შრი ჩაიტანია დაიბადა დაახლოვებით 1486 წელს. ის დიდი ბრამინი და სწავლული იყო, თუმცა დაახლოვებით ოცი წლის ასაკში უფალი კრიშნას ერთგულებას ჩაუღრმავდა. მან თავი დაანება თავის საერო კარიერას და ცხოვრობდა, როგორც ასკეტი, მოხეტიალე ბერი. ის თავის დროს კირტანებში (ერთგულ მღერაში) და მედიტაციაში ატარებდა.
შრი ჩაიტანიამ მრავალი წელი ინდოეთის იგვლივ მოგზაურობაში გაატარა. ის ბევრ მაძიებელს და მოწაფეს იზიდავდა. სიცოცხლის ბოლო 24 წელი მან ჯაგანათჰში, პურიში (Jagannath, Puri) გაატარა, სადაც ის ორისის (Orissa) მეფის მაჰარაჯა პრატაპარუდრას (Maharaja Prataparudra) მფარველობით სარგებლობდა.
შრი ჩაიტანიამ ღრმა მემკვიდრეობა დატოვა ინდოეთის სულიერ და კულტურულ მსოფლმხედველობაში, განსაკუთრებით ბენგალიაში. ის არ მისდევდა მკაცრ კასტურ სისტემას და მოწაფეებად იყვანდა როგორ ინდუსებს, ასევე მუსულმანებსაც.
შრი ჩაიტანიამ ააღორძინა ბჰაკტი იოგის ვაიშნავური ტრადიცია – “ერთგულების იოგა“. ამ ტრადიციას მიჰყვებოდნენ ასეთი წმინდანები, როგორებიც იყვნენ მირაბაი და შრი რამაკრიშნა მე-19 საუკუნეში. მე-20 საუკუნეში კი ა.ჩ. ბჰაკტივედანტა სვამი პრაბჰუპადა (A.C. Bhaktivedanta Swami Prabhupada), რომელმაც ინდუიზმის ამ ფორმის პოპულარიზაცია მოხდინა დასავლეთში.
“ჩაიტანია” ცნობიერებას ნიშნავს.
ავტორი: T.Pettinger
გაურანგა: სიყვარულის განსახიერება
უფალი გაურანგას გამოჩენა ბენგალიის ცის ქვესეთში, როდესაც მხარე დაფარული იყო ცრურწმენების ბურუსით, უვიცობითა და პესიმიზმით, განგების უმაღლესი წყალობა იყო. ღვთაებრივი სინათლე, რომელიც მან გადმოღვარა მძინარე და დაჩაგრულ ქვეყანაზე, გამოაცოცხლა მისი შვილები ახალი ცხოვრებისათვის. ბუდიზმი და ტანტრული ინდუიზმი განუყოფლად მეფობდნენ. შანკარას ადვაიტას ასევე გარკვეული საყრდენი ჰქონდა ბენგალიის მიწაზე. მაგრამ ბენგალიის შვილებმა შანკარას ადვაიტა მიიღეს უფრო როგორც ფილოსოფიური ინტელექტუალიზმი და წმინდა თეორიული ინტერესი და არა, როგორც კონკრეტული გამოცდილების მიღების ან ღვთიურ არსებასთან, რომელიც სამყაროში და სამყაროს მიღმაა, ერთობის საშუალება. მშრალმა ინტელექტუალიზმმა ვერ ჩააქრო ზოგიერთი სულიერი მაძიებლის წყურვილი. ამიტომ ისინი მოუბრუნდნენ კრიშნას-ბჰაკტის კულტს, რაც განათლებული ბრამინების ზიზღს იწვევდა. და ბენგალიის ვაიშნავიზმი შრი ჩაიტანიათი, როგორც მისი მარადიული სულით, ავსებდა მთელ მხარეს.
