებს სრული აღტაცების მდგომარეობაში. მისი ხსნის ღამეს, მის საპატივცემულოდ ხალხი დიპავალის ( Deepavali) – ცეცხლების ფესტივალს ზეიმობდა.

  დიპავალი

ავტორი: Tejvan Pettinger

 

ბმულები:

 

<<< გვერდიზე “სულიერი მასწავლებლები”