შრი ჩაიტანიას ვაიშნავიზმი რადჰას სულის სინონიმურია, ცოცხალი სიმბოლოს ღვთიური სიყვარულისა მის უმაღლესში. და ეს სიყვარული აღწევს სრულყოფილების
უმარლესს წერტილს მარად-ნეტარი შრი კრიშნას ფლობაში და მის მფლობელობაში ყოფნისას. “რადჰა – ამბობს შრი აურობინდო, – ღვთიურისადმი აბსოლუტური სიყვარულის პერსონიფიკაციას წარმოადგნს, სრულს და სავსეს არსების ყველა ნაწილში – უმაღლესი სულიერიდან დაწყებულს ფიზიკურით დამთავრებულს, მთელ არსებაში აბსოლუტური თვითგაცემის და სრული თავდადების მომტანს, და უზენაესი ანანდის სხეულში და მატერიალური ბუნების დიდ ნაწილში მომხმობს.”
თუ შეუძლება ცოდნა და ერთგულება მშვიდობიანად იყონ განთავსებულნი ერთ ჩარჩოში? შრი ჩაიტანიას სიცოცხლე – დადებითი პასუხია. ამ წამს ის კრიშნაა, შემდეგ წამს ის რადჰაა. როდესაც მისი თვალები ნაკადივით მიჰყვებიან შრი კრიშნას, ის პერსონიფიცირებული რადჰაა. მაგრან როდესაც ის წმინდა მაღლობზე ზის, ის თავად შრი კრიშნაა. ჩაიტანიას ბჰაკტის ზეგავლენას ბენგალიის მიწაზე ვერასოდეს გამოხატავენ ის ნათლად, როგორ ეს სვამი ვივეკანანდამ შეძლო. ვედანტისტმა ვედანტისტთა შორის .
“ჩაიტანიას ბჰაკტი – ამბობდა რამაკრიშნას უსაყვარლესი მოწაფე, – მართავდა მთელს ბენგალიის მიწაზე და ყველას ნუგეშს სცემდა. მისი სიყვარული უსაზღვრო იყო. წმინდანი თუ ცოდვილი, ინდუსი თუ მაჰმადიანი, სუფთა თუ უწმინდური, პროსტიტუტი, მეძავი – ყველა მის სიყვარულს თანაზიარი ხდებოდა, ყველა მისი მოწყალების თანაზიარი ხდებოდა, და დღემდეც, თუმა დიდად გადაგვარებული, როგორც ყველაფერი ცვლილებას განიცდის დროში, მისი ადგილი თავშესაფარია ღარიბებისთვის, დაცემულთათვის, გაძევებულთათვის, სუსტებისთვის და იმათთვის, ვისაც უარყოფს საზოგადოება.”
უფალი გაურანგას ვაიშნავური ფილოსოფია არის ის, რომ ჩვენ არ გვჭირდება გრძნობების ჩახშობა. ჩვენ ისინი დაუზიანებელი უნდა შევინარჩუნოთ, მაგრამ ამასთან ერთად ჩვენ ისინი სათანადო კონტროლის ქვეშ უნდა ავიყვანოთ. ცოდვილი არ ყოფილა მისი მრისხანების ან ზიზღის ობიექტი, არამედ შებრალების და სიყვარულისა.
შაჩი დევის უშუალო და მტკიცე ხილვამ, მის შვილში ღვთიურობის გამოვლენის შესახებ, ავტომატურად აიძულა მას შვილის წინაშე ქედი მოეხარა და მისი ფეხი უპირობოდ საკუთარ თავზე დაედო. სულიერ ისტორიაში ესეთი შემთხვევა არასდროს მომხდარა არც მანამდე და არც მას შემდეგ.
შრი ჩინმოის წიგნიდან “დედა ინდოეთის შუქურა: ინდოეთის სულიერი ლიდერები“
ბმულები:
- შრი ჩინმოის სიმღერა შრი ჩაიტანიაზე
- შრი ჩაიტანიას პოეზია და სიმღერები Poet Seers-ზე (ინგ.)
- წიგნები შრი ჩაიტანიაზე Amazon.com-ზე